მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ცრემლების მორებს მოვაგორებდი მე შენს ლოყაზე, მოვათრევდი ტკივილის ლოდებს. დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ. დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას. ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა ჩადგა ჩვენს შორის. შენ თვალებიდან გადმოკიდე ცრემლის ძაფები მდინარეებად. მე მოვაპობდი სიცარიელეს, თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა. შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს. მე შავი ფერი ვარ და შენს სახეზე ვცეკვავ. მე ახლა სისხლის წვეთი ვარ და შენს კაბაზე ვცხოვრობ. ამ შეშლილ და მილეულ ღამით ფეხაკრეფით მივეპარები შენს დაღლილ და მძინარე თვალებს. მოგპარავ უცოდველ სიზმრებს, ბალიშის ქვეშ რომ მალავ. კართან დაგიტოვებ მარადისობას და ყოველ დილით ოთახში დაგვხვდება ჩემი დაწნული, ნატიფი დილა. მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს. მეყვარები მაისის მსგავსად. ჩემი იქნები? დარჩები? გეყვარები? მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით, გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე.
|
ჩემი წარსულიდან სახსოვარი, დამრჩა ერთადერთი-დაღლილობა. გავხდი უსახლკარო მათხოვარი დრომ და ათასგვარმა თაღლითობამ ისე გამომფიტეს, როგორ გითხრა, (ალბათ გავახარებ მოშურნეებს). ძველი იარები საფლავს მითხრის უკვე აღარც ვცდილობ მოშუშებას. ჰოდა, ჩემი ძველი დოსიედან ყველა ქარტეხილი ამოვშალე. ბედთან ბრძოლა რაღა დროსია და ტყვიაც ხომ პირშია გამოვშალო ლამის. ერქვას ბოლო გაბრძოლება და ან დაღლილობის რაფსოდია. სადაც უაზრობებს გაძალებენ, სადაც ყველაფერი აბსურდია...
|
რახან ეს ზეცა უსასრულოა მაშინ არაფერს არ აქვს საწყისი, სივრცეში ვჩნდებით და დროში ვქრებით, დიდი ტაბლაა დედამიწა, ჩვენ ვართ სანთლები ანთებული ამ მიწის ბეჭზე, უხილავი შემოქმედის ხელით ავენთეთ და სულით ვიწვით, სივრცეში ვჩნდებით. დროში ვბერდებით და ვიღვენთებით, ხედავთ რარიგად ლიცლიცებს ალი ჩვენით ანთია ეს დედამიწა, ეს ყველაფერი არის სიზმარი, დედამიწის ცხადი სიზმარი, რომელიც ჩვენით ცხოველდება და ქრება ისევ. და ღმერთმა იცის კიდევ როდის განმეორდება რაც მოხდა ერთხელ. რარიგად მისდევს ყველაფერი ერთიმეორეს: კვირტი, რომელიც ხეზე ჩნდება, მერე ფოთლდება, როგორ ჰგავს კაცის დაბადებას, ორივე ჭკნება და სადღაც, შორიდან გადაწეწილ დროის ქარს მიაქვს. შენ, შემოქმედო გამარკვიე რისთვის გჭირდებით, სანთლად რომ გვანთებ, ნუთუ ჩვენით მიიკვლევ წყვდიადს...
|
ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი თაფლისფერი თვალებით ისე შემომციცინებ, მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი! გსუნთქავ ალმოდებული, მგონი ვეღარც ვიძინებ.
როცა მგონიხარ აქვე ახლოს, ისე შორსა ხარ?! იქნებ ვერ, იქნებ არ გამხელილ, ან არსაიდან, ვარდის ყველაზე სურნელოვან ყელგადმოსახარ, ეკლების შიშით საბოლოო ცოდვას ჩავიდენ.
ეგ ბაგეები შთაგონების წყაროა თუმცა?! მე არ მრცხვენია, ანგელოზო ნურც შენ შეგრცხვება. არის ისეთი სიმსუბუქეც, ყველას რომ უმძიმს, როგორც ჰაერის მომაკვდავი სუნთქვით ვერ ძღება
ხო ეგ ნაკვთები თუ ჩემია და ეგ გიშერი, გაუკვირდება ნურასოდეს და ნურც ნურავის. თუ გინდა წავალ! მაგრამ ვიცი არ გამიშვებენ, სანამ ბოლო გვერდს ბაგეები არ დახურავენ.
ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი შენი თმების სურნელი არ შორდება ნესტოებს მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი! ანდა ჩემს პანაშვიდზე მიხაკებით მესტუმრე. და სთქვი მოჰკლეს პოეტი ვინც ოდესღაც დამხატა და მე დაგელოდები,დალოდებით უეცარ ამელნებულ ზეცაზე ნარიყალის ბარხატთა მთვარის ბნელ სილუეტთან მთვარის ბნელ სილუეტთან მთვარის ბნელ სილუეტთან შენს დახატვას ვეცადე...
|
წადი, ვიცი, შენც მოგბეზრდა უმიზეზო ჩემი სევდა,
წადი, წაჰყევ, ვისაც ენდო, წადი, მაგრამ უკან აღარ მოიხედო. წადი, მაგრამ თუ სინაზე სხვაგან ჩემი ვერა ნახო, არასოდეს დამიძახო. წადი, წადი, ვიცი უკვე სხვაგან ეძებ შენ სანუკველს, წადი, მაგრამ ესა გწამდეს, წადი, მაგრამ ეს იცოდე, თუ არავინ არა მგავდეს, თუ არავინ არ იწვოდეს ჩემი ცეცხლით, ჩემი ალით, თუ არავინ არა გწვავდეს შთაგონების სიმხურვალით, არასოდეს მომიგონო, არასოდეს, არასოდეს, თუ გინდ გულში ქარი ქროდეს უმძიმესი მოგონების, თუ გინდ ცეცხლი გწვავდეს ვნების არასოდეს მომიგონო, არასოდეს, გესმის, გესმის?
|
და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა, ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?! ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, - რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?! დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე, თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი, თითქმის შემიყვარდა, თიქმის შევუყვარდი, და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად... და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...
