♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥რელიგია♥
ლოცვა სეფისკვერის და წმიდა წყლის მიღებისათვის

უფალო ღმერთო ჩემო, ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებელად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა თხოვათა მიმთხვევისათვის

მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა, და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ: კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად მოწყალე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, ქრისტიანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გჳჴსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლშუამდგომელო.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 974 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა სნეულთათვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშბელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა მგზავრობის მნებებელთა

გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცუელი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს რაოდენიცა გენებოს ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელი ჭეშმარიტი და ცხოველი გზა ხარ, რომელმან წმიდისა იოსებ დამწინდველისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა თანა ეგვიპტეს შინა მოგზაურობაჲ ინებე და ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა მავალ ექმენ, აწცა, ყოვლადწმიდაო მეუფეო, მდაბლად გევედრებით შენ: მონათაცა ამათ შენთა, მადლითა შენითა თანამავალ ექმენ, და ვითარცა მონასა შენსა ტობიას, ეგრეთვე ამათცა ანგელოზი მფარველი და წინამძღვარი მოუვლინე, მცუელი და მხსნელი ხილულთა და უხილავთა მტერთა ყოვლისა გარემოდგომილებისაგან, და მცნებათა შენთა აღსრულებისა მასწავლელი, მშვიდობით და ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლოცვები ყოველი საქმის დაწყების წინ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა.

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.


ლოცვა საქმის დამთავრების შემდეგ

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხი-არულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ-მოწყალე.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა სწავლის დაწყების წინ

ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი, ძალთა სულთა ჩუენთასა, რათა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდამოცემულისა ჩუენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ შემოქმედისა ჩუენისა სადიდებლად, მშობელთა ჩუენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.


ლოცვა შემდგომ სწავლისა

გმადლობ, შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩუენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩუენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1360 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა საზრდელის მიღების წინ

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

(და ჯვარი გადასახე საზრდელსა და სასმელს)


ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღე ჩუენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გვაცხოვნენ ჩუენ, ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის,
კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის
კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 955 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 4 5 6 7 8 9 10 »
ორშაბათი, 2024-12-09, 11:36 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024