♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ვარდისთანა ფაქიზია სული შენი,
ამიტომაც გშვენის ფერი ვარდისა,
სინაზე და სილამაზე უფლის ნებით,
მზის სხივივით დაგყოლია აკვნიდან.

უცებ სიო მომეპარა ჩამჩურჩულა:
- ქალი ყველა ნაზიაო, თქვა.
სანამ არ გსურს ვნება დაეპატრონება,
ვარდისფერი გაუქრებათ ბაგიდან.

ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია,
ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1384 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო,
ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო.
მაშინ ფერი ვარდის მათაც აღარ დაუბინდდებათ,
რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.

რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება,
რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება,
შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება,
მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.

ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია,
ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვისია ნეტავ ეს ქალი,
ვის მკლავზე უდევს თავიო.
დავაცხრებოდი ვნებითა,
როგორც ლეშს კორტნის სვავიო.
შევცურდებოდი მის მკერდში,
როგორც ტალღებში ნავიო
ამაზე ფიქრით ლამაზო,
სულ მთლად დავკარგე თავიო.
შენი სურვილი მაგიჟებს,
მიტომაც გავხდი ავიო.
სადმე არ გადამეყარო,
ვეღარ გიშველის ქმარიო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1327 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთმა გიბოძა ეგ სილამაზე,
სული სხეულზე ლამაზი მოგცა,
ანგელოზი ხარ ამ ქვეყნიერი
არ დაივიწყო ჯვარი და ლოცვა.
უფალმა მოგცა უმანკო სული,
მკერდში ჩაგიდო პატარა გული,
პატარა გული გაიზრდება და
შენც გაიზრდები და შენი სულიც.
მერე გახდები უფრო ლამაზი,
ცაზე ლამაზი,მზეზე ლამაზი..
ანგელოზი ხარ ამ ქვეყნიერი,
შენ გმერთმა შეგქმნა ასე ლამაზი."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1737 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,
თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,
ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს,
იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი!
თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო,
შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!
ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,
ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი!
მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე, და არ იცრუო სიტყვა არცერთი,
მე კი გულწრფელად მინდა გისურვო
მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1335 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ისეთი იყო, აგიხსნა როგორ,
მოგონილია მასთან ჯოკონდა.
გაქვავებული ჭაბუკნი იდგნენ,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ,
მიშტერებოდნენ იმ ლამაზ გოგოს და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი.
ბოლოს და ბოლოს ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ჭაბუკთა შორის,
ძლივს ამოღერღა სხვების მაგივრად:
"მტრისას ასეთი ლამაზი ცოლი!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1737 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.

ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი?
ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა,
მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს,
რადგანაც სევდა სიყვარულის თანამგზავრია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1278 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალს თუ ყოველ წუთში
არ უთხარი "მიყვარხარ",
გულში უნდობლობა შეუღებს კარებს;
ქალს მუდამ ოცნების ტაძარში მიყავხარ
და მუდამ ფერება სჭირდებათ ქალებს.
იას თუ ყოველ წუთას წყალი არ აპკურე,
დაჭკნება, დაკარგავს შნოსა და ლაზათს,
ქალსაც ყოველწუთში ღიმილი აჩუქე
და მის სულს, ფაქიზს ემთხვიე ნაზად.
ქალი მცველს დაეძებს ერთგულს და უძლეველს,
არ უნდა ალმასი, ძოწი და ლალი,
არ გთხოვს სამკაულს ძვირსა და უძლეველს
თვით სიყვარულია საუნჯე ქალის!!!!!!!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1206 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო....
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ლექსი ეძღვნება მანდილოსნებს იმედია მოგეწონებათ მანდილოსნებო და დააკომენტარებთ

მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!

ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით...

ქალია ჩვენთვის ცხოვრების აზრი,
ჩვენი მეგზური ჭირშიც და ლხინშიც,
მაგრამ ხანდახან ზედმეტად ბასრი,
ხან ღუმელივით თბილი, ლოგინში...

ჩაგიპაჭუნებს რომ შეგაცდინოს,
ქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალი
და გულითაც რომ არ გეწადინოს,
მაინც გაჰყვები ალერსით მთვრალი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 227 228 229 230 231 ... 254 255 »
სამშაბათი, 2024-12-24, 8:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024