♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს,
გავაცამტვერებ შენს თავდაჭერას,
არ გავახარებ შენს მიძინებას,
და არ შეგარჩენ გადავიწყებას.
მე დაგაცხრები როგორც გრიგალი,
გდევნი უწყალოდ,უმისამართოდ,
შურისძიებიის ჩემი მათრახი
შემოერტყმება შავბნელ სამყაროს.
მოვალ უჩუმრად როგორც მპარავი,
შენი დუმილის სანახებიდან,
ვერსად მე შენ ვერ დამემალები,
ვერ დამისხლტები რკინის ხელიდან.
მე გადავუვლი შენს სიამაყეს,
ცამდე შეღერილ თავდავიწყებას,
ვერ შემაჩერებს მე ვერაფერი,
რადგან მოვედი გასამარჯვებლად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს,
ვწუხვარ, რომ გხედავ ძლიერ დარდიანს,
ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს
და აშტერდები ზეცას მთვარიანს.
ეს უკუნეთი და ეს წკვარამი–
სულს რომ გინათებს რატომ გგონია,
ღამე და ცრემლი, ცრემლი და ღამე–
დაგყვება ისე, ვით აგონია.
გამოიდაროს იქნება ერთხელ.
დარდი გაგიქრეს, როგორც ნამია,
შენ შეიბრალე მისი ვედრება–
,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რას უშვრები მაგდენ ფიქრებს დაფარულს?
ვერ გავიგე რად აწვალებ მაგ შენს გულს?
შემოდგომად რატომ აქცევ გაზაფხულს,
მეგობრობით რატომ მალავ სიყვარულს?
დაანებე ნუ აწვალებ მაგ შენს გულს
მეგობრობით შენ ვერ შეცვლი სიყვარულს.
ვეღარაფრით გამაოცებ ძვირფასო,
და ძალიან თავი არ დაიფასო მართალს გეტყვი,
ჩემზე ფიქრი გიხდება
რაც გაწუხებს ამას ყველა მიხვდება.
ეს სიზმარი დიდხანს არ გაგრძელდება
სანამ მუზა სხვისთვის ამიმღერდება
მოასწარი, დაალაგე აზრები
თორემ მერე ვიცი მოგენატრები
მოასწარი დაალაგე ფიქრები მოვიწყენ და ..
მერე ცუდი ვიქნები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა მარტოობა კარებს შემომიღებს...
როცა ატირდება ჩემი სული და
შენც აღარ გამიხსენებ...
როცა სიყვარულიც და სიხარულიც ჩემგან წავა...
როცა შენ დატოვებ მარტო მონატრებას...
როცა ვერავინ გაიგებს,
თუ რა მემართება,
გაგიხსენებ და შენი ლანდი მოვა ჩემთან სიყვარულით,
იმ სიყვარულით,
რომლითაც
მხოლოდ შენი ლანდი მოდის ჩემთან
და ვიტირებ ასე დიდხანს
დიდხანს...ვით პატარა
და არ იქნება არავინ,რომ დამიფაროს...
და არ იქნება არავინ,რომ მანუგეშოს
და შენ...
ვინც ასე ჰგავდი ცემს იმედებს
შორს იქნები და არ გამოხსენებ
მარტო დარჩენილს ისევ ღამე
და მხოლოდ მთვარე დამიფასებს იმ დარდებს
შენ რომ მიმატოვე...
და მხოლოდ მთვარე გაიზიარებს ჩემს უსენობას....
დიდ ტკივილს-შენ რომ დამოტოვე...
ამდენი წუხილი რომ არ დამიფასე...
მე ყოველი შენი ამოსუნთქვა,
ყოველი ნაბიჯი ზეპირად შევისწავლე...
შენი ყველა დარდი,
ყველა ტკივილი გულთან მივიტანე...
რამდენი ლოდინი....
რამდენი ტკენა გადავიტანე...
დარჩა მარტოობა საგზლად,
მთელი ცხოვრება - შენგან სახსოვრად...
მე ვაგორებ ამ ლოდს ბოლომდე
ცხოვრები გზაზე- სენ რომ დამოტოვე...
და გავიტან ასე ნელი გორებით ბოლოში
და ყოველი ამოიკითხავს
ჩემს დიდ სიყვარულს
და უშენობას...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1206 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შორიდან ჩუმი ალერსით,
სარკმლიდან ფრთხილად
ვდარაჯობ.
ალბად ცოტა აქვს მისჯილი
ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.

