♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

იცრუო, უფრო ადვილია,
__სიმართლის თქმაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,
__აღსარებაა ძნელი,
შეცდომა დაუშვა, ადვილია,
__გამოსწორებაა ძნელი,
გული მატკინო, ადვილია,
__მოფერებაა ძნელი;
ჩემი მოსმენაც ადვილია,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


განშორებამ სიყვარული მომიმატა,
ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი.
სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა,
არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.

განშორებამ ხასიათიც შემიცვალა,
ვიძირები სიყვარულის ზღვაში,
ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?!
რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები

- დრომ ერთი სევდაც არ მაპატია,

ბორგავენ, როგორც მდინარეები

და შფოთიანი წლები გადიან.

მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ,

ჯერ არაფერი არ მაბადია,

შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ

და ულმობელი წლები გადიან...

შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს

და იშრიალე, როგორც გწადია,

თორემ სულ მალე დადგება ღამე,

შენც დადუმდები... წლები გადიან."


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი,
შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით,
რამეს რომ გაძლევენ--კარგია!
არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი,
სხვისიც არასოდეს გაკლია,
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით,
რომ გეფერებიან კარგია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენ არ მენანები,ის დრო მენანება,
გული რომ დავუთმე და მთელი არსება.
შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება
სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება.
რაა სიყვარული, დროების მონაა,
ზოგჯერ აღტაცება ღვთაების სადარი
და თუ სიყვარული ღვთაების წონაა
ასე ხანმოკლე და მოკვდავი რად არის?
შენ არ მენანები,ის დრო მენანება.
ის დრო ღვთაების და ღმერთების სადარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1293 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მინდა ყოველთვის გფარავდეს ღმერთი და არასოდეს გტანჯავდეს ბედი,

მინდა ყოველთვის შენმა ოცნებამ რეალობაში აიდგას ფეხი.

მინდა გფარავდეს უფლის დიდება და დაგავიწყოს წარსული ცრემლი,

მინდა შენს თვალებს ნამავდეს მუდამ,

ბედნიერების უმანკო ცრემლი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,დღეს უშენობის სახლში მიწევს 
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა...

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა...
გაგიჟებამდე...
მონატრებას კი...ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე..."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა,
სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა,
გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა,
უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა...

მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა!
და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა.
არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის
ტკივილს...
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ
რამეს...
ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე...
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 95 96 97 98 99 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-16, 7:52 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025