♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
null

ჯერ ვერ დავიწყნარე თავი ვერაფრით
თავდავიწყებაც მიჰყვა გულს, მესმა,
მეჯლისის კვამლი ნიღბებს მივართვი,
თავიდან ვიწყებ სიყვარულს შენსას,
ანდა სად ვსდიო კვამლსაც სიგარეტის,
პრინცი პროსპერო ნიღბებში ვიცნო,
ახლა რადიოს სიგნალებს ველტვი,
ტვინის ორივე ნახევარსფეროც

სიზმარს მოუცავს და მის მუსიკას
და კიდევ რაღაცას, უფრო აუხსნელს,
ახლო ტალღები შორეთებს იკრავს
და როგორც ზღვებმა ნაპირთ აუხსნეს
მდგომარეობა ჰორიზონტების,
კარი საიდუმლოს ასე ეხსნება -
ისევ ვიცოცხლებთ, როცა მოვკვდებით
და მოვიპნევით ხმებად, ლექსებად,

სულის ახელად, თვალის ახელად,
გამომეღვიძა და გამეცინა
ნახევარს, მთლიანს, ღმერთის ნახელავს
უწინდელი დღე და ღამეც წინა
წინვე შემხვდება, თავი ვიცანი,
ვტაცე შენდობა ძვირფას თვლებიანს,
ახლა შენც რომ არ ათვალო ცანნი
ისინი თვითონვე აითვლებიან

და გავაგრძელებთ მოგზაურობას,
ხშირად პეპელას ვესაუბრები,
ხმა მიღმიერი, ზღვად ხმაურობდა
მე ენა მესმის ზენა უბნების,
ყველგან სუნი მცემს, სუნი თიბათვის
დიდ სიმაღლიდან, სამყაროს კლდესთან,
ჩემი სიჩუმე სიტყვ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,
სხვაც არა მინდა, გარდა მიყვარდე,
გარდა გხედავდე, სადმე ამაღამ
სულის ცხონებად გადამიყვანდე,

გადამაფრენდე, გადამაგდებდე,
როგორც ვარსკვლავი ცას ეჯახება,
გზასაც ვკარგავდე, ანდა ვაგნებდე,
მომწონს სიჩუმე ხმის შეთანხმებად,

აგე, ის კაცი – არაფრის მქმნელი,
აგე, ის კიდევ – გელათს აშენებს,
თანაბრობა მღლის ნათელი-ბნელის,
ძაღლიც მთვარეს ღრენს, მგელთა ნაშინებს,

ჭეშმარიტება – მტკნარი სიცრუე,
მკვდარი ბარტყივით, მტკვარივით მღვრიე,
მაინც ვიფრინე, მაინც მივცურე
ფიქრიც საფენად გადავიხვიე,

გარდა მიყვარდე სხვა საქმე არ მაქვს,
შენც ჩემთან გინდა, მაგრამ ვინ გიშვებს,
შენი სიზმრებით სადმე ამაღამ
აბსოლუტური, დიდი სიგიჟე

შემომიფინე, შემომიხიზნე,
გავყვე საგიჟეთს – გავყვე ქარავანს,
ვერ მოვითმინე თრობა-სიფხიზლე
სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,

სხვაც არა მინდა გარდა მჯეროდეს,
ისევ სიცოცხლით ტკბობის თანახმად,
უწმინდეს მხარეს, იქაც ჯერ, ოდეს
დაე მიყვარდე სიზმრის გადაღმაც.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 
კოცნის მორევში დავიბადე ასე მეგონა,
კოცნის მორევში მე მოვკვდები ასე მგონია,
იცით? -თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ,
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1359 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ის წერილებს და სურათებს წვავდა,
მდინარე ვერეს აღრჩობდა ნისლი.
სიმარტოვის და ცრემლების გარდა,
არავინ იყო გამგები მისი.

წვავდა ყალბ სიტყვებს,ღიმილს და სიცილს,
რომელსაც ერთ დროს ის გულით ენდო,
ეყარა ფერფლი გატეხილ ფიცის
და მისი სულიც ცეცხლივით ენთო.

ელანდებოდა ის ვარდისფერიც
დღეები სავსე იმედით,რწმენით...
ალბობდა ცრემლით და წვავდა მერე
საყვარელ სურათს და ძვირფას წერილს.

აქრობდა ცრემლი ანთებულ ასანთს,
აქრობდა ცრემლი და მაინც წვავდა,
მას,რაც უღირდა სიცოცხლის ფასად,
რაც გაგიჟებით სჯეროდა,სწამდა...

გულამღვრეული ოხრავდა ვერე,
გულგატეხილი ტიროდა ქალი,
ჭაღარა ფოთლებს და ყვითელ ფერებს
მიაცილებდა ნოემბრის ქარი.



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც ვრჩები სულ მარტო ღამით
თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს
რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამით
სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ
თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში
და შუა ზღვაში ჩავუშვებ ღუზას
რაღაც აზრები მომივლის თავში
რომელსაც ქვია ლექსების მუზა
მეკითხებიან ვისზე წერ ლექსებს
ვის მიუძღვენი ლექსების გუდა
მე სიყვარულის დავიცავ წესებს
რომ საიდუმლოს შენახვა უნდა
მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ
გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია
და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ
იფიქრო ის რომ მე ვარ მესია
ეს ყველაფერი თავისით მოდის
თვითონ არ ვიცი ან სად ან როდის
კალამი ხაზებს თვითონ მიჰყვება
და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება
შენ არ გეგონოს ამას ვიგონებ
ვიცი რომ ეს გავს მხოლოდ სტრიქონებს
მაგრამ იცოდე ეს ის ლანდია
რასაც ვფიქრობ და რაც მაბადია
ვერ გეტყვი ამდენს პირადად ვიცი
გამბედაობა არ მყოფნის თითქოს
აქვე მინდა რომ დაგიდო ფიცი
რომ არ მოგაკლებ ალერსს და სითბოს
არ ვიცი ამდენს რა მაწერინებს
თითქოს ვუგზავნი ვინმეს წერილებს
კალამს ატოკებს გრძნობა ფარული
რომელსაც ქვია ბრმა სიყვარული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1555 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არათავმდაბლური ლექსი

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

(ნიკო გომელაური)


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი

საუკუნეა რაც შეგიყვარე




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წითელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 981 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა
და რომ ვეღარ გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ თითებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ
ის აღარ მოვა....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1495 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 240 241 242 243 244 ... 254 255 »
ორშაბათი, 2024-12-23, 5:47 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024