მთავარი » ♥რელიგია♥
არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით * * *
ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.
როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა:
- ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!
მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:
- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!
ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.
* * *
ერთი ბერი არ გამოირჩეოდა არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირდნენ, როდესაც იხილ
...
Read More
|
ნაყროვანება - სიბილწეთა დედა
წმიდა მამები ნაყროვანებას სიბილწეთა დედას უწოდებენ. მისგან წარმოდგება არაერთი ცოდვა, რომლებიც, თუ არ შეინანა, ჯოჯოხეთის ნაკვერჩხლებად ექცევა ცოდვილს. ქრისტიანთა ცხოვრებიდან ცნობილია მრავალი მაგალითი, თუ როგორ უნდა ვძლიოთ ნაყროვანებას, რომელიც ხშირად გემოთმოყვარებით იწყება. † † †
მამა ტიხონ ათონელს ერთხელ ერთი ერისკაცი ესტუმრა, ნაყროვანებისა და გემოთმოყვარებისგან მეტისმეტად გასუქებული, და შესჩივლა, ხორციელი აღძვრანი და არაწმინდა ფიქრები მოსვნებას არ მაძლევენო. შვილო, თუ დამემორჩილები, ქრისტეს მადლით ანგელოზად გაქცევო, მიუგო მამა ტიხონმა. ერისკაცი დათანხმდა. ღირსმა მამამ ურჩია, განუწყვეტლივ წარმოეთქვა საუფლო ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" - და მთელი დღეები პურსა და წყალზე გაეტარებინა, ზეთიანი საზრდელი მხოლოდ შაბათ-კვირას მიეღო. გარდა ამისა, ყოველ საღამოს 150 მეტანია აღესრულებინა, ეკითხა ღვთისმშობლის კანონი, თითო თავი სახარებიდან და იმ დღის წმინდანთა ცხოვრება.
ექვსი თვის შემდეგ ერისკაცი კვლავ ესტუმრა მამა ტიხონს. მოძღვარმა ვეღარ იცნო - ისე გამხდარიყო, ტაძრის ვიწრო კარში თავისუფლად ეტეოდა. „ახლა როგორ გრძნობ თავს, შვილო?" - ჰკითხა ღირსმა მამამ. „ანგელოზივით, მამაო, არც ხორცი მაწუხებს და არც არაწმინდა ფიქრები", - უპასუხა მან.
...
Read More
|
მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა † † †
ერთხელ მაკარი ალექსანდრიელს ყურძნის მტევანი მიართვეს ძღვნად. წმინდა მამას ძალიან უნდოდა, ხილისთვის გემო გაესინჯა, მაგრამ რაკი თავშეკავების გამოჩენა სურდა, მტევანი ერთ-ერთ ძმას გაუგზავნა. ბერს, რომელმაც ძღვნით უზომოდ გიახარა, ასევე გულით ეწადა ყურძნის შეჭმა, მაგრამ ნდომა დასძლია და მტევანი სხვა ძმას გაუგზავნა. იმ ძმამაც, წინამორბედთა მსგავსად, მტევანი სხვას გაუგზავნა, თუმცა მასაც გულით ეწადა, ხილით დამტკბარიყო. ამგვარად, ყურძნის მტევანმა მთელი საძმო ისე მოიარა, რომ არც ერთ ბერს მისთვის პირი არ დაუკარებია. ბოლოს კი იმ ძმამ, რომელსაც უკანასკნელს ერგო მტევანი, იგი, როგორც ძვირფასი ძღვენი, კვლავ მაკარის მიართვა. წმინდა მამამ მტევანი იცნო, ყოველივე წვრილად გამოიძია და გაოცებულმა განადიდა უფალი, რომელმაც საძმოს ასეთი თავშეკავება და მოთმინება მიმადლა.
დაბრუნებულ ხილს კი ღვთივსულიერმა ბერმა გემო მაინც არ გაუსინჯა. † † †
ერთ მოღვაწე მამას, სახელად ელინს, უდაბნოში მარტოდმარტო მყოფს, თაფლი მოუნდა. მალე ქვის ქვეშ თაფლით თავსე გოლეული იპოვა და თქვა: „განვედ ჩემგან, მოუთოკავო გულისთქმავ, რადგან დაწერილია: სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულის თქუმასა ნუ აღვასრულებთ" (გალ. 5,16) - ფიჭას ხელი არ ახლო და იქაურობას განერიდა.
ერთხელ კი, უდაბნოში სამკვირიანი მარხვის შემდეგ, წმიდა ელინმა მიწაზე მიმოფანტული მრავალფერი ნაყო
...
Read More
|
საპატრიარქოს პრეს-ცენტრის განცხადება 2010-03-28
ბოლო დღეებში რასელისტთა ე.წ. იეღოვას მოწმეთა სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ მოსაწვევებს, რომლითაც მოქალაქეებს 30 მარტს იწვევენ იეღოვის მოწმეთა დღესასწაულზე _ ე.წ. "იესოს სიკვდილის გახსენების" საღამოზე.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სექტის მიერ წარმოებული აგრესიული პროზელიტიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას იწვევს.
საპატრიარქოს პრეს-ცენტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რასელისტთა ორგანიზაცია წარმოადგენს ანტიქრისტიანულ და ანტიჰუმანურ ტოტალიტარულ სექტას. საეკლესიო სამართლის თანახმად მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკრძალება სექტანტებთან ერთობლივი ლოცვა და მათ რიტუალებში თანამონაწილეობა.
|
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII თუ ახლა არა, მაშ როდის?
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა,
ადამიანი უდიდესი საოცრებაა. იგი გვირგვინია ღვთის ქმნილებისა, ხატი და მსგავსებაა ღვთისა. ხატება ღვთისა ადამიანში წარუშლელია, ხოლო მსგავსებას ღვთის წყალობითა და შემწეობით თვითონ უნდა მიაღწიოს. ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს სულიერი ამაღლებისა და სრულყოფილებისათვის, რაც მას ღმერთს დაამსგავსებს. ძალით თავს მოხვევა ცხოვნების სურვილისა არ შეიძლება. მართალია, ცხოვნება წყალობაა ღვთისა, მაგრამ თავად ადამიანიც უნდა იყოს მზად ამ წყალობის მიღებისათვის.
ბევრი რამ თქმულა და დაწერილა ადამიანის შესახებ, მაგრამ იგი მაინც უდიდეს საიდუმლოებად რჩება, რადგან ვერასოდეს ვერავინ ახსნის იმას, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მე მინდა გავიხსენო ის სამი მოკლე წინადადება, რომელშიც ერთ-ერთ ებრაელს კაცობრივი ყოფის მთელი სიბრძნე ჩაუქსოვია. პირველი: მე თუ არ ვარ ჩემი თავისთვის, მაშ ვინ არის ჩემთვის. ადამიანი მართლად, უპირველეს ყოვლისა, თავისი თავისათვის უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ არა მხოლოდ სხეული, არამედ უპირველეს ყოვლისა, სული ვართ. ამიტომ საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ რიგში სულზე ზრუნვას ნიშნავს, რადგანაც იგი უკვდავია, ხოლო სხეული მიწას მიეცემა და მიწადვე იქცევა.
მეორე: თუ მე მ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|