მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მე დავიბადე გვირილების კორიანტელში და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა - დაუსრულებელ ნეტარების წმინდა ღამეში ბებერი თუთა სიყვარულზე, რომ მიამბობდა. ორქიდეების სინაზეთი განებივრებულს, ყოველი დილა სასწაულად მეჩვენებოდა და მიხაროდა თბილი სხივით გამოღვიძებულს ფაქიზი გრძნობაც ყვავილივით, რომ იშლებოდა. ყველა მიყვარდა და მჯეროდა ყველა ნათელის - გაძარცვულ ბაღში მწუხარებით თვლემს შემოდგომა, მე დავიბადე გვირილების კორიანტელში და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა.
|
ზეცას თვალში ჩაუვარდა მზე და ეს დღეები უჩვეულოდ ტირის, მეზობლის ბიჭს დაეკარგა მზერა, გოგოს გაჰყვა ნაწვიმარზე ტივით. ქუჩებს ფეხი აერიათ, მუჭა- მუჭა დააქვთ მომწყვდეული სევდა, თავმოხდილი დგას დუმილის ჭური, ხაპავს გამვლელ-გამომვლელი, ხედავ წლები როგორ გადმოფინა თოკზე ქალმა, მერე შეისწორა თმები, გუშინ სახლთან, ბრმა ჭადარი მოკლეს, დაინახა სხვა თვალებზე მეტი იქნებ... ახლა განწყობაა ცივი, უფრო, ვიდრე ჩემს ჭიქაში ყავა, მე უქოლგოდ სიარული ვიცი, მეამინდეს მუცლიდანვე დამყვა.
|
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, იღვიძებს დილა რძისფერი კაბით. წელმოწყვეტილი იები მტკივა, შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი. წუხელის წვიმამ დატბორა გზები, და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები, და გაზაფხული გიფეთქავს ტანში. იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
|
შენ ახლა შორი ხარ... შორი და უჩემო... აქ... ჩემთან... ოთახში კვლავ ჩუმად დადიან... არ მინდა, რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო, ასე ვარ, როდესაც ტკივილი ნაღდია. დღეს ისევ მარტო ვარ, გთხოვ, ხელი მომკიდე, ვგრძნობ, შენი სითბოა, რომ მოდის შორიდან... და თუ ვერ შეძელი, რომ თვითონ მოხვიდე, მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან.
|
დამასახლე შენს ხელისგულზე.. სიყვარულის და სიცოცხლის პარალელში დავიდებ ბინას. ხელები სწრაფად დაიბანე, არა მაქვს ქოლგა... გავილუმპები. დამასახლე შენს ხელისგულზე, დავასუფთავებ, დავაწკრიალებ, ვუპატრონებ . და თუ შევძელი შენს ბედის ხაზებს გადავუტან კალაპოტებს ჩემებისაკენ. ცერა თითიდან ნეკა თითზე გავაბამ ჰამაკს, და გაღვიძებულს თან ამყვება შენი სურნელი,,, დამასახლე შენს ხელისგულზე. და თუ წამძლია ცნობისწადილმა, თუ ავუყევი შენს გონის ხაზს ზე.. შემოეხიდე ჩემს ნაბიჯებს.. გაღიმებულ ჭიამაიას - შემაშველე ცერა თითი, არ ჩამოვვარდე.
|
მღერის აისი გაღვიძებული სიყვარულისთვის ფრთა მოხატული, ზეკარს შეუღებს მაისის სული ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.
არ დაახანებს რა წამს მოუხმობს გადმოიქროლებს როგორც ისარი, მისი ტკივილით ნაავადარი უტყვი,ეული,გულ ნაისარი.
გადაიხსნება როდესაც მასში თმებში ჩააწნავს ცათა ხავერდებს, აავსებს ხსნით და შემოავედრებს სასო წარკვეთილ მყინვარ მწვერვალებს.
და დაირწევა დრო უდროობის ჯერ არ წნული და ჯერ არ ნამღერი, დაფარავს ულევ მარადისობას ჭეშმარიტების წმინდა ნამქერი.
....................................................
კახეთში ვიყავ, ვენახი ვნახე, კვიტრი აქვს უკვე გამოტანილი, საგაზაფხულო სურნელით არის აფეთქებული მთელი აპრილი.
ლერწიდან ლერწზე ვეგებებოდი დიად სიცოცხლის გამოღვიძებას და სიყვარულის ჩემი ცრემლები ერთვოდა ვაზთა ცრემლიან გზნება
...
