♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ნუთუ მართლა დამივიწყე და

ის სიყვარულიც გადაგავიწყდა

ისეთი ნაზი როგორც აპრილი

ო ეს ზღაპარი რამ დაგავიწყა?


მე გავუყვები ნაწვიმარ ქუჩებს

შენი თვალები გამახსენდება

მონატრებით და სევდით აღსავსე

იმედს რომ ტოვებს მეხომ ეს მხიბლავს


ყოველთვის როცა ამგზას გავივლი

ვარ უბედური შენ მახსენდები

ამ სიყვარულს კი სევდა დაფარავს

რომელსაც ვერასდროს მოერევი


ხომიცი მე შენ როგორ მიყვარხარ

არ დაივიწყო ჩვენი წარსული,არ დაივიწყო

რადგან ეს იყო დრო სილამაზის და სასწაულის..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,ალქიმიკოსი’’
ხოდა,მეც ქარად გადავიქცევი,
როგორც ეული ალქიმიკოსი,
რომ შევუერთდე სანყაროს სუნთქვას,
შენში საქროლად ქვეყნად მოსული.
მე ჩემი განძი უნდა გავთხარო,
შენს ფეხთ საყრელად ამ უდაბნოში,
ვერ შემაჩერებს ვერავინ ქვეყნად,
სამყაროს ენით ვარ ჩამოსული.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დრო და დრო სიკვდილს ვეკონებით,
ვიდრე ქაჯეთის კარს მოვდგებოდი,
ასე თავნება რო არა მყავდე,
მაგ ცხრა კლიტულში არ მოხვდებოდი.
შენ შეუვალი ნება მამისა,
უცოდველ სისხლით გამაპოხინე,
და მე დამაგდე მარებელ შლეგად,
რისთვის ან რატომ გამაგებინე?!
თუმც შენ რას გერჩი,ჩემი ბრალია,
შენი თავი ხომ მე მაბარია,
შენ გეკითხები,თორემ მავანი,
ფიქრობს - კრეფს სადაც არ უბარია.
ქარი უდაბნოს უცვლის კონტურებს, მაგრამ ზღვა დუმილს ვერაფერს აკლებს,
მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ენით,
ლაზარეს ენით,მყის განაახლებს.
დრონი მეფობენ და ჭეშმარიტის
შენ გულის ძგერას რწმენით შეაღებ,
შენთვის გვემულის შეუვალ ნებას,
როგორც მედეა კარებს გააღებ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ნაცნობ რიცხვების კომბინაციას
ავკრეფ და შენს ხმას დაველოდები,
ისევ გასული იქნები ჩემთვის
და მეც ისევე განვმეორდები.
როგორც აქამდე ჟამიდან ჟამში
მარადიული შენი მდევარი,
ვარ განწირული დასაბამიდან
როგორც სიზიფე,ბედის მწევარი.
გახსოვს ოდესღაც ერთად ვიყავით..
იმ ხსოვნის მეტი რა მაბადია.
უკიდეგანო გაუცხოვების,
ბოლო პიკი და ბოლო სტადია.
ეს უშენობა გადამიყოლებს
ვხედავ დაგკარგე სამარადისოდ
და ამ უდაბნოს შევუერთდები
უცილობელად ამ სამაისოდ.
ნაცნობ რიცხვების კომბინაციას
ავკრეფ და ისევ დაგელოდები,
ისევ გასული იქნები ჩემთვის
და მედც ისევე განვმეორდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1020 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჟამიდან ჟამში სიკვდილს ვერთვოდი,
თუმცა სიკვდილი ვერას მაკლებდა,
შენი ყინწვისის მე ანგელოზი,
შენს შესახვედრად გზას მინათებდა.
ვერა და ვერა, ვერ მოგარჯულე,
თუმცა თან გზდევდი კარზე კარიდან
და აი უკვე ათას მეერთედ,
მე განცხადებას ვიწყებ თავიდან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი ნათია მართლა მიყვარხარ...
