მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
პატარა ქალო ეგ ღიმილი რარიგად გშვენის და შენს თვალებში ქალწულობის ეშხი კიაფობს ჯერ შენ რა იცი ლამაზ ქალებს რა ტანჯვა ელის რა გეშველება ცისფერთვალა ტურფა იადონს
თუ მაგ თვალების მათრობელა შარბათი შესვეს შენს სიტურფეზე პოეტები ლექსებს იტყვიან სევდიან ხმაზე გიმღერებენ ლამაზთა მეფეს ქალების ფასი პოეტებმა კარგად იციან
გაგიტაცებენ სიყვარულის ეკლიან გზებით უმანკო გულში აინთება ტრფობის ხანძარი მოვა უძილო ღამეები ნეტარი სევდით რა საბრალოა სიყვარულის ცეცხლით დამწვარი
მე ვერ გიშველ კმარა ჩემი სულის ტკივილი მოგონებები უნდა გულში სათუთად ვმალო ჩემს გაზაფხულებს მომაგონებს შენი ღიმილი ჩამოიარე ჩემს ქუჩაზე პატარა ქალო...
|
ხელის გულები ამაფარე თვალებზე თორემ, მოგიტაცებენ დაუნანებლად. ნაზი თითები ამაფარე ბაგეებზე, რომ არ გეჩურჩულონ დაუსრუოებლად. ძალა მარგუნე,რომ აღვიდგინო ნებისყოფა შენ რომ დაგნებდა. შიში გამიქრე გაფოთლილი სულის რტოებზე, შიში დაკარგვის-თითქოს მტოვებდე. ამ გულსაც მოუხერხე რამე, შენთან რომ დარჩა და არ უნდა წასვლა აღარსად. მხარი მომაყრდენ,რომ დავიჯერო ამ ქვეყანაზე სხვანაირიც ყოფილა სითბო და გევედრები რომ არ მითხრა: მეტისმეტს ითხოვ შიში დაკარგვის-თითქოს მტოვებდე. ამ გულსაც მოუხერხე რამე, შენთან რომ დარჩა და არ უნდა წასვლა აღარსად. მხარი მომაყრდენ,რომ დავიჯერო ამ ქვეყანაზე სხვანაირიც ყოფილა სითბო და გევედრები რომ არ მითხრა: მეტისმეტს ითხოვ
|
ხან ქუჩაში ვარ გადებული, დავდივარ გზა–გზა, ხან დირეზე ვარ ჩამომჯდარი შენს სახლის კართან. შენ თუ გართობა განგიზრახავს შესვი ფიალა, რა ავსებს იცი? ჩემი სისხლითგულის იარა. მერე ღვინოთი ჩაიარე ჩემს საფლავისკენ, ეს სისხლის ტიტაც შენთვის ყვავის, ჩემთვის კი არა. ზოგჯერ გაკვირვებს უცნაური კანონი ღმერთის ტიტას მაგიერ,სარეველას გაწვდიან ეკლის. როგორც მინდოდა, სტრიქონები მეძებნა ცაში, შენ, გულის მხარეს, ბასრი დანა ჩამასვი მხარში. მე ვერ მოგხიბლე ვერც კოცნით და ვერც ყვავილებით ჩემი სიკეთე დაივიწყე ისროლე წყალში. შეხედე ხე ვარ, სისხლისფერი ცრემლად ქცეული, ჩემი ფესვები გახმა, ცრემლის გუბეში წოლით. რად გამიჩინე ნეტავ ეჭვი, შენზე ფიქრებით, მეგონა ფეხქვეშ მდელოს მფენდი შენ კი პირიქით. ორ რამესა გთხოვ, ერთის მაინც, იმედი მქონდეს, არ დაივიწყო რასაც ვწუხვარ, რისთვისაც ვგოდებ. სადაც გაივლი, წინ ვარდივით გადავიშლები, შენს განვლილ გზაზე, დარჩენილი მტვერი ვიქნები. აქ მეც კაცი ვარ და სუსტი ვარ შესაფერ ლერწყმის, ჩემი გონება სხვის მშვენებას არასდროს ერწყმის. როცა მისწყვდება, შენი კაბის ჩუმი შრიალი, შენს ფანჯარასთან გავჩერდები მკერდნატყვიარი! ჯობს დავიტანჯო, არ მერჩიოს ტკივილისთმობა უსიყვარულოდ გულს მოელის, უდროოდ ჭკნობა! მიხეილ ჭიჭინაძე მას გაუფრთხილდი რაც გიყვარდეს, ასეა წესად, თუ დაგემსხვრევა გული ქვაზე დაიწყებ კვნესას. შენ თუ შორსა ხარ, მკერდმა გული რით დაიტიოს, ჩემმა გონებამ სხვა იმედი რისთ
...
