მთავარი » ♥ნიკო გომელაური♥
წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა, არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა, არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა, არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
|
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია. არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია. ესეც პატარა ეპიტაფია...
..............................................
წარმომავლობით ძველ-ბერძენია. სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა! ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენი
...
Read More
|
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:
ღვინით, ლექსით, წვიმით, სექსით, სცენით, სიმით, ამით, იმით...
მუდამ ასე მიწევს თრობა -ჩემი ,,მე,, ამით ერთობა...
|
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი...
|
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა, ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი, ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ და როგორც სულთანს შენ მომივლიდი...
მაგრამ სად არი ბაირამობა -ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან. ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა, სულთანი არის შორი შენს სულთან.
|
იბრძვიან, ნაღდი ომია (შუაში მსაჯად ვდგევარ), სული და ფიზიონომია. დამნაშავე კი , მე ვარ..
|
დავიბადე 1970 წლის 12 ივლისს დედა ვიოლა გომელაური მამა ჯეჯი გომელაური
ძმა გაგა ინაური სტუდენტობა პირველი სპექტაკლი ,,გუშინდელნი,, ,,ბილოქსი ბლუზი,,
|
ლექსი რომელიც მან ინდოეთში ყოფნისას დაწერა...
ლექსი _ შარჟი კინო - ექსპედიციაზე გოაში
1 გადავიღეთ,გადმოვიღეთ გოა , ინდოსტანის სანაპირო როა ... ვეალერსეთ ოკეანის ტალღებს ... ვემეგობრეთ ბალახების ამღებს ... დავდიოდი თავისუფლად ლაღი , მოვიარე kanabis -ის ბაღი ... ჩემზე დაღლილს ვესაუბრე სპილოს ... დავადგინე , რა ფასი აქვს ტილოს ... ხალხი იყო , მომღიმარი , შავი . ძაღლებმაც კი გვიქიცინეს თავი ... კოღოები ზრდიდნენ სისხლის დოზებს . გვაძალებდნენ ,,კამასუტრას" პოზებს ...
2 ფეხები რომ დაუსივდა მიხოს , ეს ექიმის დაკვირვებას ითხოვს . თორემ , ნესტმა დაამძიმა პოლი _ ამბავია , სასწაულის ტოლი ...
ალბათ , რამე დაგიშავე ლელა _ ჩემს გარდაა მობილური ყველა ...
შორენას თუ მოევლება ნეტა?! _ ქეთა იზამს! _ გამოცდილი დედა!..
თუ ჯგუფში გვყავს ერთად , ორი სანდრო , დამიჯერე , არც ერთია სანდო . აქ , ორივე დაემსგავსა თათარს , ,,ბატრ_ჩიქენს" მოუტყნავენ ქათამს !.. ამ მხრივ არის კიდევ , ორი დათო . რუბიკაა единственный зато !!!
აფაქიძემ გაიხსენა ყრმობა , ჰაშიშითაც მოინდომა თრობა და კასკადი წამოვიდა ბოდვის. იმის შემდეგ , დღემდე აზრზე მოდის ...
ბარბაქაძე ბარაკუდას ირტყამს . ერთი კვირა ტვინი უნდა გვიტყნას ...
კიდევ ერთი უცნაური წყვილი , ნინო _ გიორგი , ხაზზე
...
Read More
|
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს... ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს, -შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...
|
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
.....................................................
ზღვამ გადაყლაპა მზე, შეიგრძნო მისი ეშხი... როგორც შენ ერთხელ მე, შემომიტყუე შენში...
......................................................
დაიღალა მთვარე ღამით, დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით, ზღვამ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|