♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥რელიგია♥


შვილის ლოცვა მშობლებისთვის

უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1297 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა შვილთა მფარველი ანგელოსისადმი

წმიდაო მფარველო ანგელოზო შვილთა ჩემთაო (სახელები) დაიფარენ ისინი საფარველითა შენითა ისართაგან ეშმაკისათა, თუალისაგან მაცდუნებელისა და დაიცევ გულთა შინა მათთა ანგელოსებრივი სიწმიდე. ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა შვილთათვის ღირსისა ამბროსი ოპტინელისა

უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განაბრძუნე შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვედრება წმინდა ქალწულთა მიმართ შეეწევა სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს. დაიფარავს მშვიდობას, ააცილებს სისხლისმღვრელ ომებს, მათ შორის, რელიგიური ხასიათისა, ერთა შორის შუღლს, შეეწევა ბედნიერი ოჯახის შექმნასა და განმტკიცებაში.

ლოცვა წმინდანთა დათა-მოწამეთა
მინოდორასა, მიტროდორასა და ნიმფოდორას მიმართ

ჰოჲ, წმინდანო მოწამენო მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯუელთა ქრისტესთვის დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯუელთა განმაცვიფრებელნო. თქუენ, სიყუარულითა აღვსილთა დათა, მე მონა ღვთისა (სახელი) სიმდაბლითა შეგივრდებით: ევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცუად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა თვისითა გამოუთქმელითა მადლითა. დახსნად ჩუენდა ეშმაკთაგან მყრალთა, სასტიკისა სიკუდილისაგან და უკურნებელისა ჭრილობისაგან, სეტყვისაგან, წყალდიდობისაგან, სენისაგან და სირცხვილეულ-მყოფელისა ტყუეობისაგან. ჰოჲ, მრავალტანჯულნო ქალწულნო, ლოცვითა თქუენითა მოწყალემან უფალმან დაიფაროს მამანი და დედანი ჩუენნი, ცოლნი და შვილნი, ყოველნი მოყუასნი ჩემნი მწუხარებათა და ვაებათაგან. წარმოჰგზავნიდეს მათ ზედა სიმდაბლესა და მოთმინებასა, და სიყუარულსა მათსა ჩუენდამო განა ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1359 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ოჯახის ბედნიერებისათვის
წმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოს მიმართ

ჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1631 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა დედათა ფეხმძიმობის ჟამს

ჰოჲ, ყოვლად დიდებულო, დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე მხევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა შობენ შვილთა თჳსთა საწყალობელნი ასულნი ევასნი. მოიხსენე, ჰოჲ, კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყუარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეაჲსსა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქმნულობისასა და თუ ვითარი სასწაული-ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე უმდაბლესსა მხევალსა შენსა მშვიდობით დახსნად მუცელქმნულობისაგან; მომმადლე წყალობაჲ ესე, რათა ჩჳლმან ესე, რომელი აწ წიაღთა ჩემთა იმყოფების, მოსრულმან გულისხმისყოფასა, სახარულევანითა კრთომითა მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს ღუთაებრივსა მაცხოვარსა ჩუენსა უფალსა, რომელმან ჩუენ ცოდვილთა სიყუარულისა გამო არა მოიძაგა თჳთ ჩვილად ყოფაჲ. გამოუთქმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძეჲ და უფალი შენი, დაატკბე ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა. ცხოვრებამან სოფლისამან შენით შობილმან, მხსნელმან ჩემმან მიხსნას მე სიკუდილისაგან, რომლითა მრავალნი დედანი მოისრებიან ჟამსა შობისასა და მიითვალოს ნაყ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ცოლ-ქმრისა უშვილობისა გამო

