მთავარი » ♥რელიგია♥
კანონი მესამე 17. დასასრულსა, მონისა უფლისა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იხსნა იგი უფალმან ხელთაგან ყოველთა მტერთა მისთასა და ხელთაგან საულისთა და თქუა
1. შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, 2. უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი. 3. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე. 4. გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე; 5. სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. 6. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა. 7. და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. 8. ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან. 9. და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა. 10. და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა. 11. და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. 12. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წ
...
Read More
|
კანონი მეორე 9. დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი
1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი. 2. ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო. 3. რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა. 4. რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. 5. შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 6. მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით; 7. და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი. 8. და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 9. ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. 10. და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. 11. უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 12. რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი. 13. მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდი
...
Read More
|
კანონი პირველი 1. ფსალმუნი პირველი, ალილუია
1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. 2. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. 3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას. 4. არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. 5. ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა. 6. რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.
2. ფსალმუნი დავითის, ზედა წარუწერელი ებრაელთა შორის
1. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? 2. შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის. 3. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. 4. რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყუნეს იგინი. 5. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. 6. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა. 7. თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. 8. ი
...
Read More
|
ლოცვანი სინანულისანი
გამოკრებულნი - პარაკლიტონის ორშაბათის და სამშაბათის სინანულის კანონიდან, მარხვანიდან და უძველესი იადგარიდან
ლოცვანი შეიძლება შესრულდეს ყოველდღიურად ან აღსარების წინ
მოვიდა უფალი, მოვიდა ცხორებად, ხსნად ცოდვილთა და შეწყნარებად მონანულთა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვ
...
Read More
|
ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ
ორშაბათი: მთავარანგელოზი მიქაელი მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი უბედურებისა და მწუხარებისა და ბოროტებისაგან
წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, მაშორე შენი ელვისებრი ხმლით მაცდური ბოროტი სული, ჰოი დიდო არქისტრატო ღვთისაო მიქაელ ბოროტ სულთა მძლეველო, სძლიე და შემუსრე ხილული და უხილავი ყველა ჩემი მტერი და ევედრე ყოვლისამპყრობელ უფალს გვიხსნას და დაგვიფაროს ჩვენ ყოველი ურვისა, ყოველგვარი სენისა, სიკვდილ-შემოსილი წყლულებისა და ამაო სიკვდილისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სამშაბათი: მთავარანგელოზი გაბრიელი სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი
წმიდაო მთავარანგელოზო გაბრიელ ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლისათვის ციდან გამოუთქმელი სიხარულის მომტანო, სიხარულით და მხიარულებით აღავსე სიამაყით ნატკენი ჩემი გული.
ჰოი, არქისტრატო ღვთისაო გაბრიელ, შენ უწმიდესი ქალწულის ღმრთისმშობლის მახარებელო, შენ მაუწყე მეცა ცოდვილსა დღე საშინელი სიკვდილისა და ევედრე უფალსა ღმერთსა ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მომიტევოს ცოდვები ჩემი და ნუ დამაკავებენ მე ეშმაკნი საზვერეში ჩემი ცოდვებისათვის.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ დამიცევ მე ყოველი უბედურებისაგ
...
Read More
|
წმიდა იოანე ოქროპირის ლოცვა დილა-საღამოს საკითხავი
უფალო, არა მომაკლო და არა ნაკლულევან-მყო მე ზეციურთა სიკეთეთა შენთა.
უფალო, მიხსენ მე საუკუნო საწამებელთაგან და გეჰენიისა მის ცეცხლისა შემაძრწუნებელისა.
უფალო, უკუეთუ გცოდე მე გონებითა ჩემითა, ანუ გულისზარხვითა ჩემითა, ანუ სიტყვითა, შემიწყალე და შემინდევ მე.
უფალო, აღმოფხარ ჩემგან ყოველივე უმეცრებაი, დავიწყებაი, სულმოკლეობაი და ქუაგულმქმნელი იგი უგრძნობელობაი.
უფალო, მიხსენ მე ყოვლისაგან განსაცდელისაგან და ჭირთაგან მრავალთა.
უფალო, განმინათლე გული ჩემი დაბნელებული ყოველთაგან ბილწთა მათ ვნებათაგან უნათლოთა.
უფალო, უკუეთუ ვითარცა კაცმან გცოდენ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთმან წყალობა-უხვმან განამდიდრე წყალობაი შენი, რამეთუ უწყი უძლურებაი სულისა ჩემისაი, ძლიერო.
უფალო, გარდამოავლინე მადლი იგი შენი ჩემ ზედა, რამეთუ განვადიდო სახელი შენი წმინდაი და გაქებდე შენ ყოვლადსახიერ მარადჟამ დაუცადებლად.
უფალო, შთამწერე მე მონაი შენი წიგნსა მას ცხოველთასა და მომმადლე მე აღსასრული კეთილი.
უფალო, ღმერთო ჩემო, არარაი კეთილი მიქნიეს წინაშე შენსა, გარნა მადლითა შენითა ღირს-მყავ მე ყოვლისავე საქმისა კეთილად დაწყებაი.
უფალო, ამცვრიენ გულსა შინა ჩემსა განმხმელსა ცვარნი მადლისა შენისანი და დამარწყულე მე.
უფალო და მეუფეო ზეცათაო და ქვეყანისაო, მომიხსენენ მ
...
Read More
|
ოპტელი ბერების ლოცვა
უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.
|
ლოცვა იოანე ოქროპირისა წმიდათა წერილთა ხელად მიღებისათვის
ოდეს გენებოს კითხვა ანუ სმენა, ევედრე ღმერთსა ესრეთ მეტყუელმან:
უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი, სმენად სიტყუათა შენთა და გულის-ხმის-ყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისსა. მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოჲსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, ღმერთო ჩემო, რაჲთა განმინათლო გონებაჲ ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა მისა, რაჲთა არა დასასჯელად თავისა თჳსისა წმიდათა ცხორებასა და სიტყუათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებლად სიწმიდით და საცხოვრებელად სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, და შენდა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა წერილის შემდგომ საკითხავი ლოცვა
ჰოი უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუჱნო, მეუფეო სახიერო და კაცთ-მოყვარეო, ნუ განმეშორები ჩუჱნგან, ნუცა დამიტევებ და ნუცა დაგვაგდებ ჩუჱნ, არამედ ჩუჱნთანა ჯერ იჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩ
...
Read More
|
ლოცვა ეფრემ ასურისა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა" და "ძილის წინ" ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხ
...
Read More
|
ლოცვა ხატის წინაშე სანთლის დანთებისას სათქმელი
უფალო, მიითვალე მსხვერპლი ესე ნაშრომთაგან ჩემთა და მომეც საზღაური მადლითა შენითა. განატფე ლოცვათა შინა გული ჩემი, მეც მე ძალი აღმსასვლად, ვითარ ცეცხლი ამის სანთლისა აღვალს, შემამკევ სარწმუნოებითა, სასოებითა, სიყვარულითა, სიმშჳდითა, თავშეკავებითა, მოთმინებითა, სიწმინდითა, ვითარცა ყვავილთაგან, რომელთაგანც შეიკრიბა ცვილი ესე.
|
« 1 2 3 4 5 6 7 ... 9 10 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|