ეხლაც, როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი, შენგან დანავიწყი, შენს წერილებს ველი, ეხლაც! ეხლაც-მეთქი, ის შენი დობილი ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს: "ჩემსავითო, გწამდეს, ვერვინ გიერთგულებს!" აი, გადაიძრო თავიდან თავშალი, აი, გადიყარა კოხტად თმა ნაშალი და ცრემლები თეთრი, და ცრემლები წმინდა ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...
ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ, იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ - საალერსოდ მიწვევს შენსა ლექსთამწყობელს და წაგართმევვს ჩემს თავს, და წაგართმევს მკობელს! დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე, თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი! თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი, და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად... და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ ობლად...
|
ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო, ძნელს თუ უდარდელს, ადამის მოდგმას ძრწოლა და ბრძოლის ჟინი მუდამ სდევს.
მე გულს ოცნების ლამაზ ნაფლეთთა კონას მივუტან, მათი დაჭკნობა ვეღარ გაბედა ჟამმა ჯიუტმა.
დაგვცქერის ზეცის გუმბათი მყიფე _ სამოთხის ზღურბლი; მე ცისარტყელას ხალიჩად ვიფენ, რომ შევწვდე ღრუბლებს. თუგინდ დამღალოს ძნელმა აღმართმა _ არ დავბრუნდები, რაგინდ შორს იყოს წმინდა მამათა ნავსაყუდელი.
და თუ წავხდი და ვიწვნიე მარცხი, ჩემსას გავიტან _ მარადისობა კვლავ ბევრჯერ მაცლის ვცადო თავიდან.
|
ანგელოზებით გაბრწყინდა ზეცა, დასუდრულ მთებზე სიკვდილი სუფევს, განსასვენებელ ზიარებაზე ნუკრის თვალებით დედა მიყურებს.
მამა შეშლილი სახით მომშტერებია,არასჯერა რომ მის შვილს თეთრად გამოწყობილი სამოსი აცვია,ჩემი საცოდავი და ეფერება ჩემს ყინულით მოფენილ ბაგეებს,ჩემა ცოლმა რვათვის ორსულმა ბავშვი დაკარგა მამას ვაჯკაცი,ჯოჯოხეთს დაემსგავსა ჩვენი დინასტია,წამებად ექცა დედაჩემს ჩემი დამპალი სხეულის ტრფობა.ჩემი გოგონა მოიყვანეს იმ დგეს როდესაც ორ საათში უნდა გამომასვენონ,შემოანათა კაშკაშა სხივით გააელვარა ჩემი შავად მოფენილი ბურუსი,ორი წლის ფატარამ აგარ იცის რო მისი მამა აღარ არსებობს,მოვიდა სირინოზივით გვერძე დამიჯდა,ჩემა სულმა იგრძნო ბავშვის სითბო მაგრამ ჩემს დაკეპილ ხორცს არ შეუძლია გამოძრავება.დაე მოვიდა შუადგის ორი საათი,უნდა აწიონ ჩემი ნეშთი ჩემმა ბრძენებმა,დუდუკს აკვნესებს ვიღაც დაქირავებული მომგერალი,მომტირლები მომაცილებენ ისე ტირიან თითქოს დაჩაჩანაკებული მიცვალებული ვიკო,სამების ტაძრის ეზოში უნდა ჩაატარონ რიტუალი მღვდელმთავრებმა.დაკრძალვის პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა,ქარი ამოვარდა ზარები ააწივლა,სანთლები ამინთეს ტაძარში ჩემზედ დაიწყეს ლოცვანი,გრიგალმა გადაუარა არემარეს,ყველანი გაიპანენ, სამების კარი დაიკეტა,ხატები გა
...
Read More
|
თოვლი გაგიჟებს, ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა ფეხს რომ გაბიჯებ. ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს ყოფნა უენო, ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი ყოფნა უშენოდ. ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით გტკივა ფესვები წელში იხრებით ქართან ომით არყნი, მუხები. ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ დიდხანს სიცოცხლე, ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას, ყოფნას ვუმოკლებთ. ვინ იცის, ურვა და ჩივილი ქარის, მიწის, ცის . . . პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის არავინ იცის.
|
სხვას რას ემდური,სხვისგან რას ელი, როდესაც შენს ბედს შენ თვითონ მართავ. ტირანთან ბრძოლა არ არის ძნელი. ძნელია ბრძოლა საკუთარ თავთან.
შენს კვალს ამქვეყნად ვერავინ წაშლის, თუკი გხედავენ მხნესა და გამრჯეს. გამარჯვებული ხარ სწორედ მაშინ, საკუთარ თავთან როცა იმარჯვებ.
არ დაგიღონდეს, არ დაცხრეს გული, დარჩი მეხოტბედ - ზღვათა და მთათა. აი, მაშინ ხარ დამარცხებული, როცა მარცხდები საკუთარ თავთნ.
ქარი ზეციდან ღრუბლებსა ხვეტავს, ღრუბელთა ქულის ფაროებს ართავს. მაშინა სტყუი ყველაზე მეტად, როდესაც სტყუი საკუთარ თავთან.
სულ არ მაშინებს სიმუხთლე სხვათა, შურით მზერა და... ბოღმით ნათქვამი. საკუთარ თავთან, საკუთარ თავთან, საკუთარ თავთან ვარ მე მართალი!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|