მე უნებურად აღმოვაჩინე,
რომ შენზე თუ არ ვიფიქრებ მუდამ,
უგზო უკვალოდ დამეკარგები.
ვხედავ შემშლიან შავად ელვარე
შენი უძირო გიშრიას თვალები,
ჩავიძირები მე მათ უფსკრულში
და ნეტარებით დავიფარები.
ავივსები და გადმოვიღვრები
და შენთან ერთად ზეცას ავწვდები,
ვით თაიგული მინდა გაჩუქო
ეს მზე,ერს მთვარე,ეს ვარსკვლავები...
არა,არაფერს მე შენ არა გთხოვ
და თუ რამ მინდა შენ უკეთ უწყი,
არ მიგატოვებ მე შენ არასდროს
ეს არის ჩემი სიტყვა და ფიცი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1213 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ქარებს ქარები მოევლებიან
მე კი ისევ შენ შემოგევლები,
გავიფანტები მთელს სამყაროში
და მხოლოდ შენში შევიკრიბები.
ჩემი ხილვების ნავსაყუდელო
შენით ვსულდგმულობ ამ ქვეყანაზე,
მარადისობის ათვლის წერტილო
არ დამაობლო გზა შესაყარზე.
2=1-ს, როგორც ისარი
სამარადისოდ აერთებს 2 გულს
ეს მომავალის არის გზავნილი,
რაც არ ეთმობა მაცილს და ორგულს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ტალღა ტალღაზე წამოვიდა გადაფარვების,
9 ბალიანი შტორმი არის მოსალოდნელი,
არა ნამდვილად არა სძინავს ამ სოფლის მთავარს
და მის ემისარს ვისშიცაა შუამდგომელი.
და ლეგიონიც სულ გაყიდულ კანიბალების,
სულ მოუთქმელად ელის ნიშანს
ხელის აქნევით,
მხოლოდ რჩეული თუ გააღწევს ათასში ერთი,
უფლისმიერი სიყვარულით და გამარჯვებით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზღვარზე.
კვდება იმედი ჩემი შემყურე
და არც არასდროს არ გაცოცხლდება,
მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით
ჩემი გარდასვლა რომ ახლოვდება.
ო,რომ იცოდე როგორ ვერ მიტანს
მე შენს მაძებარს შენი დაქალი,
თუმც ერთგულია იგი იმგვარად,
როგორც ამ ქვეყნად არც ვინ მართალი.
მე ჯერ ლომი მყავს დასაკოდავი
ჩემი გულიდან გზად მოტყინარი,
და მერე ვეფხსაც ზედ მივაყოლებ
თუ არ იქნება პირ მომცინარი.
ვიცი გამიგებ ჩემო სიცოცხლე ,
შენს მეტი ქვეყნად ვინ მაბადია,
ბედნიერებას ვერ მოიპოვებ
იგი ოდითგან თვით ნაბადია.
და თუ ამ ქვეყნად რამ შემიძლია
გადამიხსნია მისთვის თაღები,
ოღონდ ვიხილო პირ მომცინარი
ეგ ცრემლიანი შენი თვალები.
მე ვემზადები შენს შესაყრელად
და ამ შაბათ დღეს მე არ ავცდები,
ეს იმედია გზას რომ მინათებს
დღე,შენთან ერთად როცა აღვსდგები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიწაზე ვარ,
ღრუბელს შემრჩა მზერა,
ღმერთმა იცის,
სინათლეა სად უფრო,
კარი გახსენ,
გაზაფხულო, მე ვარ...
გამიცვალე
ყვავილების საუფლო...

ატმის კვირტში
შეიყუჟა სული,
ოცნებას კი
ცისფერ კაბას ჩავაცმევ,
გაზაფხულო,
ამისრულებ სურვილს?
ხელუკუღმა
გადავაგდებ სავარცხელს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 35 36 37 38 39 ... 254 255 »
შაბათი, 2025-01-11, 3:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025