მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
გახსოვს, ადრე, ბავშვობაში, სულ ციცქნები სულ ვერთობოდით, ვთამაშობდით ვისი სული გსურს?
დრო გავიდა, მაგრამ მაინც უხარია გულს, როცა თამაშ–თამაშ გეტყვი შენი სული მსურს.
თუ ვერ გნახე, დავღონდები, ენატრები გულს, მინდა მთელი ხმით ვიყვირო შენი ნახვა მსურს.
მინდა გვერდით ჩამოგიჯდე, სულ გეფერო სულ, მინდა მიხვდე მე ხომ შენთან საუბარი მსურს.
მინდა იგრძნო ვერ გელევი, ვერ მოგწყვიტე გულს, ჩემო კარგო, მე ხომ შენი სიყვარული მსურს.
|
ქუჩა შეიმოსა ყვითლად და ტირის, ვეღარ სძლებს მარტო,ვერ მალავს ტკივილს... იმ გულის ტკივილს რომელიც არ სდუმს, რომელიც ელის კითხვებზე პასუხს... მეც ამ იმედით შევყურებ ქუჩას და ველი ჩემი ცხოვრების სტუმარს... რომელიც ცხოვრობს სადღაცას სჰორს, სადაც ლამაზია დ მუდამ თოვს....
..................................................<
...
Read More
|
ვინც კი მიყვარდა ყველა დავკარგე... შენ კი ვერ დაგთმობ ჩემო პატარავ, შენ ხარ ის ერთი ვინც მყვარებია, შენ მაგრძნობინე თავი პატარად... ისევ დავწერე შენთვის ლექსები, ისევ დაგიწერ ჩემო ცხოვრებავ, ცამ დაამშვენა თეთრი ღრუბლები, შენ დაამშვენე ჩემი ცხოვრება!
....................................................
მინდა იცოდე, მე უშენოდ წუთსაც ვერ გავძლებ, მინდა იცოდე, მე უშენოდ არ შემიძლია, რომ უშენოდ ამ ცხოვრებას ვეღარ გავუძლებ და უშენოდ ერთი წამიც საუკუნეა... მინდა მოვიდე შენთან და ისევ ჩაგეხუტო, მიდა შენს სახეს ისევ, ნაზად რომ მოვეფერო, და ისიც მინდა მძინარეს ფრთხილად ხელით შეგეხო, ფრთხილად და ნაზად შენს ტუჩებს ტუჩებით რომ შევეხო...
|
მძლეოსანი.
მძლეოსანი ვარ.მე ვარ სტაერი და მარათონიო ჩემი ცხოვრების არის ნაკრები გადარბენათა მოულოდნელი მიმართულების.
დრო ჩართულია,და მეც მივქრივარ მავანთა შორის დროის წამებით, დრო და დრო წამით და ისიც ძილში ვივსები შენი სულის ნათელით.
და თითო ყლუპი მისი შესუნთქვა, მავსებს სალბუნით ყველა იარის. არ შევჩერდები რადგან მიზანი ჩემი მისიის უსასრულ არის.
მე სიყვარული თუ გადამარჩენს ცას რომ შემამთხვევს სწორედ ისეთი, სწორედ ისეთი საოცნებარი რომ გააოცოს მთელი ხმელეთი.
...ხვალ ფინალია,დღე საოცნებო უკანასკნელი ფინიშის კვეთის, გადაიჭრება როცა სარტყელი მაშორებელი ორის და ერთის.
...მიეგებება მავანს მავანი და ის რაც არის შემოგვადნება, ახალი ცა და ახალი მიწა ღვთის სადიდებელად გადაგვეხსნება.
|
რაღაცა გვემართება ვიღაცა გვიყვარდება, ვიღაცა გვპირდება გულს, რაღაცა გვემართება ვიღაცა გვენატრება, ვიღაცას ვაძლევთ ჩვენ სულს, დღეები იწელება ცხოვრება კი ძნელდება, ვიღაცა სადღაც კი სდუმს, რაღაცა გვემართება,ისევ ის გვენატრება, ისევე სიცოცხლე გვძულს, მერე კი ვიღიმივართ,თითქოსდა ვიცინივართ, ალბათ სიყვარულს ვთხოვთ, ქუჩაში გავდივართ,ვითომდა არაფერი, არადა სული კი დუღს..
