მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ადამიანის ფენომენში ორი მამოძრავებელი ძალა გამოიყოფა : ტვინი და გული ! ორივე ფენომენი განსხვავებულ დატვირტვას ატარებს ... უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ , მაგრამ ერთმანეთს ებრძვიან........... ტვინი---აზრი ,ფიქრი ,ოცნება ,ანალიზი........ გული---სიყვარული ,სითბო ,შური ,სიკეთე........ ტვინი---მკაცრი და მომთხოვნი.......
...
Read More
|
დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს,
ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება, -
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.
მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული,
ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.
|
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე
...
Read More
|
არვინ არა რის უზომოდ დიადი, არადა ეს თითქმის ჩვევად გაქვთ ყველას. არვინ მოსულა ორჯერ ზედიზედ: და ყველა ითხოვს ოდესღაც შველას ლამაზ ფერებში გინდათ იცხოვროთ, ლამაზ ცხენებით გინდათ იქროლოთ.. და უკანასკნელს სიკვდილის პირას… ნატრობთ ხალხმა მეფურად გიგლოვოთ?
მე უკვე ვხვდები, რომ სამყარო აღსასრულის პირას დგას ხალხს უკვე მეცნიერების შიში აქვს ღმერთის კი არა მითხარით, რომელი მეცნიერის ფოტოზე მირონმა ჩამოიარა? გაიგეთ ხალხნო! გმერთია ჩვენი გადამრჩენელი მეცნიერი კი არა.
რატომ გჯერად რომ სიცოცხლე სიკვდილამდეა და არა სიკვდილის შემდეგ.. რატომ არფიქრობთ რისთვის ვართ მოსულნი ან რაგვინდა ჩვენ აქ დღეს. დროა მივხვდეთ, რომ სიმდიდრე და ლამაზ ფერები სწორედ იმათაქვთ რომელნიც ყველაზე დიდი, გამოცდის წინაშე დგანან და არა ლამაზი ფერების წინაშე..
ნუ გგონიათ რომ ადამიანს ფულის შოვნაში, ღმერთი ეხმარება და მას ღვთის ცყალობა სდევს თან ამაში ეშმაკის ხელი ურევია და სწორედ ის უწკობს ხელს აშოვნინოს რაც შეიძლება მეტი, რომ მეტად გააფუჭოს და ჩაადენინოს ცუდი ამა თუ იმაზე.
როდის უნდა მიხვდეთ, რომ სითბო მარტო მზის სხივებიდან კი არა ადამიანებიდანაც მოდის ხალხნო. თვით გადარჩენის ინსტიქტმა დაგიმონათ ყოველივე და აღარაფერზე ფიქრობთ ოღონდ თქვენ იყოთ უკეთ. არშეიძლება საკუთარ თავზე ამდენი ფიქრი, იმიტომ რომ ის ფიქრებიც მი
...
Read More
|
*** დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა, დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა, მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა, დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა. და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა, და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა
|
*** კმარა, გათავდა აღარ მწამს ფიცი, შენ ჩემს მკლავებში თრთიხარ მორჩილი დიდი ხანია ოცნებით ვიწვი მაგ წაბლისფერი თმით შებოჭილი.
მაბედნიერებს მაგ გულის ფეთქვა დაფეთებული ნუშის თვალები შენი სიცილი. ბავშვური ბოდვა და უთავბოლო "გემუდარები".
აცრემლებული, თმა აბურდული შენს უმწეობას მოთქვამ გოდებით "არ გეცოდები" მეჩურჩულები და მეც ვჩურჩულებ არ მეცოდები.
მე კი ვთამაშობ და არც ვთამაშობ ესეც ჯინია და არც ჯინია გულში კი ვფიქრობ, სულელო ბავშვო რაკი მიყვარხარ "ნუ გეშინია".
|
*** "მე შენ მიყვარხარ!" ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა, ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!" ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"
*** დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა პოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი. თეთრი ზამტარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, შენ დამიხატე უნამქერო და იისპერი. დახატე მიწა და მზის აყვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია. ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი, მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდ ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!!!!!!!!!!!
***
...
Read More
|
სადღაც, უსასრულობისკენ მიფრინავენ წუთები... არა!შენს თავს გეფიცები– აღარ გაგებუტები..
ცვივა თოვლის ფანტელები, კისკისებენ ფიფქები... არასოდეს მიგატოვებ– სულ შენს გვერდით ვიქნები...
ცაზე მთვარე იმზირება, მხიბლავს ღამის სინაზე, ყველა სტრიქონს შენ მოგიძღვნი– ვარსკვლავების ჯინაზე!!!
.......................................................
ყველა აქ არი და მაინც კარი, ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია. ცარიელია ეს ერთი სკამი და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან. ყველა აქ არი, სიმღერას, ხალისს, გარედან წვიმა შოლტივით იქნევს და ნუ დახურავ იმ კარებს მაინც, რა იცი, ვინმე მოვიდეს იქნებ. ყველა აქ არი, ჭიქების წკარუნს გავანდოთ,ვუთხრათ---ვეტრფოდით ვისაც, ეს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს---- ძველ ჭრილობაში ჩარჩენილ ისარს.... ყველა აქ არი და მაინც კარი, ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია, ცარიელია ეს ერთი სკამი და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან....
|
უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით.... სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით.... მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს... ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს... სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა.. ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად... ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა... არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია... სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას... ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია.. იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს... ეპოქა ქალივით სუსტია და ქალის ნერვებზე თამაშობს...
.....................................................................
დედა_ ეს სიტყვა ყველაფერს ნიშნავს,
...
Read More
|
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს, გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის" ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე, არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე, მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს, ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს! ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს, გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს, სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს, ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს..
|
« 1 2 ... 94 95 96 97 98 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|