♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2901 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზღვისფერი გაქვს თვალები და,თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და ,მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს,შენს სიყვარულს_ქარს,
და მოგიკლავ,მოღალატევ,მაგ ნაფერებ ქმარს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქუჩაში დაუგდია ვიდაცას ყვავილი,

ასვალტის მტვერი,ჭუჭყი დასდებოდა,

ყვავილს დაჰკარგვოდა სიცოცხლის ნიშანწყალი

ყვავილი...სიცოცხლის ნამდვილი ფერია...

ჩუმად ჩავიცუცქე მე მის გვერდით...

ხელი გადავუსვი...ჯერ კიდევ ცოცხალია...

და თითქოს ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა:

,,ბიჭს გოგო უყვარდეს...გოგოს არ უყვარდეს...
ღამეებს ათენებდეს მისთვის დარდიანს...
ყვავილი აჩუქოს...გოგომ არ მიიღოს...
ქუჩაში დააგდოს რა ჩემი ბრალია?!.”


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1323 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არც ქალის სურნელს მივტირი დაკარგულს,
არც კოცნას და ალერსს
აღთქმულს და დაშანთულს.
ოცნებას გაფანტულს
სიცოცხლეს დაღდასმულს,
სიყვარულს მივტირი
დარდების დასასრულს.
ტკივილებს შეჩვეულს,
ფიქრებში ჩამარხულს,
დამალულს,
მოპარულს,
დაწიხლულს....
დაორთქლილ მინასთან
ფიქრი მენატრება,
სევდა წვიმიანი ამინდის,
ცრემლი მენანება,
მარცხი მენანება,
მწუხარე სახიანი რაინდის.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულშI...
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,
შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?
მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა თვითმკვლელობის.
არა მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო ან აკაკი,
მე მირჩევნია, დავიღუპო როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა სიგიჟის.
არა მსურს ვიყო ბედნიერი როგორც გოეთე.
მე მირჩევნია დავიღუპო როგორც როლლინა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა ჭლექისა!
დღეგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა
სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და თვითმკვლელობა.
სალამი შენ ტროტუარის პოეტო!
შენ ეკუთვნი თავისმკვლელების დინასტიას
და შენი გვარი რაინდული არის- ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები
დიდი სიცოცხლე!
უთუოდ ქონდა ბუასილი ფაუსტის ავტორს.
მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს.
მე მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე ნერვალ, მორის როლლინა, ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობისა და ლოთობის
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი,
და ესეც იყო ხარაკირი.
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოდ ეს კარიერა
სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და თვითმკვლელობა.
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შორს სადღაც ,ცის კაბადონზე...
გვირილებს მივყვები და
ოცნების წვეთები მაწვიმს ...
_ღამე სიჩუმეს მილამაზებს ...

ფიქრის ნიღაბს ვიხსნი ...
და ყველას მთავარ როლს ვთავაზობ ,
ვისაც თამაში არ ღლის ...
_ჩემი გრძნობების კარნავალია...

წუთიერს ყველაფერს ვგმობ და
განთიადს თამამი ფერი დაკრავს
...ხვალის
_დღეები ფანტავენ მოგონებებს ...

ხელახლა, წამებში ვიბადები
და მონობა არ მსურს არსების .
სამყარო ფერებით ხატავს ახალ სივრცეს .
_ სიკეთის მწამდა ყოველთვის ... !

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე და მზე დავსხდებით სახლის სახურავზე,
დაგიწყებთ ყურებას შენ.
დაგიქნევთ ხელს,
შეგიცვლით ფერს,
დაგხატავთ ჭრელს
და შენ...შეგვხედავ ერთს...
გაივლი გზას,
ინატრებ ხსვას,
მოწყენილ მზეს ანებებ თავს...
სახლის სახურავზე სიჩუმე ჟღერს,
მე და მზე დავყურებთ ქალაქის მტვერს...
და გულში უფერო სიცოცხლე ძგერს...
სადღაც შორიდან აღელდა ზღვა...
ვიქნებით ერთად მე და მზე...
და იქნებით ერთად
შენ და სხვა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაჩენის დღიდან გეძებდი, მაგრამ
ვერ მოგაკვლიე, ვარსკვლავო ჩემო.
ბევრჯერ აენთო და ბევრჯერ ჩაქრა
შენი სახება სადღაც, ჩემს ზემოთ.

და აი, ისევ ციმციმებ, ელავ,
თითქოს ღამეში ფრთა გაგხლართვია ...
და შენი შუქი, ვით ქოხში კერა,
ჩემს აოხრებულ გულშიც ანთია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.

ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1302 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 234 235 236 237 238 ... 254 255 »
ორშაბათი, 2024-12-23, 7:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024