მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
როგორ მინდა, მინდა, მი... ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა... გაგონება შენი ხმის, შენი ნაღვლიანი ხმა.
ისევ ძველი, ძველი, ძვე... ისევ თბილი, თბილი, თბი... მკრთალი ოქტომბერის თვე, და სიმღერა,შენ რომ თქვი.
ისევ ზევით, ზევით, ზე... ისევ დიდი, დიდი, დი.... ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე, მკერდიდან რომ სისხლი დის....
მაგრამ თინა, თინა, თინ.... შენ მშორდები... თანდათან... ჩემზე უკეთ აბა ვინ, ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.
თუმცა, კმარა, კმარა, კმა... მე კვლავ მინდა, მინდა, მი.... გავიგონო შენი ხმა და ტკივილი შენი ხმის....
|
ცა ღრუბლებით იბურება... ანდა ღრუბელს მე რას ვერჩი, არც სინათლე, არც სიბნელე... რუხი ფერი შემრჩა ხელში.
სიზმარი
თვალწინ ჩამიქროლეს... რა ხდება? თვალებს ვახელ და ვიცინი, გაბევრდა... გამთელდა... გახელდა საათის ისრების ჭიხვინი; არ დამჭირდებით არცერთი!.. ან ჩემზე სწრაფი ვინ არის? ალბათ თამაშია ასეთი... ხმა მესმის გულის წრიალის; ნუთუ ასეთი ზანტი ვარ? მიბიძგეთ!.. ხელი მომეცით! კუს ნაბიჯებით დავდივარ... წინ გამატარეთ!.. მომეშვით! როდის და რა შემეშალა? ჩემი დრო რატომ გამირბის?- "შენთვის არასდროს მეცალა!.." ექომ მოაღწია მკვდარი ხმის; არა, ეს სიზმარს არა ჰგავს!.. ყველაზე უკან მე მოვრჩი! უფრო ხუმრობას წააგავს ან სულელის და ან ნორჩის; წუთმა საათს გადაასწრო, წამი წუთს უკან იტოვებს, დრომ ერთ ადგილას დამასო, დრო იმედებს არ მიტოვებს... დამტოვეს დღეებმა, თვეებმა... მანძილმა მხრები გაშალა, ხელში ჩამიგდეს წრეებმა... შავმა ყველა ფერი წაშალა; დროის ვეზირებმა გამაგდეს, ბოღმა მიცინის ყელიდან, წნელი გადამაწნეს, დამსაჯეს... ცხოვრება მეცლება ხელიდან; "მოიცათ!.. აქ ვარ!.. მოვდივარ!.." გულმა სულს გადასდო წრიალი "თქვენზე სწრაფმავალი როდი ვარ?!" ჩემივე მესმის ხრიალი; ყელში მომაწვა სისველე... ოფლი არის, თუ ს
...
Read More
|
იგი ჩემსკენ მოდიოდა, მე მისკენ. ვიფიქრე, გვერდს ავუქცევ-მეთქი, და მარჯვნივ წავედი. იფიქრა, გვერდს ავუქცევო, და მარცხნივ წამოვიდა. როცა დავინახე, ერთმანეთს ვეჯახებოდით, მხარი ვიცვალე _ მარცხნივ წავედი.
როცა დაინახა, ერთმანეთს ვეჯახებოდით, მხარი იცვალა _ მარცხნივ წამოვიდა. მერე მე _ ისევ მარჯვნივ! მერე ის _ ისევ მარჯვნივ! აქეთ და იქით! იქით და აქეთ! ბოლოს მაინც შევეჯახეთ ერთმანეთს! ბოდიში-მეთქი, ვუთხარი! ბოდიშიო, მითხრა! მე გამეღიმა! მას გაეცინა! მე გადავიხარხარე! მან გადაიკისკისა! ბარემ გავიცნობ-მეთქი, და სახელი ვუთხარი! სახელი მითხრა! მას მერე თერთმეტი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ჩვენ ისევ ვეჯახებით ერთმანეთს, ოღონდ ახლა საკუთარი ნებით: ჩემი მარჯვენა _ მის მარცხენას, ჩემი მარცხენა მის მარჯვენას. ზოგჯერ ასეც ხდება: ჩემი მარჯვენა _ მის მარჯვენას, მისი მარცხენა _ ჩემს მარცხენას, და როცა ერთმანეთს ბოლომდე შევეჯახებით, გვერდის ავლა შეუძლებელია... ასე გავიდა თერთმეტი წელი.
ახლა კი, თუ არ ვცდები, წინა შაბათს, ყმაწვილს გადაყრია ვიღაცას ქუჩაში. ეს რომ მარჯვნივ წასულა _ გვერდს ავუქცევო, ის ყმაწვილიც მარჯვნივ წასუ
...
