მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, შიგნით ტბებია, ჩაღამებული ყურეები მყუდრო დღეებით, ზღვის სიშორეში შუაღამეს უერთდებიან მთვარეში ნავით გადასული მეთევზეები.
თვალუწვდენელი ურჩხულების ვერცხლის პერანგით ბზინავენ ზღვები მთვარის შუქზე. მლაშე სურნელით. იძვრის ნიავი, როგორც მშვიდი ძილის სურვილი, ვიდრე წრეს შეკრავს, შემოხაზავს მზის ბუმერაგი.
მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, სარკმლის, ფარდების მიღმა, როდესაც ვარსკვლავეთის მხარე ინთება, უფსკრულებია აქ ისეთი – შეგეშინდება ციხე-კოშკიდან მონაზვნების გადმოვარდნები.
აქ ტყეებია ამ ტბებში რომ ირეკლებიან, მთიდან ველებით ევლებიან ტყეს ფრინველები, ტყეების შიგნით საიდუმლო ბილიკებია, შემოიხედე – შენც ამ ტყეებს გადაევლები.
ერთი ჩახედვით, ერთი წამით და გაელვებით ვნახოთ ქუჩები, სანაპიროს ქალაქები და ტაძრის ბაღებში გადავძვრებით გალავნებიდან და ბრმა მათხოვარს გზის პოვნაში მივეშველებით.
ცოტა ხნით ღმერთის გვეგონება მისი ხელები, მაგრამ იცოდე ჩემს თვალებში ღმერთი არ არი, აქ მხოლოდ მისი საფლავია, ზეთისხილები ფარავენ და ჩვენც გავანათებთ საფლავს ფარანით.
ტაძრის გუმბათზე ნახავ როგორ თვლემენ მტრედები, მსუქანი მღვდლები შეგხვდებიან ეჭვის თვალებით, წამით ათასგვარ მწიკვლოვნებას დაგაბრალებენ და ტაძრის ზღურბლთან მდგარ ხეი
...
Read More
|
როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს და ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს. როდესაც მცია, ბრმავდება სამყარო და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,, ჩემი ხელები კი იზრდებიან, სცივათ და იზრდებიან, იტოტებიან, როგორც ქუჩები, ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს, მთელ დედამიწას და თოვს.
როდესაც მცივა, მე შევრბივარ პირველივე სასადილოში, სადაც შენ მიცდიდი მუდამ, როცა მე მციოდა, და მუდამ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი, როცა მე მცივა, და მერე ვსვამდით ჩაის, ვთბებოდით, დაორთქლილი მინებიდან მოჩანდა ქუჩა, რომელსაც სციოდა და ტანზე ეყარა ავტო-ბუსუსები. შენ ზოგჯერ გრძნობდი, რომ მე ვიტანჯები, რომ ჩემი ხელები იზრდებიან, იტოტებიან, ედებიან მთელ დედამიწას, რომ თვლა აღარა აქვს ჩემს თვალებს, ჩემს მუხლებს, და მეუბნებოდი: ნუ ღელავ, დაწყნარდი, ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ, თამამად დავდოთ პირობები, ბოდიშები ადვილად ვიხადოთ, რადგან, სულერთია, უხერხული პაუზები თქმისთანავე ააშრობენ თვითეულ სიტყვას, კვალსაც არ დატოვებენ ჩვენი ნათქვამიდან და შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ.
...
Read More
|
მან მიატოვა პატარა გოგონა, მერე მოვიდა მითხრა, შენ მიყვარხარო და შენთან ერთად ბედნიერება მინდა. მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს, ახლა გაიგებს თუ როგორია, რომ მიგატოვებს ვიღაც. უცებ შეებრალა პატარა გოგონა, სასწრაფოდ ეძებს ბინას, იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს. ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები ვეღარ მიმხვდარა რა ქნას, მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე მუშტით დააყრის მიწას. –ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.
|
მოგკლავდი... მაგრამ... არა შენი სიკვდილით, შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში და მერე ყველაზე დახინჯებული გულით თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე... როგორც მოტეხილი მკლავი, თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე. .... იმდენად მარტო ვარ, ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები, არა თუ ადამიანებს და ყველაფერი ხელიდან მივარდება: კალამი და შენი სუნი, იები და შენი გაბუტვა. ვის?! ვის გავარდნია ხელიდან ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური? მე გამივარდა. არა! ალბათ ძალით დავანარცხე მიწას და ნამსხვრევებად ვაქციე შენი ბროლის ტუჩები, რომ არავის შეემჩნია რა ვნებით მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი...მაგრამ... არა სიკვდილით. სიცოცხლით მოგკლავდი, სიცილით მოგკლავდი და მერე შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს სიახლოვის მკვლელი და შენთან ერთად დავშორდებოდი ცაზე შეყვარებულ დედამიწას. .....
