♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება, 
ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
"ის შენთან მოვა"

დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???

შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.

ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო,
ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო.
ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა,
ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.

გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა,
სიზმარი მორჩა,ჩემ გულში ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1206 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს ქვეყნად რომ არის ქალი
ვისაც უყვარხარ ყველაზე მეტად,
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში,
თუ ბედისწერას მიაყრი ფარხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას
ქალი ყოველთვის აგინთებს სანთელს,
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს
ის გაიხსენე, ის ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს,
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაქრება სამხრეთის ქარი
და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა
შენთვის რომ შექმნა ეს ერთი ქალი :)






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება.
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნათქვამი ნათქვამად დამიჩნდა ...
სული გამიიიარა...
ღირსმყოფდი და ღირსმყავი ...
ჩემი სიტყვები მევე მითხარი ...

გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალიო და ...


გაფრინდი ამ გულში ჩამოწვა ბურუსი,
გაფრინდი ამ გულში დაღამდა დაბინდდა,
გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალი,
გაფრინდი ეს გული მთლიანად წამართვი.


რომ მკითხონ სიბერის მიზეზი რა არის,
მე ვიტყვი რომ გულით სულ არსად იარეს,
ჩემი და ოცნების გულები გაიყო,
გაფრინდა ეს გული მთლიანად წაიღო...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2228 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * * *
მიყვარხარ იმიტომ რომ ულამაზესი ხარ,
მჭირდები იმიტომ რომ უსაყვარლესი ხარ,
მაკლიხარ იმიტომ რომ ჩემთან არ ხარ,
მენატრები ყოველთვის მაგრამ სად ხარ?


* * * *
სიყვარული ორგვარია,
და ძმური და მეგობრული,
ერთიც კიდევ ისეთია
დამწვარი და დახრაკული!

* * * *
პირველი ვარსკვლავი,
პირველი მზე,
პირველი ჩემს გულში
იყავი შენ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1575 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კალამს ავიღებ და მონატრებას
ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ
გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს
ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ
მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ
და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ
მე უკვდავებას შენში ვეძებდი
და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ
მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ
შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ
შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ
იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდა ვიცოდე სად ხარ?
რისთვის დამტოვე? სად ხაარ?
ცხოვრება მინდა,მართლა.!
არ ვიცი უშენოდ რა ვქნა,,
რატომ დამტოვე რა ვქნა?
უშენოდ ცხოვრებაც გაქრა,
ვიტანჯები და რა ვქნა?
რა გავაკეთო?მართლა??
რად შემიყვარდი ასე?
რად დამავიწყე ყველა?
შენი დანახვის შემდეგ
სულ არ მახსოვდა რწმენა
მე მჯეროდა იმის
რომ შენ იყავი ჩემი
ცხოვრების ტკბილი წლები წარსულს ბარდება ვხვდები...
ნელ-ნელა ქრები...
მავიწყებ თავს,
მე ხომ პატარა ვარ რა უნდა ვქნა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ თუ იცი რა მოხდება?
თბილად,რომ სთქვა ერთი სიტყვა
გალღვება და მომშორდება
გულს,რომ მადევს ყინულის ქვა
შენ თუ იცი რა მოხდება
მე,რომ ერთხელ გამიღიმო
სიყვარული არ გაქრება
არ გახდება უღიმღიმო
ძარღვში სისხლი აჩქარდება
დაბრუნდება სიყმაწვილე
გულში ცეცხლი აგვენთება
და ჩვენ ისევ დაგვაწყვილებს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 239 240 241 242 243 ... 254 255 »
ორშაბათი, 2024-12-23, 6:25 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024