♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


იცი? - შენთან იოლია სუნთქვა და
იცი? შენთან იოლია ყოფნა...
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?"
იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარად მომეპარა ღამე...
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები
დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა..
დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა
იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი
მენატრები, გეძახი და გიცდი
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და...
ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ქალს ვერ დახატავს უბრალო ფუნჯი!,
და ვერ დახატავს ფერთა მორევი!
ქალის მხატვარი მხოლოდ ღმერთია!,
ღმერთია მხოლოდ მისი მომრევი!,
ქალი ვაჟკაცსაც კი აატირებს!,
ქალი ბუნების სილამაზეა!
ქალის მხურვალე ტუჩთა შეხება,
ღვთისგან ნაბოძი სასწაულია!



უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.
მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,,
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.
ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,
ქალმა დაბადა ყველა მონა... ყველა ბატონი,
ქალმა შვა ყველა სულიერი... ყველა დამბლა და...
ყველა ძლიერი...ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი.
კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი,
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი,
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.
კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე ვარდი დაჰყაროს,
მამაკაცებო! რომც არა სთქვათ არცერთი ლოცვა,
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1217 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.

ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,

ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.

ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!

ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას
გასეირნება და ხეტიალი.

როგორ გვაკრთობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწვოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!

ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.

რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


, ,რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!


* * * 
ქალი ღიმილი, ო არ გავს ღიმილს, იგი ჰანგია!
ქალი სიტყვები, ო არ გავს სიტყვებს, ის ღვთიურია!,
მისი თვალები შარბათისგან სავსე თასია!,
და ტუჩები კი მოკამკამე წმინდა ლალია!
სილამაზე ხომ უკვდავების სამკაულია,
სიყვარული ხომ სამკაულში მყოფი ლალია!
ნაზი ფიქრები!ეს ფიქრები არ არის ქალი!
მამაკაცებო, თქვენ რა იცით რა არის ქალი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დ.ა.მ.ე.ლ.ო.დ.ე
გახსოვს ჩემო ერთადერთო
როგორ ამიხსენი სიყვარული
მემამიტივით რომ გიყურებდი
ჩემთვის იყო დიდი სიხარული
შენი ალერსი და მოფერება
ეხლაც მახსოვს ჩემო სანატრელო
სიყვარულით სავსე გამოხედვა
ჩემი გაბუტება
შენი თბილი ჩახუტება
შენი ღიმილი და გაცინება
იცი როგორ მენატრება
ის დღე გახსოვს რომ გამბერე
ნაყინების ნაჭამი
ის დღე იყო რომ მაჩუქე
ძვირიანი კალამი
და რომ მთხოვე
"დამიწერე ლექსი-ჩემი წამალი"
სკოლიდან რომ მოვდიოდი
თვალი როგორ ჩამიკარი
მერე ჩემსკენ მოდიოდი
გულში უნდა ჩაგეკარი
ის სკამი ხო გახსოვს ?
ჩვენი კარგი მეგობარი
როგორ ვსეირნობდით მის გარშემო
ვისვენებდით იქვე ჩამომჯდარი
რომ არ გვყოფნიდა დილა კარგო
და ვმესიჯობდით მთელი ღამე
აივნიდან კონცებს გიგზავნიდი
დაგვცინოდა ალბათ მთვარე
ჩემი იუბილე გახსოვს ?
რომ მაჩუქე სუნამო და თეთრი ვარდი
რომ ვიცეკვეთ ერთად კარგო
ეს სიმღერა დღესაც მახსოვს
ვარდის ფურცლები მათოვს...
ჩემო ტკბილო სიყვარულო
ტკბილად მახსოვს ჩვენი 2 წელი
მართალია აღარ მოხვალ
მე კი მაინც გელი
გვირილები გახსოვს ....
გვირილები შენი ნაჩუქარი
დღეს მე გიდებ გულზე კარგო
დამჭკნარია მაგრამ სანუკვარი
გთხოვ არ დაივიწყო ჩემი თავი
იცოდე რომ მოვალ
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1358 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 976 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...
სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...
თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...
ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.

მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,
ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.
ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,
ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.

და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,
ვეღარ გიშველის მონანიება.
მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი
და შენთან მოვალ შურისძიებად!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის,
როგორც ბელზებელი ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის,
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი,
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1500 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის,
როცა კი წერას დავიწყებ ჩემთვის.
არ შემიძლია არ გამახსენდე
და არ დავწერო ლექსები შენთვის.

თითქმის ყოველი ჩემი ლექსიდან,
შენი სახე ჩანს ჩემს გულთან ახლოს
ყველა მიხვდება რომ შენ მიყვარხარ,
ჩემი ლექსები ვინც გინდა ნახოს.

ამას არც ვმალავ, რომ შემოიჭრა,
ჩემს გულში გრძნობა უზომოდ დიდი
მე შენ მიყვარხარ თამამად ვამბობ
და არავისი არ მაქვს რიდი.

ისე მიყვარხარ ვით კვაზიმოტოს,
ესმერალდა რომ უყვარდა ძლიერ.
და მე პლატონურ სიყვარულს უფრო,
ვაფასებ ვიდრე გრძნობას ხორციელს

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო მეტად,
ჩემში იღვიძებს ფარული ტრფობა
შენ ვერ გაიგებ რა ძლიერია
და რა მტანჯველი ამ ბასას ვნება ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 219 220 221 222 223 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024