მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
რადგან უთქმელად მჯეროდა შენი, ერთი სიტყვის თქმაც ვერ გაგიბედე, გაუბედავებს გაურბით ბედი ვიცოდი მაგრამ, ვერ გაგიბედე და გული მაინც დიდხანს არხევდა ლამაზ იმედებს, ლამაზ ოცნებებს, ისიც ვიცოდი რომ დაგკარდავდი ვიცოდი მაგრამ ვერ გაგიბედე...
|
შენ ხარ მიზეზი ჩემი არსებობის, სიყვარულო ჩემო და სიცოცხლევ ჩემო, მე კი შენზე ფიქრის და დარდის მონა ვარ, ბატონო ჩემო და უბრალოდ "ჩემო"! შენა ხარ მიზეზი თეთრი ღამეების, დაუნდობელო და უგულოვ ჩემო, მე კი მონა ვარ ცრემლიან დღეების, ოცნებავ ჩემო და უბრალოდ "ჩემო" შენა ხარ მიზეზი ჩემი გულის ცემის მიუწვდომელო და სანატრელო ჩემო, მე კი ვსუნთქავ შენთვის და მხოლოდ შენთვის, უტკბილესო და უბრალოდ "ჩემო". შენა ხარ მიზეზი ჩემი აღსარების, მიუკარებელო და უხილავო ჩემო. მე კი დაგეძებ ნისლიან ფიქრებში, გიხმობ და გეძახი: "სადა ხარ ჩემო?"
|
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება. რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
|
თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს, ვტორტმანებ, უსიტყვოდ მივყვები კალაპოტს, ჩემი რომ არ არის, სხვებმა რომ გათხარეს, არ ვიცი რა მინდა, საითკენ წავიდე, ან რას ვეთაყვანო, ან რა გამახარებს.. და ჩემი ოცნება ირყევა ბურუსში დარღვეულს სივრცეს გავს ელამი ბავშვისას. და ვიცი, ვერასდროს დავიბრუნებ იმ ხანას, რომელიც ღიმილში წავიდა. მარტო ვარ, ბავშვების ხმაური მამშვიდებს.. ვიღაცას ვუყვარვარ.. მე მაინც მარტო ვარ.. მარტო ვარ, მცივა და ცხოვრება მაშინებს.. მე აღარ დავუცდი ოქროსფერ გარიჯრაჯს, გამიგეთ, მე, ერთ დღეს ფიქრები დავკარგე და განსჟის უნარიც ლეთაში დაინთქა.. გამიგეთ, გრძნობები გამებნა და ახლა სიყვარულს დავეძებ, ლაბირინთს გავდივარ.. ყველაზე მრუდე და სასტიკი.. ის არის, ვიცი, რომ განთიადს ვერასდროს ვიხილავ, რადგან ერთადერთი, რაც მე გამახსენეს, გადავიწყებული ტირილის ნიჭია, .. და ჩავალ ჟურღმულში, მე რომ გამოვძერწე და როგორც მოლუსკი, ჩუმად ავტირდები.. წლები გაივლის და წყლები გადაივლის, მე კი უხმაურო სადაფად ვიქცევი..
|
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება. რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
|
"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა დანაცრებული ნასახლარები, ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...
ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების, ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა... და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,
იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით..,
...
Read More
|
გაწვიმდა ისევ ერთ დროს, კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს, ეს წვიმა და ეს ფოთოლი ისევ ისე იჩურჩულებს. ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება, ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება. მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული, მოვა ბიჭი ჩემნაირი, სუმღერა და სალამური. შეაერთებს გულთაცემას შეხვედრა და გარიდნება, მაგრამ მე ის არ ვიქნები და ის გოგოც სხვა იქნება.
|
ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება კვლევა-ძიების გზა და მტვერია,- ბედნიერებას მოიპოვებ და ბედნიერება არაფერია
ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც, თავისუფლებას ჯვარი სწერია,- ყველაფერია მოპოვებამდე, მოიპოვებ და არაფერია! იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით, წლებს ჯირკებივით მატებ კერიას, - მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი, იმ ბედს იქით კი... არაფერია!
იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან, შხამით სავსეა თასი სიცოცხლის დასცლი ამ თასს და... არაფერია!
|
როდესაც დარდი დაგიმარტოვებს, ძნელია თითქოს.. ძნელია როცა გათოშილ ხელებს არავინ გითბობს.. ძნელია როცა მარტო ხეტიალობ მზეში და ქარში... ძნელია როცა აღარ იყურები ოცნებით ცაში როდესაც ძვირფასი ხელების ნაცვლად ქარი გეფერება, ვეღარ იტევს გული ამაო დარდს და დროც გებევრება.. ძნელია ლოდინი, უმზეო ლოდინი ძნელია თითქოს, შენ უნდა ელოდო.. შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს.. წვიმაშინ დარშინ, თოვლში და ქარში.. მე შენზე ვფიქრობ. და ეს ბევრია, ძალიან ბევრი, მაგრამ მე არაფერს ვითხოვ მინდა რომ ვიყო, სულ შენთან ვიყო.. ეს მინდა თითქოს.
მაგრამ წამია, ფიქრია, დარდია და მართმევს სითბოს ოცნებად ქცეული შენს სიახლოვეს მთვარესთან ვითხოვ.. არასდროს მძინავს სულ შენზე ვფიქრობ, მხოლოდ გულს არა, სულსაც კი მითბობ ჩემი ცხოვრება წუთია თითქოს და ყოველ წუთში 60 წამს გითმობ..
შენი საიდუმლოს ყველა ხიდი მინდა, შენ თუ ჩემზე ფიქრობ, მე ის ფიქრიც მინდა ჩვენ რომ გზა გვაშორებს, ის მანძილიც მინდა.. ჩემო სიხარულო, შენთან ყოფნა მინდა. ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები.. მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ მგონი ვგიჟდები.. თუკი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები . . როგორც არასდროს ახლა ისე ძლიერ მჭირდები .. იცი რა მინდა ? მხოლოდ შენი სიყვარული მინდა მაწვიმდეს.. დადგეს წამი და ულამაზეს ღამედ გაწვიმდეს, ის რაც წავიდა აღარაფრით ავნოს აწინდელს, ჩემი მზერიდან შენს მზერაში გადმონაწილდეს ბე
...
Read More
|
თუ სიყვარულმა, სიყვარულით მზე არ გაათბო... თუ გრძნობამ, გრძნბით მთვარე არ დაადნო... თუ სიმშვიდემ, სიმშვიდით მთვარე არ გაართო.. "მაშ! ვიძინოთ ტკბილად და გვეძინოს უსიზმროდ"!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|