♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


შენ არსად არ ხარ,
მე კი გეძებდი......
შენ ხარ იმედი დაკარგულისა..
შენ რომ აქ იყო მე შენ გეტყოდი
ზღაპარს ლამაზი სიყვარულისას........
გეტყოდი როგორ ყვავდება ნუში,
ყაყაჩოები როგორ წითლდება..........
ქარი რას ამბობს ,
წვიმა რას არ თმობს,
ცა ვარსკვლავებით როგორ ივსება..........
მაგრამ შენ არ ხარ და არც იქნები,
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...........
მე შენ გეძებდი და ვერ გიპოვნე,
ახსნა მინდოდა სიყვარულისა........




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1005 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობსუსიყვარულოდ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ შემიყვარდი
დამაბრმავა მე სიყვარულმა
შენი მინუსი გადაფარა
ამ ლამაზ გრძნობამ
მოხდა ისე რომ დაგვაშორა
ბედმა ერთმანეთს
ახლა არ ვიცი გადამიყვარდი
თუ ისევ მიყვარხარ
მე ხომ არასდროს არ ვიცოდი
მე თურმე ვინა ხარ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენ გადმოვლახეთ სამყარო,
როგორც მოწყვეტილი ვარსკვლავი ორი
სახლის გარეშე დარჩენილი...
არასდროს გადამწვარი და
არასდროს დაბერებული
ჩვენი სიყვარული იყო ძლიერი... !

ჩვენ მოვიგონეთ სიყვარული
იმ დროს როცა სატურნის ზარებით ვერთობოდით,
ჩვენ გვეძინა და ერთმანეთს ვათბობდით...
როცა ვემალებოდით პლუტონს
ჩვენ ვჩერდებოდით ჩაის დასალევად მზის ქვეშ
და შემდგ ვაგრძელებდით მოძრაობას კვლავ...
ჩვენი სიყვარული იყო ძლიერი... !

მოვა დრო და მივატოვებთ ამ უსასრულო სამყაროს,
ჩვენ დავმწუხრდებით და გავიგიმებით
გვეცოდინება, რომ მომავალი შეხვედრა ისევ დადგება...
როცა დრო მოვა შენ წახვალ მე კი დავრჩები,
მიზეზი ჩემი დათმობისა იქნება მარტივი...
და მომიხდება ვუმზირო შენი ცხოვრების სასწაულს გვერდიდან...
ჩემი სიყვარული იყო ძლიერი... !

მე დავიბადე თბილ ორშაბათს,
და ძლიერ ვნატრობდი შენ სიახლოვეს...
მე არ ვეძებდი შენს ვინაობას... ან სად გეძინა,
მაგრამ ყოველთვიც ვიცოდი რომ შენ აქ იქნებოდი....
ცხოვრების ძიებამ ძლიერ დამღალა და დამასუსტა,
მე ვიცოდი სად მეპოვნე მაგრამ ველოდი შენს სურვილს
ერთმანეთთან კვლავ სიახლოვის...
შენი სიყვარული იყო ძლიერი... !

ამაღამ მიძინებისას ვოცნებობდით სიცოცხლის სიყვარულზე,
იმედზე, მხიარულებაზე და გართობაზე...
და ვაგრძელებდით ერთმანეთის ყურებას მომღიმარედ,
იმ იმედით რომ ხვალ ი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 958 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სოფლის ღელვისგან აღტაცებულმან,
გადავცდი მცნებას, გცოდე, მამაო!
და ვაი! დღეს სცნო ბოროტმან სულმან
სოფელი ესე ცრუ და ამაო!

ვგრძნობ, სახიერო! ეს ბოროტება
გამოუთქმელი და საშინელი,
თუმც სხვათ ბოროტთა აღემატება,
მაგრამ შენდობას მაინც მოველი!

რადგან ზეცავ, შენ, აჰა, მოგმართე,
ამაოდ ნუ ჰყოფ ჩემს სინანულსა!
კეთილისათვის გზა წარმიმართე,
ძალ-მეც, ვსთრგუნვიდე ბოროტსა სულსა!

შენანებულს შენ არ მოიძაგებ,
ნუგეში ამით მე მემატება!
და სულგრძელებას შენსას ვადიდებ,
ოდეს მეზვერე გამახსენდება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1459 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი,
შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.
- საით, ბიჭებო, - გავძახე...
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით...
მე ჩავუარე ბავშვობას, - ბურთს თამაშობდა მინდვრად,
ადგა და გამომეკიდა, ღვარღვარა ცრემლებს ღვრიდა.
გადავუფრინე ციხეებს,
მთალად საქართველოს სერებს.
- ისე იყავით, კარგებო, როგორც გხატეთ და გწერეთ...
რა კარგი იყავ, სიცოცხლევ, ვერ მოგიყირჭე ქებით,
მტრებიც კი მყავდნენ კარგები, არათუ მარტო ძმები.
მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიხილავ ხვალე,
ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყარე მხარე.
სულმა დავლოცე ცოლ-შვილი და პატიებაც ვთხოვე
ჩემი ცხოვრების სიხარულთ,
ჩემს ჯვარს და სვეტიცხოველს.
როცა მე გარდავიცვალე, იქ დავიბადე მყისვე,
ჩემი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ.
იტირე, ჩემო პატარავ,
გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა ჩვენს მარადიულ გამჩენს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1521 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად_
და სადაც წახვალ_ ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა, მრუშება აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: "რისთვის დავანაწილე,
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რათა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"
მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს_
მოვალ და ჩემის ხელით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს,
არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე ბედნიერი და უბედური
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი.


ი. გრიშაშვილი
1928 წ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წამებულ ცხოვრებას ემატება ტანჯვეის წუთები,
ნეტავი რატომ, რისთვის ვარ მე ყველას
მსხვერპლი.
ვალის გადახდას ყველას მაგივრად რატომ ვუნდები,
რატომ ბედნიერ წუთებს, წამებს მე ახარ ველი.

ალბათ იმიტომ, ყველაფერმა ჩემზე იარა,
ქალმა ტუ კაცმა, ყველამ ტავზე გადამიარა.
უიხბლო ქვეყნად რატომ ვარ ღვთისგან გაჩენილ,
უკნდა ვიტანჯო წუთისოფელ, რაც მაქვს დარჩენილი.

არა! ტანჯვა და წამება ბერი ვიტანე,
ბევრი წუთები მე სიმწარის გადავიტანე.
უკვე რამდენჯერ სხვის მაგივრად სასჯელი ვატარე,
როგორც პატიმარს ეს ცხოვრება მე გავატარე.

და თუ შენდობას მტხოვენ კიდეც მონანიების,
უარს ვერ ვეტყვი დაე ღმერთმა აპატიოთ მათ.
ღმერთმა განკითხოს მათი ცოდვები ამქვეყნიური
მართალნი იყვნენ თუ მტყუანნი ვალი მაინც აქვთ.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 950 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ,
კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად,
სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს,
სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას.
სიყვარულია ჯვარცმა, წამება,
საღვთო კოცნაა, საღვთო ფიალა,
შეყვარებულთა წმინდა სახელი
ანგელოზებმა ცაში იციან.
სიყვარულია ჩვენ რომ გვაცოცხლებს,
სიყვარულია, რაც ცოცხლად გვმარხავს,
სიყვარულია თვითონ ღვთაება
და მას მოწილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს.
თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც,
კაციც და ღმერთიც სიყვარულს აჰყავს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 980 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 217 218 219 220 221 ... 254 255 »
პარასკევი, 2024-12-27, 12:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024