მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ისევ წახვედი და მიმატოვე ისე დამშორდი არც გამაფრთხილე ისე ვტიროდი არც შეგეცოდე ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე სულ დრო მაჩერებს სულ სხვას მახვედრებს თანდათან ვხვდებიდი დროს ვერ ვაჩერებ გული ბაგუნობს ცრემლი მატულობს ღმერთი თან მირჩევს...
|
როდემდე, ნეტა ვიცოდე, როდემდე უნდა ვღელავდე, როდემდე უნდა ვიწვოდე შენს სიყვარულში ყელამდე.
შველა ისევ შენ გეხვეწე, ლექსებს გიწერდი ჩემეულს, ვერ გთმობ, ვერ გადავეხვეწე შენს მზერას, ღიმილ შერეულს.
ისევ მოლოდინს დავენდე. გული შენ ნახვას არ იშლის. დამაცა შუაღამემდე, ფრთები მოვისხა ქარიშხლის.
აემ გზას შენსკენ მოვყევარ, არყოფნის ზღვართან მისული. თვალად მგლისფერი მოყმე ვარ, სიკვდილთან ძმადშეფიცული.
განა ისე ვთქვი რაიმე, განა ტყუილად ვდიდგულობ? მე კაცი მერქვას, ვაიმე! შენ სხვის მკლავებში გიგულო.
ვაითუ შენაც გამწირო, ოი, რა ღმერთი მიწყრების. ქალავ ამ გულის ნაწილო, მიზეზო თავდავიწყების.
ვიდრე გრიგალი დანისლავს ზეცის მიბნედილ ლაჟვარდებს. მოვალ შავშულაღამისა, დაგკარგავ გარიჟრაჟამდე.
წაგიყვან, ხატად გირწმუნებ. უშენოდ ხრამში ვვარდები. მერე შენც ვერ დამიწუნებ, მერე შენც შეგიყვარდები.
|
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების. მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები. ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი, პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი. ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი, სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი. შენი ოთახის გამოღებულ ფართო ფანჯრებში ჩანს სილუეტი გარს მოცული იდუმალებით, გამოღებული დაგრჩენია გულის კარები, შენი ღიმილის ანარეკლი ჩანს სხვის თვალებში. მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების. ჩვენი შეხვედრა, წამიერი ელვა ცხოვრების და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
|
უსიყვარულოდ გადავირევი, დარდი მაწუხებს შენებრ კარგების, ხან მოვარდები როგორც ირემი, ხან იასავით დამეკარგები...
მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან, დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს, შენი თვალების ეშხი შეშლიდათ, ორბელიანთა ზვიად ასულებს...
ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე, გალაკტიონი დასთმობდა მერის... შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს, ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...
დღეს სიყვარული მართლა რა არის, ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს, მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ, ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!
|
პაწია გულო ვინ გაგიმეტა გულო მოკლულო და ისალბუნო - დაჭრილ ჩიტივით მუჭში მიფეთქავ და სულს გიბერავ, რომ მოგაბრუნო. ასე კვდებიან ალბათ ჩიტები, ასე ჩუმად და ასე უბრალოდ. ვაიმე, მგონი მართლა მიკვდები როგორ გაგათბო, რით გიმკურნალო? სიცივითა ხარ გულო მოკლული და სითბო გიხსნის სულ უნმიშვნელო, გავხდები ისევ ცოლის ორგული - მკერდში ჩაგისვამ... სხვა რა გიშველო. შ ნიშნიანიძე...
|
ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში შენ, გაზაფხული და შემოდგომა. ჯანსაღი ფერით,მდიდარი ტანით მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არ ჩანს საშველი. შენა ხარ ჩემი თავდავიწყება და მზიან გულზე დარდად მოწოლა. ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად. შემოგადნება სხეულზე კაბა როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი და ოცნებებში თრთის ვარდის ქაფად შენი ღვთიური,რძისფერი კანი. მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რახან მპირდები. მე ცარიელი ვარ კალაპოტი და ამომავსე შენი ზვირთებით."
|
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, - საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი: ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული; მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!
|
"პატარა იყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება. რას ვიფიქრებდი,არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი,როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სულყველამ ერთად: თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ. დაშეიცვალა ჩვენი როლები შენა გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... ერთხელაც გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი,მაგ შენს თვალებში რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდადმ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე,კარგო, შენს თვალში მაშინბ დავპატარავდი."
|
გაზაფხულდება,უეჭველად გაზაფხულდება, რა დააოკებს თავნება აპრილს! მოვა,მოიტანს ცისფერ ყვავილებს_ და შენს ფეხებთან დაყრის და დაყრის. ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებას და დასკდებიან ატმის კვირტები, მეც ისე,როგორც ახალდ გაცნობილს, ახალი თვალით დაგაკვირდები. შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას, დახეთქილ კვირტებს და ძუ ავაზას, გკითხავ:მითხარი,აპრილი გათრობს თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა? გაზაფხულდება,უეჭველად გაზაფხულდება, მოვლენ თვეები სურვილისა და გაგიჟების, სადაც შეგხვდები,შემოგახევ მოლურჯო კაბას, თუ შენი ნებით არ გაშიშვლდები....
|
"ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი, ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია, დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი, მომკალით!ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა, შეხვედრა ენას ვერ შეუქია, შეხვედრა განა ასე გველოდა? თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ, ო,გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქთ რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ ვერც ჩუმუ ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით. რისთვის მიყვარხართ?მე არ მაქვს ნება! მაგნაირ გულით და სინაზეთი... არის ამქვეყნად დაგვიანება- მაგრამ ამდენ ხნით?მაგრამ ასეთი? არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით... ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ:მე გთხოვთ,მომკალით!"
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|