♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

თუ კი ცრემლები არ დაგდენია,
მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის...
თუ კი არავინ მოგნატრებია,
როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის...
თუ ღამეები არ გითევია,
ვერც სეიგრძნობდი დადგომას დილის...
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის...
თუ ეს სიტყვები შენთვის Lექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკვე მოგონება მივეც ანათემას
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას
ისევ ანათებდა ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი.
დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა
- მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები.
ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
- შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წუთი დარჩენილ წამს წურავს, დედოფალს მეფე არ უყვარს...
მე და შენ ვზივართ და ვფიქრობთ... ბევრი რამ წყდება ამ წუთას;
ვიხილები და მოვდივარ, მეფეს პაიკი ვგონივარ,
აზრებს ვკითხულობ დედოფლის, მთლად უგუნური როდი ვარ!
* * *
მაძღარი წყარო რაკრაკებს, ყვება ძველ იგავ-არაკებს:
"სტუმარი არ დამელიოს..." წყაროს მხოლოდ ეს ადარდებს;
ვიღაცა რაღაცას ეძებს, რას ეძებს არას დაეძებს,
ერთი სურს, რომ ვერ იპოვნოს, ძებნა წარსულად არ ექცეს.

"საღამოს სხივი მაკლდება!.."- ბუჩქი ხეს ეკამათება,
თევზი დიდ თევზებს გაურბის, ცხოველი ცხოველს აკვდება;
ვცოცხლობთ და ვსარგებლობთ მიწით, თუმცა მთავარი არ ვიცით,
ოდესღაც გადაყრილ ნაგავს ქუჩის ძაღლებივით ვჩიჩქნით.

მკვდარი შემოაღებს დუქანს, საფლავის ქვა უჩანს უკან,
მოქეიფე თვალს არიდებს - "მიდი!.. მიდი!.. შენ დაუკარ!"
ძე არის, თუ ასულია, შუა ზღვაში გასულია,
თავის ქონმა ამოღერღა - "რაც მთავრდება წარსულია"

ცას მიმართული ხელები, გაურკვეველი ბგერები,
ერთმანეთს მხრებზე ადგანან შავით მოსილი ბერები:
"მზეო ამოდი!.. ამოდი!.. ყოველის სულში გადმოდი!..
მხოლოდ ჯერ ნუ გვათქმევინებ: გამარჯვებულო გამოდი!"

გამჭოლი ფიქრის წუილი, უამრავ აზრთა დუღილი...
იქნებ ვიღაცა თამაშობს?.. ჩვენივე მესმის წუხილი;
ჯერ შუადღეც კი არ არის, ბოლო გამოჩნდა ზღაპარის,
ვიხილავთ იისფერ ღ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მან მიატოვა პატარა გოგონა მერე მოვიდა მითხრა,
შენ მიყვარხარო და შენთან ერთად ბედნიერება მინდა,
მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
ახლა გაიგებს თუ როგორია რომ მიგატოვებს ვიღაც
უცებ შეებრალა პატარა გოგონა, სასწრაფოდ ეძებს ბინას,
იქ კი ეტყვიან, რომ იმ გოგონას ახლა საფლავში სძინავს,
ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები, ვეღარ მიმხვდარა რა ქნას
მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე მუშტით დააყრის მიწას,
-ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია, რომ მიგაბარეს მიწას?
ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული,
გთხოვ არასოდეს არ მიატოვო ქალის სათუთი გული..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ არსად არ ხარ,
მე კი გეძებდი......
შენ ხარ იმედი დაკარგულისა..
შენ რომ აქ იყო მე შენ გეტყოდი
ზღაპარს ლამაზი სიყვარულისას........
გეტყოდი როგორ ყვავდება ნუში,
ყაყაჩოები როგორ წითლდება..........
ქარი რას ამბობს ,
წვიმა რას არ თმობს, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1619 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თეთრად შეღებილ ჩარჩოს ფანჯრისას
გულზე შეუკრავს რკინის საკინძე...
ქუჩაში ვიღაც მიდის და მოდის
და მათთან ერთად ვითვლი ნაბიჯებს.
ქარია დღესაც, ალვის კენწეროს
მოვნატრებივარ, აწყდება სარკმელს...
ეს ძილი მაინც სად დაიკარგა?!
არ ვიდარდებდი ასე და ამდენს!!!
დარდებს... აკრეფილს არა სურვილით
გზა ვერ ვუპოვე ჩემგან წავიდეს...
ჯერ ასე სუსტმა... მე არ ვიცი და
აბა მითხარი შენ რა დაგპირდე?
ოცნებას ფერი ხასხასით აკრავს
ნაწერს შეუკრავს შენთვის საკინძე...
ვიცოცხლებ შენთვის! - შენს თავს ვფიცავარ!
გიყვარდე მხოლოდ! - ჩემს თავს გაფიცებ!





