♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე,
ქვეყნად იმდენი წყვილი ფრთაა, რამდენიც სიყვარული.
ცაც იმდენია,
ვარსკვლავიც იმდენი...

სიყვარულს მიწაზე ვინ დაინდობს, -
ან ვინმეს ფეხქვეშ წაებლანდება,
ან შეაკრთობს ნაგვის ზარი.

არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე,
თუ არ იფრინა, რა ქნას სიყვარულმა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული რაგვარია, -
მეხია და თავზარია,
სიხარულის გზებით მოდის,
მწუხარების საგზალი აქვს,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,
მიწისძვრა და ზანზარია.

სიყვარული რაგვარია,
ცეცხლია და ღადარია,
მცირე სიტკბო, ბევრი შხამი
ერთმანეთში გამდნარია,
და სიამის ერთი წამი
დიდ სინანულს აბარია.

სიყვარული რაგვარია,
გიჟი კაცის დავთარია,
ხან თოხანი, ხან ალჩუა,
ვერც გაიგებ რამ არია,
გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა,
სადაური ზღაპარია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --

მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს,
საყვარელო!..

მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს,
საყვარელო!..

მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს,
საყვარელო!..

მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს
ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც
საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი,
საყვარელო!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1194 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულ მენატრები, მაშინაც კი,
როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან -
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან -
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.

სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც გნატრობ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1335 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა,
ისე მინდა მოგეფერო,
როგორც არავის და
არასოდეს.
ღამე
ნაფაზებად გავისერო,
აღარც
გათენების მეშინოდეს...
სუნთქვა -
ნაწნავებად გადაშლილი
მკლავზე
მონატრებად გავიფინო,
ჩურჩულშეპარული მდუმარება
ჩუმად გაგანდო და …
გაგიცინო,
მერე,
გადაღლილი სინანული -
სიტყვაშეუმშრალი ფოთოლცვენა,
აპრილს შევატოვო
ბალახებში -
უკვე
დავიწყებულ მოგონებად.
მერე,
ისევ ისე მოგეფერო,
როგორც, არავინ და
არასოდეს.
დილაც -
შეიშალოს თუნდაც აწი,
ისევ -
მეორე დღის საღამომდე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1542 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს,
აპრილი მეხვევა მხრებზე...
თუ მომკლავთ,
ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
ატმებთან მომკალით მზეზე!
მოვედი ამ ქვეყნად ირმების მეგობრად,
ვიცხოვრე,ვეწამე,ვთესე...
თუ მომკლავთ,
სხვის კარზე ნუ მომკლავთ,გეთაყვა,
მომკალით მამულის მკერდზე!
ღმერთმა დამანათლა საღვთო სიყვარული,
ხმალი მამულისთვის ვლესე!
ნუ მომკლავთ,
უბრალოდ ნუ მომკლავთ,გეთაყვა,
თუ მომკლავთ-დიდგორის ველზე!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა ღამეა
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმაში ვდგავარ...
აბეზარ ფიქრებს ერთმანეთს ვახლი!
გადაიტალღა
თმაგაშლილი ქარების გავამ,
ვდგავარ წვიმაში...
დასველებულს მაინც არ ვგავარ!
სახეს გამიპობს
თუ გავუპობ პირიქით სახეს
აცახცახებულ
ქარს,ღამეს რომ ნაზ კაბას ახევს!
ყოველი თითქოს
გარიჯრაჯის სიწითლეს ელის...
ფიქრი დამიძრწის,
როგორც ტყეში-მშიერი მგელი!
ახლა ღამეა.
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმა მცემს მხარზე...
სევდამ სულში დაიდო სახლი!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


- სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო?
სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო?
დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!...
შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო?
შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო?
- შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო!
- ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო?
- ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!
- ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო?
- საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1509 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 235 236 237 238 239 ... 254 255 »
ორშაბათი, 2024-12-23, 2:39 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024