ისმინე ჩუენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რათა ვედრებისაებრ ჩუენისა მოგუეცეს ჩუენ მადლი შენი. მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩუენთა, მოიხსენე ჰსჯული შენი გამრავლებისათვის კაცთა ნათესავისა და იყავნ სახიერ-მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქმნეს სიტყუაი იგი, რომელი ბრძანე შენ. შენ ძლევამოსილითა ძალითა შენითა არარაისაგან ყოველივე ჰქმენ და მიეც დასაბამ ყოველსა ყოფიერსა _ კაცნიცა ჰქმენ ხატად თვისად და დიდითა საიდუმლოებითა წმიდა ჰყვენ კავშირი ცოლ-ქმრობისა, ნიშნად ქრისტესა და ეკლესიისა საიდუმლო ერთობისასა. მოჰხედენ, მოწყალეო მონათა ამათ შენთა (სახელები) ცოლ-ქმრობის კავშირით შეერთებულთა და შენისა შემწეობისა მიმართ შევრდომილთა, რათა გარდამოევლინოს წყალობაი შენი მათ ზედა. ნაყოფიერ ჰყვენ იგინი, რათა იხილონ ძენი ძეთა თვისთანი მესამესა და მეოთხესა მოდგმადმდეც და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მშობელთა ლოცვითი სულთქმანი შვილთა თვისთათვის
(დედის ლოცვა)

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობი ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა მოციქულ სვიმონ კანანელისადმი
ბედნიერისა ქორწინებისათვის

წმიდაო დიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო ქრისტესო სვიმონ, რომელი ღირს-იქმენ მიღებად სახლსა შინა შენსა კანას გალილეასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და თუალითა შენითა მხილველ-იქმენ ყოვლადდიდებულისა სასწაულისა ქრისტესსა, ქორწილსა შინა შენსა აღსრულებულსა, წყლისა ღვინოდ გარდაქცევისა! გვედრით შენ სარწმუნოებითა და სიყვარულითა: ევედრე ქრისტესა უფალსა, რათა სულნი ჩუენნი ცოდვისმოყვარული გარდააქციოს ღვთისმოყვარულად; დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ ლოცვითა შენითა განსაცდელთაგან საეშმაკოთა და დაცემათაგან ცოდვისათა და გარდამოგვივლინე ჩუენ ზეგარდამო შეწევნაჲ მოწყენილობათა შინა ჩუენთა და უძლურებათა, რათა არა შემიბრკუნეს სვლანი ლოდსა ზედა საცთურისასა, არამედ უცვალებელად ვიარებოდეთ მაცხოვნებელსა გზასა მცნებათა ქრისტესთა, ვიდრეღარა მივიწეოდეთ ნეტართა მათ სავანეთა სამოთხისათა, სადაცა შენ განსვენებულხარ და სიხარულსა ეძლევი. ოჰი, მოციქულო მაცხოვრისაო! ნუ გუარცხვენ ჩუენ, რომელთა სასოებაჲ მტკიცე დაგვიძს შენზედა, არამედ შემწე და მფარველ გუექმენ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, რათა ღმრთისმოსაობასა და ღმრთისსათნომყოფელობასა შინა განვლოთ საწუთროჲ ცხორებაჲ ესე, კეთილსა და ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1048 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის!

ყოვლად წმიდაო სამებაო მამაო ძეო და სულო წმიდაო დიდება შენდა.

ღმერთო ძლიერო და კაცთმოყვარეო, დალოცე და დაიფარე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობა და ერთობა. უფალო, შეგვინდე ყოველნი უსჯულოებანნი ჩვენნი. უპირველესად მოგვიტევენ, უფალო, უნდობლობა და სიძულვილი, ძმათა სისხლისღვრა და შურისძიება, ძვირისხსენება და ბოროტი გულისსიტყვა. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და აღგვიდგინე ურთიერთნდობა და სიყვარული, ურთიერთთავგანწირვა და მიმტევებლობა, ურთიერთპატივისცემა და ლოცვა ერთმანეთის დღეგრძელობისათვის.

განსაცდელი ესე ყოველი მოიწია, უფალო, ჩვენზედა უპირველესად შენგან და შენი წმინდა ეკლესიისაგან განშორებისა გამო. უფალო, დაგვიბრუნე მტკიცე და შეუორგულებელი სარწმუნოება, რათა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მადლობელნი შენნი გადიდებდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 ... 9 10 »
კვირა, 2024-12-22, 9:17 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024