მთავარი » ♥ნიკო გომელაური♥
ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი, მაგრამ ასე, გფიცებით, არ არი, ეკლესია ვერ იქნება აბჯარი, სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
შენში - შიგნით აიშენე ტაძარი, გაუფრთხილდი, არ გაუჩნდეს ხანძარი. ძმას თუ შია - ვერ იქნები მაძღარი, ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი.
ზოგს აცვია, სხვისი ქურქი ნახმარი. ნუ მარხულობს, ოღონდ ნუა ახვარი. თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი, ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
იმარხულე და დაანთე სანთელი, მაგრამ კაცის თუ აღმოჩნდი გამთელი, როგორც არ უნდა იყო ჯანმრთელი - ბნელში წახვალ, დაივიწყე ნათელი.
ერთსაც განდობთ, მე სიცრუეს არ ვიტყვი, ღვთისმსახურის საყვედური დავირტყი. რა მოხდა, რომ ვერ გავიგე საკითხი? ამიხსენით, ხომ ხართ ხალხი ნაკითხი:
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები, ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები - ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები, ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?
|
გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი. ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე, ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული, ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს, არცა შენდობას, არც შეცოდებას. ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა - ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი - ტალახის გავლით, ან და გაფრენით. მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა, სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა და ბედაური გამოდგა მხდალი, ტყვიის წამალი დანესტიანდა, მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ და მექაჩება ცეცხლში სატანა, ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი, უხ, რა ძნელია ამის ატანა!
მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო, არ მეშინია მე შენი მადის. არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს - ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას, რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა. გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში - ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა..
|
მზეა გარეთ, გულს სხივები ვერ ათბობს... მახსოვს ღვინო, შავი ღვინო მათრობდა... შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო... მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა...
ლექსებს ისევ, შავ ღვინოში დავეძებ... ატმის ბაღებს უშენობა ათოვდათ... <
...
Read More
|
შენ ლექსებს წერდი ლექსის ჯინაზე! შენ ასრულებდი საოცარ როლებს! და არა ჰგავდი ამ ქვეყანაზე, არც დიდ-პატარებს და არცა ტოლებს.
შენში ბუდობდნენ ავი ლექსები და ამ ლექსებით ცოცხლობდი მხოლოდ! პოეტის თვალით ხედავდი ფერებს და ამ ფერებში მოჩანდა ბოლო...
და ამ ფერებში ხედავდი თვალით, როგორ მიქროდა ცხოვრება შენი... და თუ ცხოვრება დამავიწყდება, გამახსენდება ლექსები შენი!
გამახსენდება, რომ ლექსებს წერდა, დიდი პოეტი, დიდი აურით... გამახსენდება, რომ ამ კაცს ერქვა: დიადი ნიკო გომელაური!
|
თავისუფალი თეატრი იანვარი ,, კავკასიური ცარცის წრე,, 31 ძმები 23
|
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენ , რა იპოვე ჩემში ?! შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. მე - გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენში ის თავს გრძნობს კარგად. ჩემში კი სველი დენთი - აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! ტერფებთან გინთებ სანთლებს . . . და თუ ასეა - წვეთი , ნამუსი მაინც მმართებს . . .
|
მოიწყინა ქვეყანამ, უკვე კარგა ხანია . სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ, ვეღარც კარგი ბანია .
ვეღარ გაგვირჩევია უცნობი და ნაცნობი . . . მომავალი ჩვენია - მომავალი ღვარცოფი . . .
მომავალი მეხია , მომავალი გვალვაა ! მუმლი გადაგვეხვია წინ ჩირგვებში მალვაა . . .
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს , ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . . და ამ ჩემს კარგ ქვეყანას მაზედ მოუწყენია . . ..
|
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
|
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ... იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ... არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა... მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია და ჩემთან ერთად სვამს. ირგვლივ გვამები დარბიან სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ, გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. -ყოველთვის არის , გახსოვდეთ, ,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ" 1998
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|