♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ,
იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ
და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ,
შესაყვარები უფრო იქა ხარ.

ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის,
ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს,
იქ, მომავალში უფრო გენდობი,
უფრო მოგელი და უფრო გნატრობ.

ამ რწმენად მიღირს ქარის წყალობა,
თოვლის ვნება და ცდუნება ღამის,
რომ ამ სიყალბეს და წარმავლობას
გადახრის ხვალის მარადი წამი.

აქ, ენკენიის სივრცე - იოდად
ჩამოჰქცევია ნასხვისარ სითბოს.
ვითომ მტკიოდა, თუკი მტკიოდა,
თუკი მიყვარდა, მიყვარდა ვითომ.

ვაწარსულებდი დღეებს სიხარბით,
ჯვარზე გაკრული კაცის ქადილით...
სულ ყალბი იყო, რაც აქ გითხარი,
არც ეს სიცოცხლე იყო ნამდვილი...

ვერ ამოუვალ მომავალს ვალში,
ამაოდ გიძღვნი ძღვნად და გულისკვლად:
ამ ვარდს - ქაღალდის ფურცლებად გაშლილს,
ამ ცას - ხვალინდელ ზეცის დუბლიკატს.

რაც აქ გითხარი, იქ უნდა მეთქვა,
ეს სივრცე - იმ ცის ასლია მხოლოდ.
აქ ნაწილ-ნაწილ გაგროვებ ერთად,
რომ იქ სრულქმნილი გიხილო ბოლოს.

აქ ვერ აგივსე ზაფხულით უბე
და საკადრისად ვერ შეგიყვარე.
შენს მღვრიე ქარებს იქ წავჰყრი ღრუბელს
და ვარსკვლავეთსაც იქ აგიყვავებ.

თუ სიზმარ-ცხადი ღამის კანკელით
სვეგაწბილებულ მზერას გისწორებს -
შენს ლაღ ოცნებას რაც დავაკელი,
იქ გაგიცისებ და გაგიშორე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლამაზ სიკვდილებს
ვით უკვდავების შემამკობელი
მძიმე სიცოცხლის მსუბუქ გვირგვინი
როგორც იმედი უკანასკნელი
მე შენში ვპოვე ჩემი სიკვდილი

შენს ნათელ სახეს,შენს ნეტარ თვალებს
და შენს ბაგეზე მქროლავ ღიმილებს,
ასე საამოდ სულს რომ მიწვალებს,
მე– მათ ვამსგავსებ "ლამაზ სიკვდილებს".

დაე სულს ტანჯულს–ნაზი სიკვდილის
შენი ხატება მარად ახსოვდეს.–
სიკვდილი ასე მაცოცხლებელი,
ო,არ ყოფილა ჯერ არასოდეს!

დაე თუნდ მოვკვდე მათგან უწყალოდ,
ვერ შემაშინებს მათი მშვენება!–
მე მეშინია იმ ურწმუნობის
"ლამაზ სიკვდილებს" რომ ემტერება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალი ლამაზია,ქალი სათუთია,
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია,
იგი ფერიაა,უფრთო ანგელოზი
და კიდევ იდუმალი,ნაზი სირინოზი.
ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი,
ანგელოზივით სიყვარულს მღერის,
თვალები მისი ბრწყინდება ისე,
როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები.
ქალი ლამაზია,ქალი სათუთია,
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია,
იგი ფერიაა,ნაზი სირინოზი
და კიდევ კაცების წმინდა ანგელოზი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე თვალებში
დიდი გრძნობით,
დიდი ვნებით,
გაიელვე წამებში,
თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა... ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი,
თუ შეგიძლია სიყვარული- ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მტელი ცხობრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან, ისე კვდებიან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
მე ველოდებ შენ დაუვიწხარ ხმას,
მე ველოდები შენ დაუნახავ ზარს,
მე ველოდები შენ გაუფიქრელ აზრს,
მე ველოდები შენ ტურფა ხმას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
როცა გული გტკივა მეტირება,
როცა გიხარია მეც მიხარია,
როცა უზომოდ ტირიხარ,
მე უსასრულოდ ვყვირივარ....



***
მე დავიღალე უაზრობების ფიქრით,
მე ვერ გავიგე რისთვის ვიბრძვით,
მე ვერ ვიგრძენი ის სითბო სიზმრით,
მე შენთვის მინდა გული სისიხლით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1605 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მღლის, ეს სიძლიერის მოგონება,
ლამის ჩავუვარდე მატარებელს...
თუნდაც იღიმოდნენ გოგონები,
ზოგჯერ გულში სევდას ატარებენ.

ჭუჭყი დასდებია საგარეო
ნიღაბს, მოვიხსნი და დავდებ აქვე,
ღმერთმა სულ ზეცაში განავარდოთ,
მე კი... ჩემს გზას უნდა დავყვე თავქვე...

ახლა, რითმებზე რომ მომედაოს,
ვინმე, ალბათ მართლა ქვა იქნება!
ბედისწერასავით ამყვა ფრაზა-
„ვინმემ შემამჩნიოს რა იქნება?"

ღმერთო, ზოგჯერ ისე გექცეოდი,
ალბათ, იფიქრე, რომ არ მჭირდები?
ერთიც მაპატიე... დაღლილ გოგოს
მხარი მომიშვირე, ავტირდები..


.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
წვიმა როგორ მოვა,
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება...
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად,
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა...

თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი...
თუნდაც გამებუტე...

ერთხელ ჩამეხუტე.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცის სილამაზევ ათას ფერებით მორთულო,
ცისარტყელისთვის მერვე ფერად ამოქარგულო,
პლანეტის სასწაულო,გრძნობებში დამალულო
ანგელოზებში წმინდანათ შერასხულო.

ჩემო თვალის ცრემლო,ხატზედ მირონად დაღვრილო
წმინდანებში კი ცოდვილთა მოციქულო,
სულით ლამაზო სიცოცხლის წყურვილო
ბეტანიაში წმინდა ნინოს ხატად გამოსახულო.

ჯვარში ჩაღვრილო სანთლის ნაკადულო,
უფლის ფეხებთან დაცემულო წმინდათა ქალწულო
ფრესკაში ჩასმულო რითმების ფსევდონიმო
ლამაზმანებში კი ადამის ასულო.

წმინდათა წყაროში ოქროს თევზად აღმოჩენილო,
სვეტი ცხოველში კედლებზედ ამოქარგულო.
მთიდან ლომისო და ბოდბის ნინო წმინდა
გწყალობდეს მამა ძე და სულით წმინდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 226 227 228 229 230 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2024-12-25, 9:34 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024