♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


წვიმს და მიდიხარ დღეს...
ნისლია და ქარი ქრის...
ეს მაინც მითხარი: მე
იმედი მქონდეს რის?

იმედი მქონდეს რის,
როდესაც ცივა და ქრის,
როდესაც მიდიხარ დღეს
და ნახავ არ ვიცი ვის...

არ ვიცი ვის ან რას,
იქნება... ვინმე სხვას.


გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის
ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა.
ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას
ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო
ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა.. ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 966 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა...
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 999 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარხარ,როგორც,დღეს ღამე უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მზეს მთვარე უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ცას მიწა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ზღვას ღელვა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ქარს ქროლვა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ჩიტს ფრენა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,თევზს ცურვა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მხეცს თავისუფლება უყვარს
მიყვარხარ-როგორც,თოვლს დნობა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,პოეტს მუზა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მხატვარს ფუნჯი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მუსიკოსს ინსტრუმენტი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ხელოვანს გამოფენა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მებაღეს ბაღი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ადამს ევა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,კაცს ქალი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ბიჭს გოგო უყვარს
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ..........

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1367 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
"ის შენთან მოვა" 

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 919 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ
ამბობდი _
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ _
თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გაცვეთილი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ _
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ როდესაც გზაში შემომხვდი, თითქოს ვერ მიცანი,არც კი მომხედე,
მაგრამ როდესაც მე შენს გზას ავცდი მოვბრუნდი უკან და მოვიხედე,
გვერდს გიმშვენებდა ის ახალგაზრდა რომელშიც ასე უცებ გამცვალე,
თუმც თვალში ცრემლი წამომერია მაგრამ მაინც ვთქვი: ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე



სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით რამეს რომ გაძლევენ კარგია,
არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი სხვისიც არასოდეს გაკლია
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით რომ გეფერებიან კარგი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 960 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ ...




თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მეგონა ჩემი იყავი...
მე მხოლოდ ამ ფიქრით ვთბებოდი
მეგონა ჩემთვის სუნთქავდი
მე ხომ ამ სუნთქვით ვტკბებოდი
მეგონა ჩემი ოცნება ფრთებს შეისხავდა იფრენდა
მეგონა შენ მე გიყვარდი...
მაგრამ მე მხოლოდ მეგონა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!

ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი... სევდა -
მხოლოდ პოეტის გულში.

წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
- საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 964 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში
თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 220 221 222 223 224 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2024-12-26, 6:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024