|
პირველი კოცნა გრძნობით აღვსილი პირველი კოცნა მთვარიან ღამეს გული ღელავდა როცა ბაგეზე ვგრძნობდი შენს ტუჩებს აგზნებულ სახეს. ბურუსში ვიყავ,ვერ ვერკვეოდი, პირველი კოცნა თუ ვის ვაჩუქე პირველი კოცნა ვის ერგო ჩემგან ვინ დაეწაფა ტუჩებს ალისფერს. სწორედ იმ დღიდან შეგძულდი იქნებ იქნებ კიდევაც დამცინი გულში შენ მეფერები მეალერსები და თან მარწმუნებ შენს სიყვარულში. მე ვკიცხავ ჩემს თავს იმ მოქცევისთვის, ცრემლების კვალი უხვად დამატყვე მაგრამ იცოდე რომ შენ ხარ მაინც პირველი კოცნა ვისაც ვაჩუქე
|
შემომეჩვია ზრახვები ავი, მინდა ამაღამ მოვიკლა თავი, დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი, გიჟი ყოფილა ეს საცოდავი, მერე საფლავის გაყინულ ქვაზე, ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას, დამიტირებენ საოცარ ხმაზე, მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას, ყველაზე დიდი სულ ერთი წელი გამიხსენებენ ცალკე სასმისით, შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი, სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით, წარმომადგენენ სასწაულ მთქმელად, ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას და გაირკვევა მოულოდნელად რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას, ვფიცავარ მართლა ვერაფეrს ვხვდები და მაინც ამ ერთ შეკითხვას ვბედავ, "თუ კი მოვკვდები ხომ გეყვარებით? რა დაგიშავეთ ცოცხალმა ნეტავ???"
|
მოდიოდი, მაგრამ უკვე აღარ გერქვა ჩემი, ტანთ გემოსა სამოსელი განშორებისფერი.
აღარ ჩანდა სიხარული შეხვედრისას თვალში, აღარც ერთი არ ვიწოდით სიყვარულის ალში.
იმ გრძნობისგან არაფერი, ალბათ, აღარ დარჩა, სკივრში ცვდება საქორწილო ატლასი და ფარჩა.
ტანთ გემოსა სამოსელი განშორებისფერი, მაინც გული მწყდებოდა რომ აღარ გერქვა ჩემი.
|
შენს სიხარულში გოდებას ვხედავ, თუმცა არ მინდა ეს დავიჯერო. მე შენს წინაშე ამის თქმას ვბედავ და აღარ მინდა, რომ გაგიხსენო.
ალბად სურვილებს გაყვები ქროლვით, ჩემი აზრები ჩემთან დარჩება, თვალს გაგაყოლებ დუმილით, შფოთვით შენი სული კი ვერ გადარჩება.
მე სილამაზის დედოფლად გხედავ, ამის აღწერა არ ძალუძს პოეტს. შენ ედემის ყვავილი ხარ სუსტი და ვერ ხვდები, რომ ეშმაკი მოგწყვეტს.
|
თ ე თ რ ი კ ა ბ ა როცა მოკლე, თეთრი კაბა ანდამატობს, მაშინ ვხდები თავმდაბლური ლაბირინთი, შეგცივდება, ჯერ ადრეა, ანდა მარტია აგაღელვებს, სხივს მოგასხამს, ცეცხლს დაგინთებს, მერე, იქვე მოქანცული, ლაბილური, ყალიონით შეგხვდები და... ოღონდ მარტო შენთვის, მხოლოდ თავმდაბლური ლაბირინთი, ლაკონურად – თეთრი კაბა ანდამატობს..
.....................................................................
მოდი მოდი გაზაფხულო ჩემო, მოდი სიცოცხლედ გადამაქციე, მოდი აპრილის წრფელი სურვილი მაისის ძალუმ ჭექად მიქციე.
გამიტაცე და თქეშად დამცალე, ყვავილ და ყვავილ შემომატარე, მაჩუქე მზე და მაჩუქე მთვარე, გამაოცე და გამანეტარე.
გამანდე შენი ყველა ოცნება, ყველა იმედი,ყველა სიახლე, არ დამიმალო შენი ტყუილის, ყველა სიბრძნე და ყველა სიმართლე.
მოდი წაშალე ყოველი ზღვარი, როგორც ნარჩენი სამხილი ჩვენი, მოდი შევერწყათ მარადისობას და გადავლახოთ ჩემი და შენი.
მო
...
Read More
|
« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|