მთავარი » ♥რელიგია♥
ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი, საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის
ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.
სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უ
...
Read More
|
სადღესასწაულო ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი
შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - 8 (21) სექტემბერი ლოცვა 1
ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩუენ ცოდუილთა და მდაბალთა ლოცუათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ხორციელი სიმრთელეჲ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოგვიტევოს ყოველნი ცოდუანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩუენ.
ჵ, დედუფალო ჩუენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩუენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩუენთათჳს, არამედ განგვიპყარ ხელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩუენ ზედა. გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩუენე ყოველსა საქმესა შინა; ყოვლისა საწყისისაგან ცოდუილსა და ბოროტისა ზრახუისაგან განგუარიდე ჩუენ, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა 2
ღმრთისა მშობელო დედუფალო, უფროჲსად დიდ
...
Read More
|
ღირსი ნილოს სორელი ლოცვანი ღმრთისა დედისადმი შვიდეულისა დღეთანი ორშაბათსა
შეგინებულთაგან ბაგეთა მიითვალე ვედრებაჲ, ჰოჲ შეუგინებელო, წმიდაო და ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისა დედაო, და ნუ მოიძაგებ სიტყუათა ჩემთა, ჰოჲ სიხარულო ჩემო, არამედ მოიხილე ჩემზედა და შემიწყალე მე, დედაო შემოქმედისა ჩემისაო. დღეთა ცხორებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ მე, რამეთუ უწყი, დედუფალო, ვითარმედ შენზედა დამიძს ყოველი სასოებაჲ ჩემი. მითვე ჟამსა სულისა ჩემისა განსლვისასა წარმომიდეგ მე, შემწეო ჩემო, სიხარულო და სიტკბოებაო ჩემო: ნუ დამიტევებ მე მას ჟამსა შინა, სასოებაო ჩემო, და ნუ მარცხუენ მე. ვუწყი, ქალწულო, ვითარმედ მრავლისა ცოდვისა თანამდებ ვარ მე, საბრალობელი, და ვთრთი, მზრახველი ჟამისა მისთვის; მაშინ წარმომიდეგ, სიხარულო ჩემო, და ღირს-მყავ წყალობისა შენისა, შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო; მიხსენ მე, დედუფალო, სასტიკთაგან ეშმაკთა და საშინელისა და მრისხანისა გამოცდისაგან ჰაერისმცუელთასა, და გაბოროტებისაგან მათისა განმარინე. და ყოველი მწუხარება და ურვაჲ სიხარულად გარდასცუალე მოხედვითა შენითა და ღირს-მყავ უვნებელად განვლად შორის მთავრობათა და ხელმწიფებათა წყუდიადისათა, და მიწევნად თაყუანისსაცემად საყდარსა დიდებისათა მჯდომარისა ქრისტესა და ღმრთისა ჩუენისასა, თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით სულითურთ უკ
...
Read More
|
წმ. მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი დღითი დღე სათქმელი ხუთგზის ლოცვები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამის მიმართ
ერთი ღმერთშემოისლი ბერი, იდგა რა ლოცვად, მოვიდა აღტაცებაში და ესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მიმართავდა ყოვლადწმიდა დედას თვისას და ეუბნებოდა: „მარქვი დედაო, რაოდენი დიდი ტკივილი დაითმინე ჩემს გამო მიწიერ ცხოვრებაში?"
ყოვლადწმიდამ მიუგო:
„ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს გამო ხუთი დიდი ტკივილი დავითმინე დედამიწაზე: პირველი _ მესმა რა სვიმეონ წინა სწარმეტყუელისაგან, რომ მოიკვლებოდი;
მეორე - გეძებდი რა იერუსალიმში და სამი დღე ვერ გიხილე;
მესამე - მესმა რა, რომ შეპყრობილ იქმენ ჰურიათაგან:
მეოთხე - ოდეს ავაზაკთა შორის გიხილე ჯვარცმული,
მეხუთე - გიხილე, რა საფლავად დადებული".
და მიუგო მას უფალმა.
