♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ნიკო გომელაური♥


ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...

მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.



თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?



კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...


..................................................

შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა...
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე... ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო"...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რაღაც... უცებ... სადღაციდან
რომანტიზმი მეცა...
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!

ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება...

..........................................

ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1258 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 6 »
პარასკევი, 2024-12-27, 5:06 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024