♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥რელიგია♥


წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხე ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფსალმუნთა კითხვის წესი

მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვან ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1284 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მეთერთმეტე
ფსალმუნი ასაფისი, გულის მის-ყოფისათჳს, 77

1. ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა. 2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა. 3. რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ. 4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა. 5. და აღსდგა საწამებელი იაკობსა შორის და ჰსჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა. 6. რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღსდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა. 7. რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. 8. რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმერთისა თანა სული თვისი. 9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. 10. არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი. 11. და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ. 12. წინაშე მამათა მათთა, რომე ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მეათე
ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთაი და პირველ წარტყუენულთა მათ, წარუწერელი ებრაელთა შორის, 70

1. შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე. 2. სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. 3. მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. 4. ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უჰსჯულოისათა და ცრუისათა. 5. რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან. 6. შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის. 7. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. 8. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. 9. ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. 10. რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად. 11. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა. 12. ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. 13. ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კანონი მეცხრე
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობა იერემიასი და ეზეკიელისი ერისა მის მსხემობისა, 64

1. შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს. 2. შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს. 3. სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. 4. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს ტაძარი შენი. 5. საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. 6. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა. 7. რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი. 8. და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი. 9. მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი. 10. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. 11. აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. 12. განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1533 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მერვე
დასასრულსა, ერისათვის განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლის წერა. რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხო თესლთა გეთს შინა, ფსალმუნი 55

მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე. 2. დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მრბძვანან მე მაღლით. 3. დღისი არა მეშინოდეს მე, რამეთუ მე შენ გესავ. 4. ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან? 5. მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით. 6. მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. 7. ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე. 8. ღმერთო, ცხოურებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე. 9. მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ, აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. 10. ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. 11. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან? 12. შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაი. 13. რამეთუ იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინა ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მეშვიდე
დასასრულსა, ძეთა კორესთათვის ფსალმუნი, 46

1. ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა. 2. რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა. 3. დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა. 4. გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა. 5. ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა. 6. უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით. 7. რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. 8. სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა. 9. მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.


ფსალმუნი გალობისა, ძეთა კორესთა, მეორისა შაბათისა, 47

1. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. 2. ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი. 3. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას. 4. რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად. 5. მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს. ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მეექვსე
ფსალმუნი დავითისი, მოსახსენებელად შაბათისა, 37

1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი. 3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა; 4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. 5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; 6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; 7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა. 8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა. 9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა. 10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. 11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს. 12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს. 13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1218 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კანონი მეხუთე
32. ფსალმუნი დავითისი, ზედა-წარუწერელი ებრაელთა შორის

1. იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი. 2. აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას. 3. აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა. 4. რამეთუ წრფელ არს სიტყუაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან. 5. უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქუეყანაი. 6. სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა, ყოველი ძალი მათი. 7. შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა. 8. ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი. 9. რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს. 10. უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი. 11. ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყუანი გულისა მისისანი, თესლითი თესლადმდე. 12. ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად. 13. ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი. 14. განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა. 15. რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ჰყვნის ყოველნი საქმენი მათნი. ... Read More

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მეოთხე
24. ფსალმუნი დავითისი

1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. 2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. 3. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. 4. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. 5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. 6. მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან. 7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო. 8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა. 9. უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი. 10. ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. 11. სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. 12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; 13. სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი. 14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი ა ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1382 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 6 ... 9 10 »
ოთხშაბათი, 2024-12-04, 10:54 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024