„დედაო ჩემო, ვინც მოიხსენოს შენი ყოველი ტკივილი დღითი დღე ჩემს ლოცვასთან რომელიცა არს „მამაო ჩვენო"... და მთავარანგელოზის ხარებასთან. ერთად, რომელიცა არს: „ღმრთის მშობელო ქალწულო გიხაროდენ"... _ პირველი ტკივილის მოხსენებისათვის მივანიჭებ ცოდვათა თვისთა განცდას და სინანულს მათზედ;
მეორე ტკივილის მოხსენებისათვის შევუნდობ ყველა ცოდვას;
მესამე ტკივილის მოხსენებისათვის დავუბრუნებ სათნოებებს ცოდვით განდრეკილთ; მეოთხე ტკივილის მოხსენებისთვის _ სიკვდილის ჟამს ვაზიარებ საღმრთოსა ხორცსა დ
...
Read More
|
ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ თქმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა
დიდებულო დედუფალო ღვთისმშობელო, სასოებაო ცხოვრებისა ჩემისაო, შეისმინე ვედრებისა ჩემისა და შეიწყალენ სულთქმანი ჩემნი. და შეიწყნარენ გოდებანი ჩემნი და მოწყალე მექმენ. ლმობიერქმნილი ცრემლთა ჩემთათჳს სახიერ იქმენ ჩემ ზედა ვითარცა დედა კაცთმოყუარისა მეუფისა, მოიხილე ჩემ ზედა და მოჰხედენ ვედრებასა ჩემსა, წყურიელი ესე გონებაი ჩემი განაგრილე, და შეჰმრთე საუკუნითგან სათნოთა ისა შენისათა, ქუეყანასა მას მშჳდთასა სოყოფელსა მართალთასა და კრებულსა თანა წმიდათასა, და ღირსმყავ მე სასოო ყოველთაო და სიხარულო, ბრწყინუალეო ნათელო, მათ თანავე სიხარულსა. გევედრები შენ კურთხეულო სიხარულსა მას ჭეშმარიტად გამოუთქმელსა შენგან-შობილისა ღვთისა და მეუფისასა. და სასძლოსა მას მისსა ყოვლადსაწადელსა და საშუებელსა მას მისსა მოუკლებელსა, და გამუძღომელსა და დაუღამებელსა მას ნათელსა და დაულევნელსა სუფევასა. ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, ჰოი, შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და ცხოვრებაო საჭურველო და სიქადულო, სასოებაო და ძალო ჩემო, ღირს მყავ მე მათ თანა შუებად ძისა შენისა მიუთხრობელთა მათ და აურაცხელთა ნიჭთაგან სავანეთა მათ შინა ზეცისათა. რამეთუ უწყი ვითარმედ გაქუს შეწევნა უკეთუ ოდენ ინებო, და შემძლებელ ხარ ყოველსავე ვითარცა დედა მაღლ
...
Read More
|
ლოცუა სავედრებელი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისა მიმართ, თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა მარკოს მონაზონისა
მრავალნი და დიდებულნი ნიჭნი მომეცნეს მე დამბადებელისა და ღმრთისა ჩემისაგან, ხოლო მე უბადრუკი ესე, ყოვლისავე მის მოვიწყე და უმადლო ვიქმენ, ვჰბაძევდ პირ-უტყუთა უგუნურთა და მივემსგავსე მათ, დავგლახაკენ სათნოებათაგან და განვმსდიდრდი ვენბათაგან, და ცოდვითა აღვივსე და სირცხვილითა, და ჴვებულ ვიქმენ კადნიერებისა მისგან საღმრთოსა, დასასჯელ ვიქმენ ღმრთისაგან და მხილებულ ცოდვათაგან, და სირცხვილეულ ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან, პირველ სიკუდილისა მომკვდარ ვარ, და პირველ სასჯელითა-თვით დაჰსჯილ, და პირველ საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან ვიტანჯები გულის-სიტყვათაგან სასო-წარკვეთილებისათა, ამის-თვის შენდა მომართ ხოლო მოვივლტი მსწრაფლ შემწისა ჩემისა, ღმრთის-მშობელო, ყოვლად-წმიდაო, დედაო მაცხოვრისაო, შენ გევედრები თანა-მდები ესე ბევრეულისა მის ტალანტისა, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე მამული იგი სიმდიდრე, და უმეტეს ვჰსცოდე მეძვისა მის და მანასესა, და მდიდრისა მის უწყალოსა, მონა ვიქმენ გულის-თქმათა, შემწყნარებელ გულის-სიტყვათა ბოროტთა, მეტყველ სიტყვათა ხენეშთა და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა. აწ უკუე გევედრები შეიწყალ
...
