♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ,
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები,
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ , თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ... და მაინც გეტყცი, რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა.
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე ბედნიერს ,
მე ქვეყნად მეტი რა მინდა.
მიყვარხარ... გშორდები...ფიქრები თან მაწევს
ცხოვრების უმძიმეს ტვირთად.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი შენს ლამაზ თვალებს
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და.. შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და…სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გარინდული სიჩუმეა გარშემო
სანთლის შუქზე მელანდება წარსული
რომ ვიხსენებ როგორ მეხუტებოდი
ცრემლი მომდის იტანჯება გულსული
მენატრები...საყვარელო..დაბრუნდი
წამით მინდა აქ რომ იყო სიცოცხლევ
მხოლოდ წამით შემოგხედავ გინატრებ
და უეცრად გაიღება კარები
მომესმება ხმა აკანკალებული
გავიხედავ და უეცრად დამხვდები
კარს ატუზული თვალაცრემლიანებული
და მზერა იყო რაღაც გასაოცარი
თვალს ვეღარ გწყვეტდი მეც ნამტირალები
მომიახლოვდი და ჩამეხუტე უეცრად
და ჩურჩულებდი.....
მე ისევ მოვედი ისევ დავბრუნდი
მიყვარხარ სიცოცხლევ როგორც არავინ!!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი!
გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი!

გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი!
გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი!

გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი!
გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით!

ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი!
მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი...

გადამდებია წითელა და სინანული მწარე,
გადამდებია ვარდობის თვის ორი კვირის მთვარე...

გადამდებია ეჭვების და უნდობლობის შხამი!
მომწამვლელია, დღის გამო რაც გიფიქრია ღამით!

კოცონს აჩაღებს ეჭვების უბრალო ნაპერწკალი!
ეს მწუხარება! ეს ვნება! ის დარდი! ის კურცხალი...

გადამდებია ვეება დარდი სამშობლო მთების...
გადამდებია სიკვდილი, გადამედო და ვკვდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1055 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ,რომ აგეშალოს ნერვები
დაგათრობ ღვინით და კოცნით და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გვერდით მოგისვამ,რომ აგერიოს ფერები,
თავს აგატკიებ ლექსებით და ბოლოს მოგეფერები.
ღილებს შეგიხსნი ნელ-ნელა მკერდს გაგიხურებ ფერებით
გულს აგიჩქარებ თვალებით და ბოლოს მოგეფერები.
თაფლსაც წაგისვამ მთელს ტანზედ და მაგრად მოგეწებები
ჯერ გადაგაქცევ ჩემს მონად და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გეტყვი მიყვარხარ ბუხართან მთლად ავენთები
ბუხართან შენი გავხდები ბუხართან მოგეფერები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
ყველაფერი კი ასე მთავრდება,
გული უშენოდ დაიტანჯება.
სული ობოლი მარტო დარჩება
და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,
გაივლის დრომ და დადგება წამი
როცა მე უკვე ვიქნები გვამი.
მე გამიხსენებ სულ ერთი წამი,
შენ გეკუთვნოდა,შენთვის ვარ მკვდარი,
შენი ვიყავი და შენი ვრჩები,
შენს ტკბილ სიზმრებში მე შენთან ვრჩები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს,
გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს,
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს,
ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეძებე იდეალი,მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი
იპოვე სიყვარული ,მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!
იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თOრემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჩვიანი,ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ ,გიჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო!!





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიცოცხლე- შესაძლებლობაა,გამოიყენე იგი,
სიცოცხლე- სილამაზეა,აღფრთოვანდი მისით,
სიცოცხლე- ოცნებაა,შეასხი ხორცი,
სიცოცხლე- გამოწვევაა,მიიღე იგი,
სიცოცხლე- ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე ბოლომდე
სიცოცხლე- სიმდიდრეა,ნუ გაფლანგავ!
სიცოცხლე- ქონებაა,გაუფრთხილდი!
სიცოცხლე- სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე,
სიცოცხლე- საიდუმლოა,შეიცან იგი,
სიცოცხლე- მორევია უბედობათა, სძლიე ყოველი,
სიცოცხლე- საგალობელია, გაასრულე ბოლომდე,
სიცოცხლე- უსასრულობაა შეუცნობადის უშიშრად შეაბიჯე მასში,
სიცოცხლე- შენია, იბრძოლე მისთვის!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 216 217 218 219 220 ... 254 255 »
შაბათი, 2024-12-28, 1:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024