♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ნიკო გომელაური♥


არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...

................................................................
გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნიკო აღარარის,
გაქრა სონეტები,
ფეთქავს გამალებით
ჩვენში აკორდები,

დილის ხუთ საათზე
რატომ გაგვეპარე?
გეთქვა მაინც იყო
რომ ღმერთს მიყვებოდი,

დაგრჩა ორი შვილი
უკვე თავს ანატრებ!
შენ კი სამოთხეში
როლი ითამაშე...

აღარც მოცარტია
და არც ბეთხოვენი,
მაგრამ ნიკოლოზო,
დროში გაჩერდები .




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…

ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…

ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…

შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…

იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…

ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…

ჩემი ლექსები, დღეს შენ ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1419 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს დილით გარდაიცვალა ნიკოლოზ გომელაური ღმერთმა ნათელში აყოლოს მისი სული :(:(;( :*
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს უკვე სხვა დღეა!
ჩვენ უკვე დავშორდით.
არ ვამბობთ იმ სიტყვებს
ადრე რომ ვამბობდით,
არ ვისმენთ იმ ფრაზებს
ადრე რომ ვისმენდით,
დღეს აღარ გპატიობ
გუშინ რომ ვითმენდი.
დღეს უკვე გავუძლებ
უშენო საათებს,
აღარ ვწერთ ერთმანეთ
სევდიან ბარათებს.
ჩვენი ერთად ყოფნა
თუ იყო შეცდომა
გამოვასწოროთ
ისევ ჩვენ ორმა.
წარსულზე ფიქრებმა
გონება მოიცვა,
კიდევ მაქვს სათქმელი
შეჩერდი! მოიცა....
მიყვარხარ..

მაგრამ გუშინ სხვა იყო,
შენ სხვა გზით წახვედი
და გზები გაიყო.
გზაჯვარედინზე დამტოვე
მარტო და..
არ ვიცი წვიმდა თუ..
არ ვიცი მათოვდა.
მციოდა,ვტიროდი,
მტკიოდა... არ ღირდა,
ჩვენი შეხვედრა
მართლაც რომ არ ღირდა.
გავიდა დღეები,
გრძნობა გაგრილდა,
ნოემბერი დადგა
ცოტა აგრილდა..
ყველა საოცნებო,
ყველა სანატრელი,
წარსულს ჩავაბარე
შენი ბარათები,
შენი სურათები,
შენი მოფერება..
ახლა ეგ ხელები
სულ სხვას ეფერება.
ახლა ეგ გულიც სხვისთვის ძგერს,
სხვისთვის ფეთქავს,
იმ სხვას ეუბნები
ჩემთვის რომ უნდა გეთქვა.

თუმცა გულის ნაცვლად
ლოდი გაქვს ანდა ქვა,
მაინც "SWEET MEMORIES"
მინდა დაგარქვა..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1316 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 6
პარასკევი, 2024-12-27, 5:43 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024