Read More
|
ლოცვა დღითი-დღე სათქმელი წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ, უკეთუ გსურის ხილვა მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა
შეიწყნარე აწ დიდებულო, დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრება ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან, და უფროსღა ჩემისა უძლურებისამან! მე უკვე შენ მიერ ვიცან გზა ჭეშმარიტებისა, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკვდინეთა, რომლისათვის საქმენი ჩემნი, და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყვითნი, მეცნიერებით და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ, და შენ შუამდგომელად ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა მომიგიე! შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანა-მოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღვთისა ჩემისა! შენ უწყი ზესთა სახიერო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოთგან ფრჩხილთა ჩემთათ და დედობრივთა წიაღთათ შენდა შევვარდი, და შენ შეგევედრე, დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა ვუწყი სხვა შესავედრებელი, ანუ მწე, გინა ხელის-აღმპყრობელი, და ღვთისა მიმართ შუამდგომელი. გარნა შენ დედოფალო ჩემო, ყოველთავე საქმეთა ჩემთა შენ მიგითხრობ, და შენ აღხოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი დედოფალო ჩემო ღვთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხო, და არა მაქუს ადგილი სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი დედისა ქრისტეს ღვთის
...
Read More
|
გმადლობისა ლოცვა თქმული წმიდისა მაკარისი
გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა, მდაბალსა დიდსა და სამარადისოსა ყოველსა ზედა და ყოვლისათვის, რამეთუ დამბადე მე არა რასაგან არა-ყოფილი ესე, და განმაძლიერე მე და შემიწყალე მე, და დამიფარე მე, და დამიცევ მე, და განაგენ დღენი ჩემნი ვიდრე აქამომდე. და განმაძლიერე ცოდვილი ესე და უღირსი, ცხოვრებასა ამას სოფლისასა, და არა მტანჯე მე საქმეთა ჩემთაებრ, რამეთუ ვიყავ მე ბევრისა სიკვდილისა თანამდებ, აურაცხელთა ბრალთა და ბოროტთა შეცოდებათა ჩემთათვის, და უჯეროთა უსჯულოებათათვის, რომელნი აღუასრულენ ცხოვრებასა ჩემსა. ხოლო აწ გევედრები შენ უფალო, და ვესავ კეთილთა სიტკბოებათა და მრავალთა მოწყალებათა შენთა, რომელნი ჰყუენ ნათესავსა ზედა კაცთასა, და აწ რათა ღირს-მყო მე მოქცევად შიშსა შენსა, და დაჯერებასა შენსა, დაცუასა მცნებათა შენთასა, ყოვლითა სიტყვითა სულიერითა, ყოვლითა სიწმინდითა ხორცთათა და სულისათა, და ყოვლითა უბრალოებითა და უბიწოებითა. გევედრები უფალო მრავალ-მოწყალეო, რათა არა ივლიანე უსჯულოისაებრ წარვჰსწყმდე ცოდუათა ჩემთათვის, არამედ მანასესებრ ინებე მოქცევაი ჩემი შიშსა შენსა, ვითარცა მოწყალე ხარ უფალო, და განჰსწმიდე სული ჩემი ყოვლისაგან ურვისა ბოროტისა, და ყოვლისაგან გულის-სიტყვისა მწიკულევანისა და ყოვლისაგან გულის-თქმისა შეგინებული
...
Read More
|
ლოცვა დღითი-დღე სათქმელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა
უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.
მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ!
ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.
თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.
მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.
|
ლოცვა, მუხლმოდრეკით სათქმელი წმიდა სამების მიმართ
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუჱყანასა ზედა ქუჱსკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად მისა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუჱნი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუჱნთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუჱნი ქართუჱლთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუმებულსა დ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|