მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
არ შემიყვარო! სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება, ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის, მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება. არ შემიყვარო! ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი და არც უფლება იარსებოს ამ ქვეყანაზე, გულ-მართალ გრძნობას ათას-ჭორის ტალახი გასვრის, ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე. არ შემიყვარო! ამდენს მართლაც ვერ გადავიტან, შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი, დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი...
|
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ, მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა, ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია, გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას. გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება, რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი. თვალნი თავს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად, რადგან თვალებში ჩანს ეს სახე გამოკვეთილი, ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ, შენი მშვენება განაწილდა ,როგორც ქონება, და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე: ჩემ თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები, გულს კი საკუთრად დარჩა შენი გულის ნადები.
|
უშენოდ განვლილ ერთ წუთსაც კი არა აქვს ფასი, დრო ნელა გადის ან თუ ჩქარა, არა აქვს აზრი, მე მარტოობას მარადიულს დავარქვი ბავშვი, მეგობარია ახლა ჩემთვის ცრემლი და დარდი! გაფრენილ წუთებს ვერ მიბრუნებს ვერც ქარიშხალი, ვერც მონატრებას ვერ მიბრუნებს ჩვენს ერთად ყოფნას, შენ რომ წახვედი, მიმატოვე, მოვიდა დარდი ეს ის დარდია რასაც ქვია უშენოდ ყოფნა!!
|
არავის არავის,არ ესმის ჩემი დაგტოვებთ დაგრჩებათ ტკივილი ცრემლი ნუღარ დამტანჯავთ გამიშვით ველი ვფიცავარ არავის არავის არ გატკენთ ვფიცავ ცრემლია და მეტი არაფერი არავის არავის არ ესმის ჩემი გამიშვით იქნება ეხლა მაინც ვიყო ბედნიერი!
|
სიყვარულის სადღეგრძელო
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას გაუმარჯოს, უკითხავად რომ გაგიღებს გულის კარებს, ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო, დაგაწყნარებს და სრულ სიმშვიდეს მოგავლენს. მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც რომ მთელი ღამე არ გვაძინებს, ოცნებებში ჩაძინებულს ყოველ დილით, სიხარულით აღსავსეს რომ გაგვაღვიძებს!
|
’’-დღეს შაბათია,ღმერთი მკვდარია, და ყველაფერი დაშვებულია.’’ ფიქრობს მავანი,გულში ნეტარებს, უკუნის თალხი დაშვებულია. გაშალა ფრთები საშინელებამ უკიდეგანო ვნების სიშლეგით, ნებაყოფლობით იფარებიან საკუთარ ხელით შექმნილ დილეგით. მაგრამ როდემდე?!დრონი მეფობენ და ყოველივე გაცამტვერდება, უცილობელად ვინც ღმერთს განუდგა, სამარადისოდ გადაშენდება!
...................................................
ამ ყვავილნარში შენი მშვენება ო რა ლამაზად გამორჩეულა, ალბათ იმიტომ რომ მაგ თვალებში, თვით ცისარტყელა აელვებულა. იავ ამ ბაღში შენი ყვავილნი გაშლილა ათას ლამაზ კონებად, შენ ყვავილების დედოფალი ხარ, ჩემი მუზა და ჩემი ოცნება!
|
ლოცვა და ვედრება საწუთროს ხეთქება, ჩვენ ისევ გადავრჩით და ისევ გრძელდება... განწირულ ხომალდსე ვნებების ხელება, მორევში ტრიალით წარწყმედის თანხლებით, ერთ ჰანგზე ბრუნვა და სულების რიალი. ორკესტრის შეშლილი მაესტროს აღტკინება, -,,მერწმუნეთ ყოველი ბრწყინვალედ იქნება’’. რადგანაც სამყარომ ძინება ინება, ვით ძილისპირული:იქნება,იქნებაა იქნებააა,იქნებაააა...
|
შენზე ფიქრებში ატოტებს ქარი გულში სატანა გიმღერის ნოტებს ხანდახან ხოლმე მეც გამომივლის ეს სიყვარული ასე რომ მომსდევს სული მიჰყვება სამოთხის ლოთებს საფლავის ქვასთან, ხომ მოხვალ ხოლმე შენ მოხვალ შავში ცაცმული კაბით ხელს გადაუსვამ საფლავის ლოდებს...
..............................................................
ისევ დღეა და ისევ ღამეა, ისევ ივსება ქარით აფრები, ისევ სადღაც ხარ, ისევ დაგეძებ, უკანასკნელი მოჰიკანელი. შენი მიზანი არის ნათელი გსურს განმაშორო სულის სიშავეს, რადგან სხვაგვარი არც ვის ვჭირდები, ვახარებ ქვეყნად მხოლოდ სიავეს. თავად იტვირთე ჩემი გამოხსნა, ხარ უსასრულოდ ჩემზე მლოცველი, არ მიგატოვებ ჩემო სიცოცხლე, მარადიული ვარ შენი მცველი. ჩაენაცვლება მთხოვნელს მთხოვნელი ბედნიერების მოიმედეთა და არც არავინ არ არის მათში მზიარებელი ტკივილის ტყეთა. არ დავახანებ შენთან ვიქნები როგორც ოდესღაც დაწერილია. წამის წამობით უნდა აღსროლდეს, ის რაც ზეცისგან გან წერილია.
|
მოდი გადავალ ერთი მოყვრებში გავიგებ უარს ხომ არ არიან, რაღა დროს ჩემი სიძეობაა, მაგრამ ხომ იცი გულს უხარიან. ო,წლებო, წლებო გამყიდველებო, რაღა მაქვს თქვენი მოწონებული, ხელებ გაშლილი მტკვარზე ვაგდივარ, ძველ ქალაქელი ყარაჩოღელი. წყლები წყლებს მიეწევიან, ქვიშა ქვიშადვე დარჩება. შენი მზე მეიმედება, აღარსად არ მეჩქარება.
|
ვის არ აქვს ღამე სიყვარულში ნათენებია
ღამე, რომელიც ვარსკვლავებით მოჩედილია,
ამოდის მთვარ, რომელიც ღამის მნათობელია
მთვარე გაჩუქო შენთვის მაინც ერთი ქოხია.
მივდიხარ , მაგრამ კვალი მაინც მუდამ დამყვება
სადაც წავიდე შენი ლანდი მომელანდება,
და რომ დამტოვო შენს სადღეგრძელოს მე მაინც დავლევ,
რადგან სუფრაშჰი მანდილოსნებზე ღვინო ილევა...
|
« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|