♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ნიკო გომელაური♥


ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)...
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1292 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში...
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1232 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

,,რა მემართება? რა მემართება?''
- მაინც თავისით წარიმართება . . .

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
  - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი.

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1008 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1045 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მორიდებით...
ნუ მერიდებით...
მე მონატრებით...
ნუ გენატრებით...
მე ისევ ჩემით...
თქვენ ისევ თქვენით.
მე მოფერებით...
ნუ მეფერებით...
მე სიმარტოვით...
ნუ მიმატოვებთ...
მე ისევ თქვენით...
თქვენ ისევ ჩემით.
მე ჩუმი სევდით...
თქვენ კი კვლავ მსდევდით...
მე ყრუ ტკივილით...
თქვენ ცრუ კივილით...
მე ისევ ჩემით...
თქვენ ისევ თქვენით.
მე მოლოდინით...
ნუ მელოდებით...
გულზე ლოდებით...
მწარე გოდებით...
მე ისევ თქვენით...
თქვენ ისევ ჩემით.
მე მორიდებით...
გაგერიდებით...
მე მორიდებით...
მე მორიდებით...




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ისე დღ მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ,კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაცლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შევილებს,ჩემიანებს,მასა
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას...




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 6 »
პარასკევი, 2024-04-26, 2:45 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024