მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო, როგორც საყვარლის ტუჩებს ტუჩები, თუ ჩემს სიყვარულს არ გააბნევენ მუზა და მისი დები ურჩები.
დავწერ მასზე მეტს რაც მიწერია, არც ერთ გამხელას არ დავზარდები და ძალ მიხდილი განთიადისას, მაისის ზღვაში გადავვარდები.
აქ გამაკარით ვით მაცხოვარი, ყველა ცოდვების გამომსყიდველი, სხვა ხსნა რა არის ამ ქვეყანაზე და მეც არა ვარ სხვა გზის მხილველი.
გაკვალულ ბილიკს მივყვები მარტო და ალბად სადმე გადაგეყრები ამ უბეში ფეთქს მარცხენა მხარეს, მზე შენი ხსოვნით განახარები.
.....................................................
არ შეიძლება რომ არ მოვიდეს, ის ვის მოსვლასაც გულით ელიან. არ შეიძლება რომ არ გადმოსკდეს, ზღვა სიყვარული ცად რომ მღერიან. არ შეიძლება იყო ამ ქვეყნად და მარტოობა არა გტკიოდეს, გზააბნეულს და ტყეში დაკარგულს წყაროთა წყარო არა გწყუროდეს. თუ ერთადერთის მავედრებელი გულ გატეხილი არ დაეცემი, მისთვის სათნო და მისთვის კეთილი, ბოლო ს
...
Read More
|
,,კონკია’’+,,ურჩხული’’
და მაინც ნეტა რომელი უფრო მალე ახდება ხომ გეფიქრება?! ურჩხულს ქალწული ეამბორება, თუ ჯერ კონკიას გაეღვიძება?
ო,ეს საბრალო ჩვენი კონკია ჯუჯების მიერ გონ წართმეული, ...თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს, მეშვიდე ჯუჯის წყდება მწუხრები.
ყური დამიგდე ჩემო პატარავ, დროის გამკიდევ ნუ მეურჩები. მე გეუბნები რომ შეიძლება, ერთად აღსრულდეს ტყუპი ზღაპები.
კი! ამბორს სულში ურჩხულისათვის ეპასუხება ცხადში ამბორით. ჭირი იქა და ლხინი აქაო, ,,ჰეფიენდის’’მზეს ვეწევით ორით.
|
ორი ქალაქის ცხოვრებით ვცხოვრობ, დღისით ერთი მნთქავს,ღამით მეორე. სად უშეცდომოდ ვიცი რით სუნთქავს, ყველა გიჟი და უველა მეკობრე.
ტყუპისცალების ხვედრია ასე, უერთმანეთოდ ვერ ბერდებიან და როგურც ყველა შეყვარებული ცალ-ცალკე არსად არ ჩერდებიან.
ორიდან ერთი გასაღებია, ხოლო მეორე გასაღებელი, საიდუმლოთა საიდუმლოა, ამ ორის მიერ შესაღებელი.
|
ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნებისდა ხეივანის მიმართულებით, ამეკოცნები სულ მოუთქმელად და თუ დამინდობ შემომესმები.
ვით მოთარეშე ზღურბლზე მომდგარი უკან არასდროს არ დავბრუნდები. დავწვი ხიდები შენსკენ სავალი, ან დაგიპყრობ, ან აღვესრულები.
შენა ხარ ჩემი შესაღებელი, სხვამ შენი ფასი დღემდე არ იცის და ეფინება დრო მორჭმულ სოფელს, ბოლო მაისის სურნელი მიწის.
სად არ გეძებე... აქ კი გიპოვე, დრო ჟამის ზღურბლზე გველთან მყუოფელი, შენი ნება და შენი სულთქმა ვარ, შენ ხარ მგეშავი შეუცდომელი.
...ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნების და ხეივანის მიოართულებით, ამეკოცნები სულ მოუთქმელად და თუ დამინდობ შემომესმები.
|
სიყვარული მოგალანდებს ფერიებს, დაგაჯენს და ლექსებს დაგაწერინებს, აგიტაცებს მაღალი მთის მწვერვალზე მერე უცებ დაგანარცხებს მიწაზე. სიყვარული აზვირთებულ ზღვას გავს, მე კი ვგევარ პატარა ნავს ზღვაზე, აქეთ–იქით მიმახეთქებს ტალღა დამამსხვრევს და გადამყლაპავს მალე!
|
ძალიან ახლოს ნუ მიხვალ მზესთან, თორემ უეცრად შემოადნები. შემზე ძვირფასი ვინ გააჩნია, მაგრამ მზეა და ნუ შემოწვდები.
დღეებს დღეები გააცხადებენ, და აპრილს კაბა შემოასკდება. მოჭექებული ფერთა ყიჭინით, მაისის ვარდის კვირტი გასკდება.
მოიხატება ნიკალას თითით მთელი ზეცა და მთელი ხმელეთი. უფრო ძალიან უნდა ჩავეკრათ, რომ დავივიწუოთ მთელი ბნელეთი.
უსიყვარულოდ ვის ემღერება, ზეცას მე მხოლოდ მისით ავივლი. მეიმედები როგორც არავინ, მაშინ,შენ სახლთან როცა ჩავივლი.
|
ამაოებას განშორებული არ დავიღლები მე მზის ფერებით, როგორც სანთელი მისთვის მლოცველი წერით თუ ხატვით უცხო ფერებით.
ცისფერ თვალების მზერას მივყვები და უშენობას ვითვიმ წამებით, თუ სიხარული არ მიწერია დაე აღვსრულდე მე ამ წამებით.
დასაბამიდან დასასრულამდის, დასავალიდან ასავალამდე, მარადიული სული მდევარი არ მიგატოვებს ვიცი ზეცამდე.
გინდა სენ სახელს მოვფენ სამყაროს? საფიცარიდან კიდით-კიდემდე და არ დავცხრები მანამდე სანამ, ხმას არ მივაწვდენ მე მზიდან მზემდე.
კრავი ძლევს ურჩხულს! დაწერილია და უცილობელად ასე იქნება. მგელი და კრავი ერთად მოძოვენ, რადგან უფალმა ასე ინება.
|
გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა, ის ვინც უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. დაუკითხავად მიმოფანტა ჩემი სიმშვიდე და გარდასული მომანატრა აწმყო- მყოფადში.
მოჩვენებაა,ალი არის, აზრი არა აქვს ვით ქარის დევნა-მოხელთებას ტრიალ მინდორში... ფრთიანი სიტყვა შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ, ვით ვერცხლის ტყვია შეუცდომი ჩუბინის ხელში.
სიშლეგის ზღვაში თავზე ხელი მაქვს აღებული და ამას ვითხოვ თუ ყინულის გულს ვერ ვაურვებ, რომ ჩემს სიკვდილში დამნაშავედ სცნოთ ქალი ელვა, ჩემს ცხოვრებაში ავბედითად გამოჩენილი.
|
მე თუ მოვედი მოვალ მახვილით დაგინგრევ სახლკარ მოგიკლავ მაგ ქმარს წაგიყვან ჩემთან დაგადგავ გვირგვინს (მხოლოდ უბრალოს მე არ მიყვარს ოქრო და ვერცხლი) ვიცხოვრებთ ერთად თუ შემიყვარებ მე მზე არ მინდა! და თუ იტირებ ამ ჩემს ფეხებს მაინც ჩემი იქნები!
|
ბაღში ვიჯექი სუსხიან საღამოს, სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა, ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა, ჩემს გულს კი გამთბობი არავინ არ ჰყავდა. ვიჯექი მარტოკა, ვუცქერდი ბეღურებს, მაგონდებოდა მე ჩემი ტრფობა, უეცრად ღრუბლებმა პირი შეიკრეს მოულოდნელად დაიწყო თოვა. შევსცქერდი ბეღურებს და გულში ვნატრობდი ნეტავი იყოს აქ ჩემი სატრფო, ჩაფიქრებულმა მიმოვიხედე მაგრამ მე ისევ ვიჯექი მარტო. ისევ ვიჯექი მარტოკა სკამზე, სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა, ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა, მე კი ამ ქვეყნად არავინ არ მყავდა!
|
« 1 2 ... 39 40 41 42 43 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|