მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა? ძვირფასო რისთვის დაიგვიანე? ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტრილს. ასე გაივლის წამება,ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი,მეტყვი როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები,ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის....
|
შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული... მე ავტირდები და ცრემლებით მევსება სულიც, მწარე ფიქრები აწვალებენ ჩემს გრძნობას და მარტოობა თავს მახსენებს როგორც ბავშვობა... ცრემლს ვერ ვიკავებ, ისევ ვტირი და მტკივა გული, სიყვარულს თურმე არ უნდოდა ჩემში ცხოვრება, გრძნობა გამექცა, შენ განდეგილი მარტო დამტოვე, მე ამაგამაც ვგლოვობ ჩემი სულის ობლობას... ალბათ ოდესმე ისევ მოვა გრძნობა ძლიერი, დაიპყრობს ჩემს გულს და ტკივილიც სადღაც გაქრება, მაგრამ შენ,ჩვენს ძველ გრძნობებს, იმ სიყვარულს და მოგონებებს ვერავინ წაშლის, ის ჩემს გულში მარად დარჩება!....
|
მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე, მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი... მე მხოლოდ ერთი მიზიდავს ეს სიყვარული მიზიდავს შენში! შენსკენ მომათრევს ასე ეულად, შენზე მაბოდებს გადარეულად! ამ სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა.. წერა მინდება-ხელი მიხმება , ტვინი მეფსობა,თვალს მიბნელდება.. დაე მექყება ოცნება შენზე მინდა სიტყვა ვთქვა,მაგრამ ვერ ვამბობ.. სიტყვას მოჰყვება შენი სახელი... მინდა დავწერო,მაგრამ ვერა ვწერ, თვალთ მიბნელდება და მელანდება, ტირილი მინდა ,მაგრამ ვერ ვტირი თვალის გუგაზე მაშრება ცრემლი.. თვალი, რომელიც შენს ნახვა ელის ასე ეულად გადარეული... მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე,, მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი მე მხოლოდ ერთი იზიდავს და ეს ერთია-ეს სიყვარული!.
|
ლექსის წერას რა სჭირდება? კალამი და ფურცელი სამი ჭიქა შავი ღვინო ხინკლით სავსე მუცელი.
ერთი რბილი სავარძელი წინ ლამაზი ქუჩები, ხალიჩაზე დაწოლილი ქერა ქალის ტუჩები.
არ მჭირდება სხვა მუზა მხოლოდ სუფთა ფიქრები მერე ნახეთ სუყველამ რა პოეტიც ვიქნები.
*****
როდესაც ვრჩები ჩემს თავთან მარტო ღამით თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამიტ სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში და შუა ზგვაში ჩავუშვებ ღუზას რაღაც აზრები მომივლის თავში რომელსაც ქვია ლექსების მუზა მეკითხებიან ვისზე ცერ ლექსებს ვის მიუძღვენი ლექსების გუდა მე სიყვარულის დავიცავ წესებს რომ საიდუმლოს შენახვა უნდა მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ იფიქრო ის რომ მე ვარ მესია ეს ყველაფერი თავისით მოდის თვიტონ არ ვიცი ან სად ან როდის კალამი ხაზებს ტვიტონ მიჰყვება და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება
შენ არ გეგონოს ამას ვიგონებ ვიცი რომ ეს გავს მხოლოდ სტრიქონებს მაგრამ იცოდე ეს ის ლანდია რასაც ვფიქრობ და რაც მაბადია ვერ გეტყვი ამდენს პირადად ვიცი გამბედაობა არ მყოფნის თითქოს აქვე მინდა რომ დაგიდო ფიცი რომ არ მოგაკლებ ალერსს და სითბოს არ ვიცი ამდენს რა მაწერინებს თითქოს ვუგზავნი
...
Read More
|
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი მონატრების გარდა. თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ ზაფხულს............ ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება........... მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება............. ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე
...
Read More
|
უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო, ნუ შეეხები ქალის ბაგეებს, თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს. პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის არის წმინდა და ალერსიანი თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ სიყვარულს პირველს მის არსებაში თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ კოცნა ხო თქვენთვის არაფერია მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ პირველი კოცნა თუ რა ძნელია?! ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს კიდეც რომ ცადოს გადავიწყება მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა ქალი ცოდვაა როცა ტყუილით მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.
|
სიყვარული რაგვარია, - მეხია და თავზარია, სიხარულის გზებით მოდის, მწუხარების საგზალი აქვს, დღე და ღამე დარდი, შფოთი, მიწისძვრა და ზანზარია. სიყვარული რაგვარია, ცეცხლია და ღადარია, მცირე სიტკბო, ბევრი შხამი ერთმანეთში გამდნარია, და სიამის ერთი წამი დიდ სინანულს აბარია. სიყვარული რაგვარია, გიჟი კაცის დავთარია, ხან თოხანი, ხან ალჩუა, ვერც გაიგებ რამ არია, გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა, სადაური ზღაპარია.
|
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც... ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, ვერ შეიძულო მაინც... ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, ცაში იფრინო მაინც... ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, მაგრამ მიყვარდე მაინც... ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... ხომ შეიძლება გული გაიყოს და ვსულდგმულობდე მაინც... მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს და სიყვარულის მორევს ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ, დიდი ტკივილი ესაა სწორედ...
|
* * * შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია, ასეთი უძირო, ლამაზი თვალები ალბათ არავის, არასდროს ჰქონია. გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი, დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია, სულ გულში მექნება, ასეთი თვალები ალბათ არასდროს, არავის ჰქონია. დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია, ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია, მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?
* * * ყველაზე ლამასი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი. ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა, ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი შეხვედრა ყოფილა, ლოდინი ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა, სიცოცხლე ყველაზე ძნელი
* * * შენ მე პაემანს დამინიშნავ, არვიცი როდის, აშრიალებულ არყის ხესთან დამიწყებ ლოდინს, იმ დღეს მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის და გზაში ალბათ...გზაში ალბათ საშინლდა მოწვიმს, დავიგვიანებ შეშფოთებული მოგიხდი ბოდიშს, არ მაპატიებ, ვიცი, გული გექნება ლოდის, შენ გამეცლები, წაყვები წვიმას, მე კი იმ ხესთან უს
...
Read More
|
* * * მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი. მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ, ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო, რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..
* * * დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი ამაზე მწყდება ძალიან გული. სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ ამაზე უფრო დამწყდება გული.
* * * მე ღმერთს ვთხოვე ყვავილი და ბაღი გამომიგზავნა, მე ღმერთს ვთხოვე წყალი და ოკეანე გამომიგზავნა, მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული და შენი თავი გამომიგზავნა..
* * * იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი.. * * * ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან გავატა
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|