-მომკლავდი? -ალბათ....
|
რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს. განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს. ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ. ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს. განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს. სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ. საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს _ ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით უსარგებლოებს _ ხელნაწერებს, რითიც სავსეა ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების. ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს. ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით. ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს. ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.
ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო. რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ, უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ, მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ. და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.
|
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი..
|
სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე და მომაგონდი აღარსად ჩანდი აღარსად იყავ... სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამსგავსე რხევით ღიმილით ხმით და სიცილით მომინდა უცებ შენი სიცივეც სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა ოქტომბრით სავსე და შენით სავსე აღარსად ჩანდი აღარსად იყავი სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...
|
მოვიდა ჩემი აღსასრულის ჟამი, დღეები დღეებად გამიშპა წუთები წამებად გამექცა, გრძნობები ნორჩად დაბერდა, ფიქრები ქვესკნელსში ამღერდა. მე ახლა გელოდები სიკვდილის პირულში აღსარება უნდა ჩაგაბარო, მუხლებზედ დაცემული სიყვარულს გევედრები ალერსით შემომხედე ძლიერ გეხვეწები რაგაც უნდა გთხოვო? ორშაბათს მიყავს ჩემი სული,წმინდა იესოს ბაგრატის ტაძარში, კვირას ჩემი გასვენების დგეეს,ქარი იქროლებს ისე იქროლებს რომ გუმბათებს ააკივლებს, ხატები იტირებენ ,ქალები იწივლებენ , სანთლები ჩამოადნა კუბოს ფიცრებს, გელოდები ამ დღეეს ბაგრატის ტაძართან, კიდევ რაგაც დამჩა სათქმელი გთხოვ მომისმინე. ჩემო სიცოცხლე სულმა ახსარება უნდა ჩაგაბაროს მონათრებისა! გულმა ვულკანივით დაიგრიალოს სიყვარულისა! მე შენზედ ვილოცებ აქედან ყოველთვის, ჩემო ქალღმერთო მატლი ჭამს ჩემს სხეულს კუბო დამილპა, ხორცი აყროლდა, სული მდუმარე შენზედ ათრთოლდა, ეხლა დროარის წახვიდე სახშიდა არავის უამბო თუ რა მჩირდა, გულში ჩაიკალ ეს გრძნობა ეს განცდა ოდესღაც შენც მოხვალ მკვდარი წყლის პირასა!!!
|
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.
ტკივილი ცოტა ხნით დამიამე, შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი, ძარღვებში სისხლივით დამიარე, თავალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი და ნიშნად ხელახლა დაბადების, სიმხნევე მაღირსე წამიერი, არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მყისიერ ერთგულებას, ირწმუნე სათქმელი განდობილი, მაღირსებ ოცნების შესრულებას? ცოტასიც დავრჩები მადლიერი.
ჰოო...მაგრამ მარტოდენ ბოდვებია ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული, სხეულზე ცეცხლივით მომდებია სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი წერილი,კუნძივით მობრიალე, სტრიქონებს ედება ჟრუანტელი: მარტო ვარ,მომხედე,მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური ლიცლიცა ღამეებს,საღამოებს და როგორც ვეება სალამური, ოთახში აკვნესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი და შენკენ გადმოაქვს დაქსაქსული, ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი, აბებად გულისკენ გადასული.
თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით, მეწყება უწყალო განსაცდელი, გამიგე,შენს გარდა
...
Read More
|
უშენოდ ხომ სიცოცხლეს სუნთქვა აკლიაო, შენი ჩასუნთქული ჰაერიც ხომ ჩემთვის ფასიაო, შენს ლოდინში ტრფობის ალი ანთიაო გული სევდის მონატრების წამიაო.
შენს წუხილში ჩემი გრძნობა ნაგვლიანი გული ფეთქავს მონატრებით დარდიანი, სულში მიზის შენი თვალის ნატურა ზედ ფურცელზე მელანივით დასულა.
ვერ გელევა ეს სხეული წყეული, შენთვის საწყის ლექსად გადაქცეული, ქარს კი მოაქვს შენი თმების სურნელი ჩემს სხეულში მონატრებად ქცეული.
ამ გრძნობებში დამალული შენი წმინდა სხეული გულის კედლებს მიკრობილი ნაღვლიანად ქცეული, შენს გულში კი ჩაქსოვილი ჩემი მუზის დღიური თხუთმეტ წუთში დაწერილი სუნთქვა ლექსად ქცეული...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|