♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ხვალ ვიქნები?
არ მაქვს ამის გარანტია.
საკუთარი სხეულიც არ მაბადია,
მიწის არის,
სული ზეცის,
მარადია.
სიყვარული უდიდესი ტალანტია.
ბილწმა ღამემ ჩემთან ერთად გაათია,
უკუნია,
ცაზე მთვარეც არ ანთია,
ყოველი დღე,
დარდით სავსე კალათია,
შენზე ფიქრის ოცდაოთხი საათია.
ხვალ ვიქნები?
მინდა მქონდეს გარანტია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება
და ეს დღეები გამახსენდება
როგორც სიზმარი ჩემი ბავშვობის...

ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება
და შენი ნანა გამახსენდება
მხოლოდ ჰანგებით ჩიტის გალობის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე,
შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს,
საიდან მოხვალ ასე თბილი ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე....
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სეყვარულის ცილი დაგწამო,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..







კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კუშტი ღრუბლებით დამძიმდა ზეცა,
ღარიბი მგზავრი-ფიფქი პაწია
ძველ საბძელსა და ნახნავებს შორის
გასხლტომას ფიქრობს, თუ გააღწია

მთელ დღეს ჩიოდა დევნილი ქარი-
როგორ მჩაგრავსო, ნახე მავანი
უგვირგვინოა ზოგჯერ ბუნებაც
როგორც ადამის შთამომავალი....
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაფერი დღეს დასრულდა,
დღეს, ამ ბნელ და ტანჯულ ღამეს
დღეს მითხარი: ''არ მიყვარხარ''
დამტოვე და მიღალატე
და ამ ღამეს შუქს ჩავაქრობ
გრძნობა მიმცემს ფიქრის მორევს.
ფიქრისგან რომ დავიღლები,
მოგონებებს ვუპატრონებ.
მერე ალბათ გავიხსენებ
ყველა იმ წამს, შენთან ნანახს.
მომაწვება მონატრება
წამიღებს და გადამკარგავს.
მერე ალბათ დამაბრუნებს,
ჩემს საწოლში,მშვიდად მძინარს
და სიზმრებშიც შენი სახე
წარმომიდგა ისევ თბილად
გავიღვიძებ,თვალს გავახელ
დავინახავ ცისფერ დილას.
უცებ სიზმარს გავიხსენებ
და თვალებზე ცრემლებს ვიკლავ.
წამოვდგები და შენს სურათს ჩავიხუტებ გულში მაგრად
ის ერთია,რაც მე შენგან სამახსოვროდ დამრჩა მაარად...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ ისიც, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1275 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯადოდ მომთვარული მარტის მღლის თარეში
მარტოობს მარტი და გზადაგზა დამტირის,
როგორც გილგამეში რუხი მგლის ღამეში
შუამდინარეთის ბაღების ნაპირით.

ძველი სახელდებით ბაბილონელი ვარ
სიცოცხლის აღთქმა კი შენს მტევნებს დავუდე,
ამოექართულა ალილოს ბნელითგან
ზღვა-მესაიდუმლე, მზე-სახლი, მთა -ბუდე.

ყველგან, სადაც მივალ, შენი სახე მოჩანს,
ყველგან რომ გეძებდი, ყველგან მოგნახე,
ჭირი დამთავრდა და ლხინიც მალე მორჩა,
ორივე სუფრაზე მყავს მთვარე მოინახე.

მასაც მარტოობით სურს მარტს მიემგვანოს,
თითქოს მარტის გარდა სხვადროს არ კვდებიან,
ძოწის მთვარეში რომ ანგელოზი გვარობს,
ხელფეხშეკრული და თმააჭრილ ფრთებიან,

მარტი მინც სხვაა, დარდით მღლის ხმა თქეშის,
თითქოს სიყვარულის კვდომისას დამტირის,
როგორც გილგამეში რუხი მგლის ღამეში
შუამდინარეთის ბაღების ნაპირით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1304 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.

რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!

გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1001 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მთვარე გაჩნდა და მის ლანდად
თქვენ გამოჩნდით, მთებო.
ეს ცხოვრება დაიბლანდა
რა მაქვს საოცნებო:
შორით მოჩანს ობელისკი
ქარი ჭადარს ღუნავს,
თვითონ წუთისოფელიც კი
დიდი ტანჯვით ბრუნავს.
შენ გამოჩნდი ცით, მარიამ,
უფაქიზეს ვარდად,
ეს ქვეყანა სიზმარია –
ჩანს ყოველი ლანდად.
შორით ვუმზერ ტყეს გაუვალს
არის ნამი დილის,
და ვერაფრით ვერ აუვალ
წუთისოფლის ბილიკს.
განა სხივებს გამოლევენ
მთვარე მოჩანს ახლა
და სიცოცხლის ამ მოვლენებს
კვლავ სიკვდილი ახლავს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 994 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია,
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი.
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილ.
საწუთრო ჩვენი ადრდის ბაღია,
უჩინარ ბედს აქვს ჩაბარებული.
ამ წუთისოფელს ვხვდები თვალღია
და მაინცა ვარ დაბრმავებული.
გონება ჩემი იქნებ გამეხსნას,
ნაღდი სამყაროს აღქმა მწყურია,
იქნებ როგორმე ბედი დამეხსნას
ბედი სხეულის რთული წყლულია,
დილას დავსახავ რაღაცა გეგმებს
და დიდ იმედებს ვიღაც მპირდება,
ამ გულმკერდს ლაღად მზეს შევაგებებ
ის კი შავ ღამით მიმასპინძლდება.
ვერ გავექეცი ამ შავ ღამეებს,
შავი ლანდები ჩემს წინ დადიან,
თუმცა ეს ქარი ამ დარდს ანელებს
მაგრამ ეს ქარი თვითონ დარდია.
დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 236 237 238 239 240 ... 254 255 »
ორშაბათი, 2024-12-23, 2:46 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024