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...

და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?
- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა! . . .არაფერი თქვა




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ წახვალ იცოდე ვიტირებ
ცრემლები დამისველებს წამწამებს.
ნუ წახვალ იცოდე ვიყვირებ
ჩემი ხმა გაგაღვიძებს ამ ღამეს
ნუ წახვალ იცოდე დავიღლები
და მე ჩემს გრძნობებში ავინთები
ნუ წახვალ იცოდე გავიქცევი
და ფრთებით ზეცაში ავფრინდები.
ნუ წახვალ იცოდე გავფრინდები
და ლამაზ ღრუბლებში გავიბნევი.
ნუ წახვალ, ფრენითაც დავიღლები
და ისევ მზის სხივთან გავიქცევი.
ნუ წახვალ იცოდე დავეშვები
და მერე ოცნებებს გავექცევი.
ნუ წახვალ იცოდე ავტირდები
და მერე ტკივილით გავგიჟდები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1248 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სევდის თითები მეფერებიან
და მიუწვდომელს ვწვდები,
რამდენი დილა დამთენებია
არ ვიცი, მაგრამ ვხვდები,
რომ ისევ მთლიან ზღვად დავიქცევით,
უთვალავ წვეთს ვცნობთ... ე რ თ ა დ!
და კიდევ ერთხელ გადავიქცევით
ტკბილ სიზმრებად და ღმერთად...

დილა არასდროს არ გათენდება
ჩვენი ნაცვამი ხორცის და ძვლების,
აღარასოდეს გაგვახსენდება
ერთმანეთისთვის მიძღვნილი წლები;
ისევ მივიღებთ სამყაროს ლ უ წ ა დ...
და ისევ ვიტყვით: ა რ ა ს დ რ ო ს!
ისევ ვიქნებით შვილები, თუმცა...
თუმცა სხვა დედის და სხვა დროს.
* * *
დედები, შვილები, ძმები,
გზები, მდუმარე წლები,
წავალთ და მოვალთ და დაგხვდებიან
სხვები... სულ სხვები;
მამები, შვილები, დები,
ვხვდები, ყველაფერს ვხდები,
წავალთ და მოვალთ, მაგრამ ერთმანეთს
ვეღარასოდეს ვეღარ შევხვდებით.
* * *
მზემ განთიადი ერთად გვაცნობა,
დღეებად გავჩნდით კვირის:
კ ე თ ი ლ ი ი ყ ო ს ჩ ვ ე ნ ი გ ა ც ნ ო ბ ა!!!
სიტყვა დუმს... სული ყვირის;
ვიყავით, ვართ და ვიქნებით
ფიქრები, ხმები, მზერები,
მაგრამ სხვადასხვა კვირებში
გათენებული დღეები...

ერთი გემის ვართ მგზავრები,
ვუახლოვდებით ნაპირს,
კალენდარს არვინ არ ვეკარებით...
რა საჭიროა?.. არ ღირს!
და თუ თვალს ვერ ვწყვეტთ ზღვის წარსულს,
(ტალღის ვიყავით წვეთები)
ღიმილით მივცეთ სინანულს
წლებზე დაღვრილი ცრემლები.
* * *
დედები, შვილები, ძმები,
გზები, მდუმარე წლები,
წავალთ და მოვალთ და და ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 994 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზისფერ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში.
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა , ამაყი ღმერთი და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას,
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა,
მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი გულმკერდზე მეცა, ღვთის ხმამაღალი ,ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა, ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
-- ადამიანო, სასუფეველში ადრე მომხვდარხარ, რომ დარჩე მარად
მე ვხედავ შენი სულის მორევში იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი, განსჯა უმწიკვლო, სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა, რომ ხარ მართალი , გულის სიღრმეSი ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე, ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე, ჩემში გაცოცხლდა მოკვდავის ზიზღი.
--უალო ხალხმა დაგარქვა ღმერთი, მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?
დედამიწაზე რა ვნახე მეტი? სხვა ჯოჯოხეთი არ არის, არა!
შრომას და დაღლას ვუძლებდი დიდხანს, ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი,
თითის დაქნევა და შენი რისხვა, არ მინდა ღმერთო ისედაც მყოფნის...
სიმართლე გინდა? აგერ ვარ შენს წინ, მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გულ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2795 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 238 239 240 241 242 ... 254 255 »
ორშაბათი, 2024-12-23, 10:09 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024