Read More
|
ნაპირს დაუკოცნა კენჭები და გულზე სველი კოცნა დაუდნო... თრთოლვა გაიყოლა ფეხებიდან ჩაიღიმილა და გაუგო... ცხელი ჩაიხუტა ქვიშა გულში ტალღა დაუფინა ნაპირზე თუკი ვერ აყვები სიხარულში მაშინ არაფერი დაპირდე... ამ მზეს,გაგიჟებულს ამის ცქერით ამ ცას მოლივლივეს ცისფერში, ვერას დააჯერებ დაფიცებით მზერას გამოიჭერს სივრცეში. მერე დაგიბრუნებს ამ მზერას და გკითხავს,რა გტკივა და გაოცებს გაგამხელინებს,რომ მოგენატრა გულთან მიგიკრავს და გაკოცებს. ნაპირს დაუკოცნა კენჭები და გულზე სველი კოცნა დაუდნო თრთოლვა წამოკრიფა ფეხებიდან თვალი ჩაუკრა და...გაუგო
|
უცებ გაისმა თოფის ზრიალი გულთან დაამთავრა ტყვიამ ბზიალიბბბ ბნელმა შეცვალა დღე თბილი, მზიანი კუბომ დაიწყო მზეზე პრიალი...
ბიჭია მკვდარი, ბიჭია მკვდარი, წითლად შეიღება თბილისში მტკვარი კანკალმა აიტანა მთლიანად ტანი ბიჭმა შეაღო სამოთხის კარი...
სატრფო დასტირის მას ცივ საფლავზე ცრემლი შეჩერდა გაყინულ წამწამზე... თითქოს უნდა, რომ ეს დრო გაჩერდეს და საერთოდაც აღარ გათენდეს...
მაგრამ დრო მიდის, აღარ ჩერდება ტკივილს კვლავ მოსდევს ახალი ტკივილი ყურში ჩამესმის ღრუბლების ტირილი და გულს მიხეთქავს დროის კივილი...
ქალი ჩაეხუტა მხურვალედ ცივ ქვას ეს ხომ ქმრის სულის ტკბილი სურნელია სული განუტევა... ქალი სულელია... ჩვენი ცხოვრება ხომ თეთრი ფურცელია...
|
მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა, მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.
როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე, მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.
შენი თვალების,თმების,ტუჩების ერთობლიობა ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს, შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.
გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა, ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან როგორც მიყვარხარ,ისე გიყვარდე,ძალიან მინდა.
|
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.
წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".
წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...
უცებ კარს აღებენ და შემოდიან. იძულებული ხდები ჩამოხვიდე. სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს. რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო. ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან. ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი. სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან. უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა? ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ. ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...
ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი. ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა. სადღეგრძელო პირველ
...
Read More
|
მე შენი მონატრება მომენატრა. . . მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . . მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . . მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. . . მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . . დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . . აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . . ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . . ჩემი ბრალი იყო ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. .. ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს..გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი... ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი... თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . . მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას... არავისთვის არ მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია... ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . . ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხვდები და თუნდაც სხვასთან ერთად შორიდან თვალს შეგავლებ .....
|
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება. შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება. სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე, ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე. სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები. სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები. სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი. სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი. სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია. სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა. სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა
|
გავიგე თურმე ჯვარს გწერდნენ სხვაზე. შენ კი ტიროდი გულდათუთქული. გავიგე რომ თქვი უარი მასზე და რომ გაგზავნე გულდახურული.
თუ რატომ უთხარ უარი იმ ბიჭს მიზეზი მაინც გავიგე შენი. რატომ გაფითრდი და დაიბენი, როცა ახსენეს სახელი ჩემი?!
რატომ ხკიოდი არ ვთხოვდებიო ნეტავ მიზეზი რა იყო ამის?! სთქვი რომ გიყვარვარ, გემუდარები ბედნიერება მახირსე წამით.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|