Read More
|
ზაფხულში მიყვარს , მე ზღვაში ჩასვლა
ხოლო ზამთარში ქალებში წასვლა,
შემოდგომაზე ქუჩაში გასვლა
და მეძავებთან ლექსების ხარჯვა.
მე მივდიოდი ქუჩაში მარტო
როცა მეძავემ ჩაიცვა პალტო,
უცებ დაქუხა მოვიდა წვიმა
მეძავეს დაეწყო ტუჩების ყინვა.
მასთან მივედი მოვხვიე ხელი,
ხალხმა მიყურა, დამარქვა ბრძენი
ამ სევდიანი ამბავის შემდეგ
მიყვარს ქალები უზომოდ დღემდე.
|
აპრილის ბრენდი წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე, ჩვენს ისტორიას.ამბავს დაკარგულ სიყვარულისა. როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან მოზიარენი დაუსაბამო სინანულისა. იქნებ დავყრუვდე და ამ შვებას შეფარებული გადავიკარგო, ვიქცე კაცად მე ამ წვიმისა და აღარავინ და აღარასდროს და არაფერი, აღარ იქნება მზარებელი ჩემი ხილვისა. წვეთებს გავყვები მათ იციან ჩემი ამბავი და მეც მათსავით დავიღვრები დასავიწყებლად, თურმე ტკივილიც შეიძლება იყოს ტყუილი მე დავიჯერებ ამ სიშლეგეს შენს სახარებლად. წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე, ჩვენს ისტორიას .ამბავს დაკარგულ სიყვარულისა. როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან მოზიარენი დაკარგული სიყვარულისა.
|
მომენატრები როცა ძალიან უსაშველობით ნაავადარი, ქარის წისქვილებს ავუხირდები შენზე ფიქრებით განაწამები. წამოვიშლები როგორც სამუმი სივრცის და დროის გადამფარველი, ქარებს ვეცემი ქარად ქცეული და დაიმითვლიან სიკვდილს წამები.
ქვაზე ქვა აღარ შემოიდება ურწმუნოების დასაფიცარი, აღიგვება და წარიხოცება უგუნურება ფესვებ მოჭრილი. აღარაფერი აღარ დარჩება როცა სიშლეგე გადაიხსნება, გადიკარგება უმისამართოდ... აღარც მღერა და აღარც ტირილი.
მომიგონებენ შენი თვალები, მე მათ სარკეში განაბზარები, სულის სიმების თლილი თითები და თმებ გაშლილი მზეთა სხივები. ცამდე ავღმართე მე მოთმინება ზედ ამოვტვიფრე შენი სახელი, და აღარ დარჩა არც რა წერტილი, სადაც არ მდევდნენ შენი ხილვები.
მოგეგებები გაცხადებისას უდიადესი ღამის მთეველი, მინდა სამყაროს გავაგებინო... ვეწამო შენი წარმოჩინებით. ამოგიკითხავ შენით მწყურვალი ყველა ცრემლსი და ყველა ღიმილში, ჯვარი გვწერია რადგან წარსულში, ჩვენ მომავალშიც ერთად ვიქნებით.
|
გიყურებ და დნება გული
მშვენებისგან ჩრდილავს სული,
გიყურებ და მრჩება თვალი
ლამაზია შენი ტანი.
გიყურებ და მიდის წამი,
წარსულია, ჩვენი კვალი
გიყურებ მიდის დარდი
მიდის წვიმა, მიდის ქარი.
გიყურებ მოდის ნავი
გავატანოთ ჩვენი ავი.
გიყურებ და ღრუბელია
ისევ წვიმა, ისევ ქარი.
...........................................
არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით, ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები. იტყვიან თითები,თვალები,ბგერები, თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი. და ჩვენ ერთმანეთში როცა დავირწევით, მეცხრე კარიბჭემდე როცა ავიჭრებით, ჩვენი მზეებით და ჩვენი იმედებით, ერთი სიცოცხლით და ერთი დაბეჭდებით, სამყარო გახდება მეუფის საუფლო, ცოცხალ სიყვარულის ვარდი სამაისო. ო, ასე მოხდება ვიცი ყველაფერი, რასაც დრომდე ბურავს ღამე საფარისო. ხომ არ დამივიწყ
...
Read More
|
« 1 2 ... 38 39 40 41 42 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|