♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ეს ნიჭი არაა…ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი…
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი….
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლეექსი არა…სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე…გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული….
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიბინდული ღამე..
მიბინდული მთვარე.. 
მიბინდული სული
გზიდან გადასული..
შეცოდების წამი..
სიყვარულის ხამი
ვისთვის არაფერი,
ვისთვის საოცარი..
წამი შეცდომების,
წამი სიხარულის,
წამი დამონების,
წამი სინანულის...
გაყინული მზერა..
გარიყული სული..
ქალში დამალული
ბავშვი..უსუსური..
მიბინდული მთვარე..
მიბინდული ღამე
დათელილი სული
გზიდან გადასული..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული, ჩემი ოცნებები, ჩემი სიხარული.
ჩემი ამბორი ხარ ვნება არეული, ყველგან შენ დაგეძებ როგორც მთვარეული...
დამღალეს ფიქრებმა, დამღალეს ლოდინმა, უაზროდ განვლილმა ცხოვრების წუთებმა,
მე ისევ მარტო ვარ ვითარც მარტოსული ციდან წვიმის წვეთად
შენთან ჩამოსული.
შენი სიყვარულით ყოველთვის ავინთები, შენი მონატრებით არასდროს დავიღლები,
როცა აღარ მოხვალ ცრემლად დავიღვრები , შენი ცხოვრებიდან უკვალოდ წავიშლები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1225 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ,აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.

გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარახრ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ,როგორმე მივაკვლიო სხვა გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა თითქოს.......

შენზე ვილოცებ,სანამ ქვეყნად დავიარები,
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი,
მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენზე დარდს შევალიე,
ო,არ იფიქრო ვესწრაფოდე გრძნობას წამიერს.

სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის,
გინატრებ გულით,სიყვარულით,ოცნებით,სიტყვით,
თუკი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1255 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია,
უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,
შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ რომ იცოდე

შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს,
შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ
ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს,
შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ
ალბათ გამიშვებ ოცნების იქით,
შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ,
ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს
შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ
ალბათ ქუჩაში იქნები დღისით,
შენ რომ იცოდე ძილშიც შენთან ვარ
ალბათ დაუცდი მზის ჩასვლას დღისით,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ არასდროს არ წახვალ, ვიცი.


ეს ღამეც

ეს ღამეც გავიდა კვლავ შენზე ფიქრებში
და როგორც ყოველთვის გრძნობებში ვიწვები
ნეტავი შევძლებდე შენს ნახვას სიზმრებში
და ისევ ტირილით გავფანტო ფიქრები.
თვალი გავახილო ვიხილო ფიფქები
მე ხომ ამ ზამთარში შენს ტრფობით ვიწვები.
როგორ მენატრები... არ ფიქრობ ? ვგიჟდები.
შენ ჩემთვის ყოველთვის ოცნება იქნები.
ისევ დაღამდება და შენზე ფიქრებში
გადავღლი მთვარეს და კვლავ შენთან ვიქნები
როცა გათენდება, კვლავ შენზე ფიქრებით
გავახელ თვალებს და ოცნებით ვიქნები
ასე გაივლის წამები,წლები
და მე ყოველთვის შენს გვერდით ვრჩები...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1260 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენახარ ქალი სამოთხის ბაღში დაბადებული,
ედემის ბაღში აყვავებული.
შენახარ ყვავილი ფუტკრის ნექტარით დამტვერებული
კოკორში ობლად ჩაფერფლებული.
შენახარ ქალი ცხოვრების ბილიკზედ მდგარი,
უსულო ყვავილის მსგავსი.
ანგელოზიხარ ამქვეყნიური
გრძნობახარ რითმად გადაქცეული
და ფერიახარ ღვთის მშობლის
ხატზე ამოქარგული.
და შენი სხეული სულით ეული,
მხატვრულ ტილოზე ხატად გცეული ...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები! 
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით: 
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!
საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება 
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები! 
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი, 
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!
სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი - 
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი! 
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 
სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!
ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი) 
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები! 
საიდუმლო ალები! ისევ დამევალება 
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1373 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



.წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან
ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ
წვრილთვალება კაცუნებმა
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ
ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს.
იცი
რამდენი რამ შეიცვალა
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ,
დილაც "დაბოლილი" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა.
წამო,
აღარ ვითხოვ მოწყალებას
ყალბი სინანულის ნარჩენისთვის,
წვიმას გაზაფხული დაუტბორავს
მარტის უკანონოდ გაჩენისთვის.
წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქალაქს სევდის ტბები გასჩენია,
ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად
ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 228 229 230 231 232 ... 254 255 »
სამშაბათი, 2024-12-24, 9:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024