მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
არსის წუთები მომენატრები არის წუთები თავიც არ მინდა ო, რომ შემეძლოს ახალა ცხოვრება დამაწყებინოს ისევ თავიდან...
გავასწორებდი ყველა შეცდომებს გავასწორებდი აზრით ფრთიანით, ო, რა დიდია ფიქრთა სამყარო და რა პატარა ადამიანი...
|
მე თქვენ მიყვარდით და შეიძლება კვლავ ვგრძნობდე გულზე მტანჯველ მარწუხებს... ნუ შეგაშფოთებთ ეს სიყვარული თქვენ იგი დიდად ნუ შეგაწუხებთ... ო,უიმედოდ მე თქვენ მიყვარდით (უზენაესის ვინ იცის მეტმა...) და შეგიყვაროთ სხვამაც თქვენ ასე ნაზად და წმინდად ინებოს ღმერთმა.
|
არვიცი როდის ადრე თუ გვიან მაგრამ ოდესმე იქნება ვიცი
დაგრჩება გულის კარები ღია როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი...
|
ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში შენ, გაზაფხული და შემოდგომა. ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არ ჩანს საშველი. შენა ხარ ჩემი თავდავიწყება და მზიან გულზე დარდად მოწოლა, ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად. შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად შენი ღვთიური რძისფერი ტანი. მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რახან მპირდები. მე ცარიელი ვარ კალაპოტი და ამომავსე შენი ზვირთებით
|
რას უშვები მაგდენ ფიქრებს დაფარულს? ვერ გავიგე რად აწყალებ მაგ შენს გულს? შემოდგომად რატომ აქცევ გაზაფხულს? მეგობრობით რატო მალავ სიყვარულს? დაანებე ნუ აწვალებ მაგ შენს გულს მეგობრობით შენ ვერ შეცვლი სიყვარულ ვეღარაფრით გამაოცებ ძვირფასო, და ძალიან თავი არ დაიფასო მართალს გეტყვი ჩემზე ფიქრი გიხდება რაც გაწუხებს ამას ყველა მიხვდება ეს სიზმარი დიხანს არ გაგრძელდება სანამ მუზა სხვისთვის ამიმღერდება მოასწარი დაალაგე აზრები თორემ მერეე ვიცი მოგენატრები მოასწარიდაალაგე ფიქრები მოვიწყენ და... მერე ცუდი ვიქნები>
|
შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს ვწუხვარ რომ გხედავ ძლიერ დარდიანს, ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს და აშტერდები ზეცას მთვარიანს. ეს უკუნეთი და ეს წკვარამა- სულს რომ გინათებს რატომ გგონია, ღამე და ცრემლი,ცრემლია და ღამე- დაგყვება ისე ვით აგონია. გამოიდაროს იქნება ერთხელ. დარდი გაგიწრეს,როგორც ნამია, შენ შეიბრალე მისი ვედრება- დედაო ღვთისავ ,მზეო მარიამ!
|
შეხება ხელის შენის, მშველის. მომეცი ხელი დამამშვიდე, მომეცი ხელი...
მე მესმის... შენი სუნთქვა მესმის, მამშვიდებს, გესმის? ისუნთქე ჩემთვის...
თვალები შენი, ნათელი თვალები, დაიბნნენ ქალები, ნუ მემალები...
შენი ხმა მშვიდი, რბილი, თბილი მანიჭებს ღიმილს მითხარი რამე. ჩამოწვა ღამე, ნუ ითვლი წამებს დრო ისეც მიდის.
შეგეხო მინდა, ნუ ითვლი წამებს, მაშინებს წამი. მოგეფერები გათენებამდე და მერე წადი.
მაგრამ მანამდე შემახე ხელი, ისუნთქე ჩემთვის, მამშვიდებს- გესმის?
|
ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც, ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა და აღარ ველი შენს დაბრუნებას.
ფუჭ ოცნებაში დღეებსაც ვხარჯავ, მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით, ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა, იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.
მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ, დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები. მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ და მაინც ასე რად მენატრებიიიიიი????!
|
ქუჩაში შემხვდი სახეში შეგხედე, თვალი მომარიდე თითქოს, გავოცდი ძლიერ და უცებ დავიბენი შენ ვეღარ მიცანი ვითომ, მივხვდი გამქრალიყო შენი სიყვარული და გულში რაღაც ჩამწყდა, ნაბიჯი მოვუჩქარე,ცრემლი შევიმშრალე და მხოლოდ მოგონება დამრჩა.
|
არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია, არც სხვის ნაკვალევზე გამივლია, არც სხვისი სიყვარული მომიპარავს, ჩემიც არასოდეს დამითმია.
ისე მომეპარა გრძნობა გულში, ნაბიჯების ხმაც არ გამიგია, გული ისე ძლიერ ამიძგერდა,
რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..
შენმა ლამაზმა გამოხედვამ გულში ნაკვალევი დამამჩნია, ჩემი ცხოვრების თანამგზავრად გულმა მხოლოდ შენ აგირჩია, შენახარ ის ყველაზე წმინდა, რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია.."
.................................................
მზის სხივების სითბო მაცოცხლებს მე, თორემ უმზეოდ უკვე რახანია აღარ ვიქნებოდი. ამიტომ მიჭირს ღამ-ღამობით... და სწორედ ამიტომ გამოგიგონე შენ, __ჩემი მზე__! შენ ნამდვილ მზეს მირჩევნიხარ! მისგან განსხვავებით შენ არასდროს მტოვებ, ნამდვილი ხარ! ყველაზე ნამდვილი და თბილი მზე! მეც მზე ვარ, ოღონდ მე შენით ვმზეობ..!
...
Read More
|
« 1 2 ... 32 33 34 35 36 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|