მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ეთერ სვანიძეს ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა, ალუჩა-ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა… უცხო კაცად რომ შემიცნო, შერცხვა და თავი დახარა; შერცხვა და თავი დახარა, სიწითლემ გადაუარა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა, მოვეწონეო თუ არა?!
1940
|
ვაჟა-ფშაველას გადმოჰყვა ღამით ღრუბლების ბურანს უზარმაზარი მხარ-ბეჭის რხევით, დაეცა ზღაპრულ დევების ბუნაგს შავნაბდიანი ცალთვალა დევი. შეაზანზარა კლდეთა კედელი, დაატრიალა გრიგალი ქართა, როგორც ხევსური რკინისმკვნეტელი, დადგა დევების ბუნაგის კართან. და რა იხილა მან დევის ქალი, შედრკა, ათრთოლდა, ხმალზე შეჰფიცა: - მიყვარხარ, როგორც ჩემი ჩარგალი და საქართველოს მხურვალე მიწა! შესცინა დევის წუნია ქალმა ბროლივით თეთრი კბილების ეშხით, დასწვა ვაჟკაცი ტრფიალის ალმა, ქალი კი გაქრა ბუნაგის ბნელში. და როს ფრანგულის გაისმა ჩქამი, წამს აღრიალდა დევთა ლაშქარი: ვინ გვესტუმრაო ამ წკვარამ ღამით, ვინ შემოლეწა ბუნაგის კარი? - ეს მე ვარ, ვაჟა, ცალთვალა გმირი, — შესძახა, შესძრა, თან შეერკინა, და როცა მორჩა, გაღუნა კბილით მამაპაპური ფრანგულის რკინა. შევქმნილვარ ხელად, გავჭრილვარ ველად, დამირბევია ღამე წკვარამი, მო, დევის ქალო, მო, ჩემო ყველავ, მო, გამიქარვე გულის ვარამი. მიეჭრა ხელი გავსებულ მთვარეს, შემოახვია მინდიას მხრები… ჩახედა ქალის ამღვრეულ თვალებს, აიტაცა და გადასჭრა ხევი. გამოედევნენ დევი მდევრები, კვლავ დატრიალდა შუბი და ფარი, დალეწა ხმლები და სატევრები, კვლავ აიტაცა ტაიჭზე ქალი. გადინადირა ბნელი ტევრები და სიხარულის ზათქით და ზარით
...
Read More
|
ჩემზე ამბობენ, დიდი გრძნობა უდევსო გულში, ჩემზე ამბობენ, სიყვარული ეწვია სულში. განა გრძნობები საცინი და დასაგმობია?! არა! ირწმუნეთ სიყვარული ყველას ნდომია.
უსიყვარულოდ ქვეყნად ერთი კაციც არ დადის, ეს ცხოვრება კი მეგობრებო რა სწრაფად გადის. რა ცხოვრებაა თუ არ იგემა კაცმა სიამე. ყოველთვის ყველას შეუძლია, რომ ქნას სიავე.
ჩემზე ამბობენ, მუდამ ტრფობის ალში იწვისო, ხად რა იმდა თქვას, ყველაფერი კარგად იცისო. მასაც ამბობენ სატრფო ჰყავსო ჩუმად, მალულად და იგი სატრფოს თვის ლექსებში ეტრფის ფარულად.
განა ცუდია რომ ლექსები მიუძხვნა სატრფოს, და ეტრფიალო შენს ლექსებში მომავალ საცოლეს. მე კი გაცნობებთ მიჯნური ვარ აწ და მარადის, მიჯნური არ მყავს რომ მიყვარდეს კუბოს კარამდის.
|
მხოლოდ ფიქრიხა დამრჩენია შენს მიმართ იცი ?! და ხელისგულზე ფანტელივით გამიქრა ისიც.
მინდა ოცნებით ვიმოძრავო შენს ირგვლივ მაინც და დავემგვანო არაფრის მთქმელ უგულო მაისს.
მინდა ვიარო შენს გარშემო, შენს სიახლოვეს. ერთი ხიმილი და ამბორი მეც მისახსოვრე.
მინდა ვილოცო სანთლით ხელში ტაძართან მყოფმა იქნებ ამიხდეს მე სურვილი - შენი აქ ყოფნა.
მინდა აქ იყო და შორიდან მიმზერდე მაინც, მითხარი რატომ, რისთვის ჰგავხარ უგულო მაისს?!
თუმცა, ვიცი. რომ სხვას ეკუთვნის ეგ ცივი გული, მაგრამ მაინც მსურს რომ დაგლოცო მე მთელი სულით.
შენ კი წახვედი საბოლოოდ მკვდარი დამტოვე. და ჩემი გული ნაწამები მთლად მიატოვე.
,ე ,აომც ,ომდა რპ, გოსირვპ ბედმოერება. მაგრამ უბედურს, განაწამებს რა მეშველება?!