სხვაობა იცით რაშია!
და განსხვავება რა არის?
პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ
ვეებერთელა ცა არის,

მე კი, რადმენი ხანია,
ვარამს ჩემს გულში ვინახავ.
არც მზე და არც ვარსკვლავები,
წლებია რაც არ მინახავს.

მე და ყაყაჩო ერთნი ვართ,
სიკეთისაკენ მარები.
ორივე ცოდვის შვილი და
ორივე პატიმარები...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთმა სიყვარული შექმნა,
სანთელი მისცა ხელში.
-წადი,იარეო ქვეყნად,
ნათელი შეიტანე ბნელში.
გული გაუთბეო ყველას,
ვინც კი გულდამზრალი ნახო,
იცოდე ადამის მოდგმას არ გაიკარო ახლოს!
-რატომ?-შეცბა სიყვარული.
-მაგასაც კითხვა უნდა?
შეყვარებული კაცი,
ღმერთზე დიდიაო მუდამ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქვეყნის ცოდვით მწუხარე
როცა ტირის ბუნება,
თუ ცრემლი სდის მდუღარე
ვეღარ უძლებს ცდუნება;
თუ ვერ დახსნა სევდა გულს
ნურვინ დაემდურება!
ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურს,
განა უბედურება!!!

გულთა ელამ ყურება!
სულთა დაძაბუნება!-
ტირის, წვალობს ბუნება
ჩვენ კი არ გვეყურება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,ც"აში მოელვარე ვარსკვლავს გავხარ
,,ი"ას გავხარ მინდორში გაშლილს,
,,რ"ოცა გიხილიავს ჩემი თვალები
,,ა"ლბათ დატკბება შენი მშვენებით.
,,მ"ე შემიყვარდი თავდავიწყებით
,,ი"სე,რომ მუდამ შენთან ვარ ფიქრით,
,,ყ"ოველთვის,როცა მე შენზე ვფიქრობ
,,ვ"ეღარ ვახერხებ საქმის კეთებას
,,ა"ლბათ იმიტომ,რომ ჩემთან არ ხარ და
,,რ"ომ ვერ გეტყვი მე შენ მიყვარხარ,
,,ხ"ანდახან მინდა,რომ გავქრე იმ ქვეყნად,მაგრამ
,, ა" რა,მე მაინც გნახავ და
,,რ"ოცა გნახავ სიცოცხლევ ჩემო გეტყვი რომ:
მე
შენ
ძლიერ
,,მიყვარხარ"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

აზვირთებული ტალღები ნაპირს ეხეთქება,

აზვირთებული გრძნობები გონებას ეხალება,

ნაპირი სავსეა ხომალდის ნამსხვრევებით...

გონება სავსეა გრძნობების ნამსხვრევებით...

ხომალდმა ვერ გაუძლო ზვირთების შემოტევას

და ვერც გრძნობებმა-ცხოვრების შემოტევას...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

არ შეიძლება რომ ყველაფერი ასე გაგრძელდეს,

არ შეიძლება არ დასრულდეს ეს უღმერთობა

და განა რამე დიდი უნდა ამ სუყველაფერს?

შენი,ჩემი და მისი ერთად, ჩვენი ერთობა.

,,უსიყვარულოდ არ არსებობს არც’’ საოცრება

თვით საოცრებაც არ არსებობს უსიყვარულოდ
!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-26, 0:08 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025