Read More
|
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ: გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე, სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის, ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ, აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი, შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები... შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს... სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ... ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ, ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე! მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი, მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს - ვხვდები ცახცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ, ისევ ქარია და ისევ ვუსმენ: გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
|
მწყურველისთვის მიმატანინე წყალი,
მევალისთვის მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე სხვაგან დამარხულუ ძმები,
ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლებi
მათქმევინე: ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ, წამოვალ საცა გინდა.
|
ვერ გამოვდივარ იმ წარსულიდან! სასაცილოა, მაგრამ ახლა ჩემი წარსული ჰგავს აფეთქებულ იასამნის მოტეხილ რტოებს და წვიმას_ ბრძენს და ცაში საწყლად გამოკიდებულს. სასაცილოა, მაგრამ ახლა წვიმაც მაღელვებს, რომელიც, თუმცა ბრძენი არის, მაგრამ საწყალი. ვარ დაფოთლილი აუხსნელი კითხვის ნიშნებით და მდაღავს შენი ძველისძველი ხმის მცხუნვარება და წრეში, სადაც წლების უკან რიალებდნენ ჩვენი ჩრდილები, მეშინია, საწყალ წვიმას არ ჩაეძინოს. სასაცილოა, მაგრამ ვიცი, ჩემი წარსული ნისლში ბოგინობს და ბავშვობას ეხვევა ყელზე და, მეშინია, სიყვარული არ მაპოვნინოს ნისლმა, რომელსაც სახელიც კი ვერ შევურჩიე. _მე აუხსნელი სიყვარული მაპურებს დღესაც, რომელიც ჩემზე დიდია და ჩემზე ნათელი. შემომაბრუნებთ? ვიმარტოვებ სიყვარულისთვის რომ ცხოვრებაში ყოფის მტვერმა არ გამითელოს ამოხეთქილი ენძელების სადა ზმანება (ჩემი ბალღური აღტაცების დიდი ნიშანი), ხვალ, ალბათ, ხმაში მონატრება შემეპარება და გამიზნულად დავარიგებ ფერად ნიჟარებს (რომელთაც ერთხელ გამიმჟღავნეს საიდუმლონი), მე კი, რა მშვიდად მეგონა რომ სურვილს ვტოვებდი... სასაცილოა, შეიყვარო ქალი-პოეტი, სასაცილოა და რისკია უმისამართო. ვიცი, გავგიჟდი, ახლა ძველი
...
Read More
|
... და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი. მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დავიხრჩო. სიყვარულისგან მეტ მოთმენის არა მაქვს ღონე, მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო. მეტი მოზიდეთ კალმახები მაშ არაგვიდან, რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან. ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება, განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად?.. - ნინა, ნინა, ჩემო ნინა გათხოვება, ხომ არ გინდა? - გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა მე რად მინდა? ასე მეარღნე, დაამტვრიე, დასცხე, გეთაყვა, აბა რად გიღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი! რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გაჰყვა, ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ეხლაც ჯამბაზი. - "შაბათი რომ დაღამდება, კვირა გათენდება. თამრიკო მოწამლულა, რაღა მეშველება?” ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო, თავს ვინ იწამლავს? ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო! ის სხვა სიყვარულს უეჭველად გულში იმალავს, რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი, იმას ჰყავს საქმრო... ჩემო მეარღნევ, გენაცვალე, წაიღე სული, საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე! რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული, საქართველოში ხომ ფეტვივით სთესავენ
...
Read More
|
ვინ შემიბრალებს უცხო მიწაზე ბეღურასავით მცივანს და ამტანს, მე გულს ავყევი და ახლა სიტყვებს შენს მშრალ კალთაზე ხმაურით ვფანტავ და თრთის კედლები, რომელშიც ასე მოჩვენებითი სიმშვიდით ვცხოვრობ და მხოლოდ შენი სიცილი მავსებს ამ გადაღლილი საღამოს ბოლოს..
|
შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ რომ ჩავახედო შენს ლამაზ სულში
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს ნისლიდფერ მერდინს გაიღოს უცებ სამოთხის კარი მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი
რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი სად სჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი მთვარე მთვარეზეც ლამაზი მთვარე
ბოლოს და ბოლოს ერთი აქვთ ბოლო ლომსა და თინუსს ნაძვსა და ღოლოს სიყვარულისთვის მხოლოდ ჩვენ კარგო სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ
უხერხულია შენ გერქვას ცოლი შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე აჰა დამბაჩა და სველი თოვლი მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ.
|
მე გამაცილებს შენზე ოცნება მე გამაცილებს ჩადრების რიგი მე ერთს დავეძებ სველი თვალებით მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა მე გამაცილებს ფართო შარა გზა და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა. სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს და ის ძვირფასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს და უფრო ძლიერ ავქვითინდები ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ და ერთგულებას ვერ დამპირდები....
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|