♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს...
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ..
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან..
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი?
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი..
იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი..
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი,
ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი
ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი...
ვინ იცის ახლა განმკითხავი ვინ არის ამის,
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის,
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა..
და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...!
მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე..
და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე..
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი..
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი..
მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი....
კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია..
მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან...
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი,
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი!...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორ მომენატრე იცი ?
შენი ხილვა როგორ მინდა.
შენს გზას გამოვქერი ხობლით,
შენი ხმები მესმის გზიდან

თვალწინ მევლინები თითქოს,
ყვავილებს ითხოვ ჩემგან.
სიზმრად მესიზმრები ვითომ,
მინდვრათ ვსეირნობთ ერთად.

როგორ დამივიწყე ასე,
როგორ მიმატოვე მარტო.
ნუთუ სიყვარულის კიბე,
მარტო აიარე? რატომ....

რატომ მომატყუე კარგო,
რისთვის გამიტეხე გული.
ან რად შემიყვარდი ასე
ამიფორიაქე სული.

გულის სიღრმეს როცა ვწვდები,
ჩემთვის გასამართლებ მუდამ.
ვატყობ ჩემს გულს მხოლოდ შენი,
დიდი სიყვარული უნდა.

გული იტანჯება ისევ,
შენზე მუდამ ოხვრით კვნესის,
და კვლავ დიდ იმედებს იტევს,
შენ კი არაფერი გესმის.

როგორ მომენარე იცი ?!
შენი ხილვა როგორ მინდა,
თვალწინ მევლინები ხიბლით,
შენი მოფერება მინდა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1219 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1375 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გამოანათა დილის პირულში აისის ლაჟვარდმა
აისახება თუ როგორ გათენდა ლამაზად,
აისაფრებს მთებზე ჩამოწოლილი ბურუსი,
ამიტატებს მზის სხივები და გაყინულ ოლვარებს ააპარპალებს.
აიტუზება სიონის ტაძართან ამოსული უეკლო ყვავილი,
აიტყორცნება სარკმლის წინ დანთებული სარკმეველი
შემოანათებს ტაძარში სხივი,დაე თუ როგორ გათენდა,
აიქოჩრება ხატის წინ დაცემული ლამაზი ქალი
რომლის სინაზით მოედება ჩემს გულს მისი დარდები,
აიღარღება ლამაზი დარდით,ხატთან დაცემულ ლამაზი ქალი,
დაღამებისას აკაშკაშდება შუქი მთვარისა
გაყინულ ქალი ევედრება ღვთის მშობლის ხატებს,
რომ მისი შვილი აკვალტული გაიყვანეს მისმა ვაჟებმა.
აკვირტებულა აიზბერგზე ყვავილის ბუჩქი
მისი სურნელი შემოათრობს აკლებულ დარდებს,
დაეჯახება ლამაზ ყვავილს შავი ალქარი
და ჩამოჭკნება ქალის სხეული ამ დიდ ავდარში.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი",
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1298 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს
არ დაივიწყო
მაგრამ რატომღაც გულ მაცინებს
და ისევ ვხვდები
მჭირდება სითბო
ვიბრუნებ მე ჩემს
საყვარელ სიყვარულს
სავსეს და მთლიანს
როგორც თავიდან
როდესაც შევხვდი
სიყვარულს პირველად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენმა თვალებმა მომხიბლეს,
სიცილიც მეტად გშვენის.
ჩემო ლამაზო გოგონავ
მითხარი მე რა მელის ?

წუხელის სიზმარში გნახე,
ვარდებს გაწვდიდი ხელში
მითხარი ჩემო გოგონავ
ჩემს მეტს ხომ არვის ეტრფი ?

რომ გნახე იყავ მდუმარი,
დახონებული მეტად.
არ მიღალატო ძვირფასო
და არ დამტოვო კენტად.

შენმა თვალებმა მომხიბლეს
და გაბუტულმა ბაგემ
მომდურავი ვარ რადგანაც
გული შენ დამიდაღე.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თავაწყვეტილი "იკარუსი" გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები,
ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,
და შენ გეძინა, ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან,
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.
ტკბილად გეძინა... გრილი სიო ღია სარკმლიდან გეფერებოდა,
და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...
თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.
შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა.
თითქოს არ გქონდა მიწიერი რამ საზრუნავი,
- ისე დაჰქროდი ოცნებების ცისფერ ბურანში.
გეძინა ტკბილად, მთელი ღამის უძილოს,
დაღლილს, და შიშველ მკლავებს გიკოცნიდა ნიავი - ლაღი.
არვინ იცოდა, ვის უძღვნიდი სიზმრებში სიცილს,
ან დაღლილ ხელებს რად დაჰკრავდა სურნელი ქინძის...
რას გაექეცი, რას ელტვოდი, ვისზე ფიქრობდი,
სად მოიწყინე, სად გელოდნენ, საით მიჰქროდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1203 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდა გაკოცო გაბუტულ ტუჩზე,
განატრებინო წამის მარადი.
აგიყოლიო და ტრფობის ზხურბლზე,
ნაბიჯი გადავდგათ მეტად ნანატრი.


ოცნების ზღვაში მინდა შევცურო,
თუნდ სიყვარულის ტალღამ დამახრჩოს.
და მხოლოდ შენთვის ჩემო მეგზურო,
მე მივეყრდნობი ტრფობის ხარაჩოს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 223 224 225 226 227 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2024-12-25, 9:15 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024