მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მოდის დარახტული რაშით, სიკვდილი და სიმარტოვე, ყველამ ზურგი შემაქცია შენც წახვედი მიმატოვე. დავრჩი ლექსთან მარტოდ_მარტო, ეს იმედიც დამეკარგა. შენს სიყვაარულს ვდარაჯობდი გულში დარდად შემებარგა, გაქრა ძალა, სულის სითბო ჩემი მზეც და სიხარულიც, მოდით ყველამ მაპოვნინეთ დაკარგული სყვარული. მოდის დარახტული რაშით, სიკვდილი და სიმარტოვე, ყველამ ზურგი შემაქცია, შენც წახვედი მიმატოვე.
|
რადგან მტვრალი ვარ, ნუ იფიქრებთ ღვინით ვარ მთვრალი, სიმთვრალე მარტო ღვინოს როდი მოუგონია მე სიყვარულის წმინდა გრძნობით მიყვარდა ქალი, მისი ეშხისგან თუ ვარ მთვრალი ასე მგონია.
მე ფიროსმანის ფუნჯი მინდა ვადიდო მარად, რომ ტივზე მდგომი ყარაჩოხელი ფერებში ვხატო. გალაკტიონის "მერი" მინდა ვიმხერო მანამ, პირში სული მაქვს და სიცოცხლე არ დამტოვს მარტო.
დამისხით ღვინო, ნუ იფიქრებთ, რომ მე მთვრალი ვარ, მე ხომ თქვენდამი სიყვარული მალაპარაკებს. მე სატრფოსადმი სიყვარულის დიდი ვალი მაქვს და ამ სიყვარულს არ გეგონო გულში ვმალავდე.
მე რამ დამათრო? ალბათ სატრფოს მწველმა თვალებმა, რამ დამანელა? გაბუტულმა მისმა ბაგენმა. რამ გადამრია? მოტრფიალე ლამაზმანებმა. და სიყვარულის დიდმა გრძნობამ კვლავ ამამღერა.
|
მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ წამით, შემომხედე თვალებში დიდი გრძნობით, დიდი ვნებით, გაიელვე წამებში, თვალთა ხედვა დამიბნელე, ბრმად ნაფეხურს მივყვები... ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და მე ჩემს გრძნობებს ავყევი.. სად წავიდე, სად გეძებო, შენ ხომ გაქრი წამებში... ეხლა ვეღარ გპოულობ და მე დაგეძებ ნატვრებში... მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ წამით, შემომხედე....აგყევი... გამაგიჟე,გადამრიე და ცხოვრებას გაყევი...
|
ყოველთვის მიწყრები და ნეტავ ვიცოდე, ეს წყრომა რისთვის დავიმსახურე?! მე კი მიყვარხარ მინდა იცოდე, ჩემს გულში მტკიცედ დაისადგურე.
რად მიბრაზდები არ მესმის მაინც, ალბათ სხვა გიყვარს, ეს არის მხოლოდ. გზა დამითმია, მაგრამ იცოდე, კარგად დაფიქრდი, ინანებ ბოლოს.
მხოლოდ ერთს გეტყვი, დაიმახსოვრე : მე შენს წინაშე არა მაქვს ვალი. თუ შემიყვარი მხოლოდ ეს არის, სხვა არაფერში მიმიძხვის ბრალი.
|
მერე რა, რომ ყველა კარია ღია, მე გაქცევა მინდა, შენ არ გამიშვა. გარეთ ცხელი დღეა, მინატრე და შინდისფერ თმას გავიშლი... დედა ჯავრობს, ჯავრი რაა მერე, იჯავრებს და დაყუჩდება მერე, დაღამდება, გათენდება მერე, გახუნდება ჩემი თმების ფერი_ უაზრო და შენთვის გამოგონილი...
მხევალივით მე ვიცეკვებ შენთვის და ჩხრიალით ამევსება მკერდი და თვალები გამიხდება სველი და მძივები დამებნევა შენსას...
და თუ წავალ, მომიტევე მე, ვერ ვიგუე ალბათ მძიმე ჭერი და სიჭარბე შენი ნაცრისფერის... იჯავრებ და დაყუჩდები მერე... მე ხომ ყველა ქალში ვმეორდები და შენს სახელს უაშველო თოვლში ავაფარე შინდისფერი თმები_ ჩემი დიდი მარტოობის დროშა...
|
არა ხარ ღირსი, რომ კვლავ მიყვარდე და ამას უკვე მოვთქვამ გოდებით. მაინც მიყვარხარ და იცი რატომ? შენ გამიღვიძე გულში გრძნობები.
შენით ვიგრძენი მე სიყვარული და შენ მასწავლე ღრუბლებში ფრენა. შენ მომანიჭე მე სიხარული და ახლა უკვე ვერ დაგთმობ, ვერა.
თუნდ უკვე ჩემად ახარ ითვლები, ჩემი გრძნობები ფეხ ქვეშ გატელე. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გელი. რამდენი ხამე თეთრად ვათენე...
ღამე უძინარს, კვლავ შენზე ფიქრში, თეთრად მათოვდა თოვლის ფანტელი. შენ კი ყოველთვის იყავ მშვიდი, მე კი ამავ დროს - ღამენათევი.
შენ მშვიდი ძილით გეძინა როცა, ბალიში მლაშე ცრემლებით ვნამე. და გავიხსენე პირველი კოცნა, კოცნა, რომელიც გულში დავმალე.
და ამდენი ხნის განმავლობაში, ამის შესახებ არავინ იცოდა. გულმა ვერ გასძლო მორტოობაში და საიდუმლო გამხელა სცოდა.
|
არ გიყვარვარ? ვერასოდეს დავიჯერებ. რომ გიყურებ. შენს თვალებში სევდას ვხედავ. არა ფიქრობ? ამას უკვე ტყუილს ამბობ, სიყვარულზე ამდენ ტყულს როგორ ბედავ. შენს თვალებში წავიკითხე ყველაფერი. გამოხედვამ დამარწმნა მეტად მაშინ... ნაზი კოცნით ამოგიშრე ეგ თვალები და ვიგრძენი დიდი გრძნობა შენს მკრთალ ხმაში.
|
მჭიდროდ დაეკარი ნიადაგს.
მიწას ჯერ კიდევ სუნი აქვს ზაფხულის, და სხეულს ჯერ კიდევ სუნი აქვს სიყვარულის.
მაგრამ ბალახი უკვე ყვითელია შენს თავზე. ქარი ცივია და ნარშავის თესლით სავსე.
და იმ სიზმარს, რომ გედევნება, ჩრდილფეხოვანი, შენს სიზმარს შემოდგომის თვალები აქვს.
|
ყელს დაიჭრიან მკრთალი სიმები და სულში ჩუმად აღმოცენდება როგორც ბიბლიურ მცენარის ტოტი და ფოთლებს ჩუმად ააშრიალებს.
მე გეფერები. ასე ძალიან მომწყურადა ქარი და სინათლეში იბადებიან ჩემი ფესვები, როგორც წყვდიადის კალთაში მთვარე.
მე გეფერები. შეშლილ ტუჩების ანარეკლივით ბრწყინავს ოთახი და იბადება მტანჯველი სხივი სადღაც, ჰაერის მეორე მხარეს.
|
გასაგებია ყველაფერი. მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –
ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა: შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი, უზარმაზარი გალავანი ამოშენდა ჩემს გარშემო, და იმსიმაღლე – გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის, ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ, ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.
განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები და მომსრისონ. ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ; ზოგიერთი მიყვარდება, მაგრამ ვერ ვუმხელ.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|