კიდევ ავანთებ სანთელს შენზე, კიდევ ვილოცებ, მაინც ვილოცებ შენს სახელზე. თუ კი ვიცოცხლებ.
|
ჩემო ოცნებები კვლავ შენ შემოგწირე, კვლავ შენ შემოგწირე, მარად. მტრებმა ურიცხვი ჯარი შემოგფინეს მაგრამ არ ჩააგდე არად.
ბევრჯერ მოინდომა შენი გადარბევა მრავალრიცხოვანმა ჯალათმა მტერმა, ჩემო საქართველო! არ გჩვევის დაბნევა მტერი ხომ ბრწყინვალედ განდევნა ერმა.
ჩემო საქართველო! ერით სანაქებო, მეტად მშვენიერო, მეტად სანატრელო. ყოველთვის იბრწყინე და ყოველთვის გაიხარე. მკვიდრი ქართველები მუდამ გაახარე.
|
ბულბულს მირჩევნია შაშვი, გალობს,ჩქარობს,ხარობს ბავშვი,-- გულწრფელს ჩამოაგვირისტებს უცებ,რაც მოუვა თავში.
ეს ბულბული მგალობელი მხოლოდ თვალისმოკვრამდეა. ღმერთი ჰყავდეს მწყალობელი და, ცოტა არისტოკრატია.
ჰგონებს ულამაზესია, სწავლულებით სხვა ჯიშია, მხოლოდ მთვარიანში გალობს-- ნამეტნავად აზიზია.
შაშვს სასწავლად სად სცალია, მისი ჰობი წანწალია-- ფრანსუაა,ვიიონი--- თავისთავად ნასწავლია.
ბულბულს მირჩევნია შაშვი, ბულბულს მირჩევნია შაშვი! გინდა ეკლის შტოზე დასვი, გალობს,ჩქარობს,ხარობს ბავშვი, ისეთს ჩამოაგვირისტებს, ას წელს არ მოგივა თავში!
|
შემოღამდება, გაისვება დისკო მთვარისა, დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან, ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული. როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული, სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება, გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული, აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება. შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს, გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა, ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა". მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი, როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით, ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში, ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი და მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი, აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის. კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის, ვით ბრილიანტი... დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს, ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა და ტრიუმფები მოინდებათ ისევ ცეზარებს, ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა. დავეძენ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს, დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას! წავალ - ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას"
|
სიტყვა უმიზნოდ არ დახარჯო,ყოფნის ნათალი, სჯობს არასოდეს არ განსაჯო ტყუილ-მართალი, რწმენით გარედან მონისლული ზოგი ფლიდია, ზოგი სხეულით,ზოგიც სულით ინვალიდია, მაღლდება თავზე გამარჯვებით საღიც,სნეულიც, ზოგს სული მიაქვს ყავარჯნებით,ზოგსაც სხეული.'
ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია, ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია, ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი, ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი...
ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო, შრიალა, ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო, წკრიალა, ნატავ ვიყო მე შენი დარდი, ჯავრი, ფიქრები, შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები...
ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია, ნეტავ შენი ოცნების ქალბატონად მაქცია...
თუ ვერ იპოვე ცხოვრების მიზანი - აზრი, თავის მოკვლა ნამდვილად არ ღირს, თუ გაგცვალა შეყვარებულმა ფულიან ბიჭზე, იმას არ ნიშნავს, რომ მშრალზე იჯდე, თუ გიყურებს ალმაცერად ძველი ძმაკაცი, შესატენი ვისი რა გჭირს ცოტა გამკაცრდი! თუ ფინანსებში ჭაკად გაქვს საქმე და ითრგუნები, შენს ადგილზე თავს პულის მონად არ ვიგულებდი. თუ უიღბლობას ღმერთს აბრალებ საქმეს არ შველის, თავს ნუ მიიჩნევ მათხოვრად, შენ ეს არ გშვენის! თუ დაიძაბე უსაშველოდ და აკანკალდი ლოზუნგს "გაიღიმე"
...
Read More
|
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება, ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული, საოცარია დასისხული ცის გათეთრება, როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული... მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება.... უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში... გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს, ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....
|
ეკლესიიდან ხმები ისმოდა. ხმები ისმოდა მკვეთრად, ზარისა. ვიხაცა გოგოს ბეჭედს აწვდიდი - ბეჭედი იყო ლალის თვალისა.
რომ დავინახე ბეჭედის უცებ, გულში ვიფიქრე : "ეს ხომ ჩემია ეს ხომ ვიყიდე მე ნიშნობისთვის მე ამის მეტი რა დამრჩენია".
უნდა წამერთვას იმ ბიჭისათვის უცებ ვიყვირე "ეს ხომ ჩემია" გამოვერკვიე და ჩემტვისა ვთქვი დამგვიანდა... უკვე შენია".
და ამ ნათქვამში მე გავურიე სანანული და მწარე ბოღმები, მერე ავტირდი იქვე კარებთან და ჩემს თავს ვკიტხე : რისთვის მოხვედი ?!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|