♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წიტელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 974 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩუმი მონატრების ნაფეხურზე
შევრჩი დაუნამქრავ კვალად,
დროის აღმართზე მივეხეტები
ხელი შემაშველე მამა!...
განთიადები ცის ბილიკებზე
ჩაქრნენ, შემახეთქეს წყვდიადს,
მზეს ამოვკაწრავ ფანჯრის მინებზე
ყინულს მივაკერებ სხივად...
საფლავის ქვაზე მხოლოდ მდუმარე
მზერა დამიტოვე მკრთალად,
ცხოვრების ტვირთმა მხარი ჩამომტეხა,
ხელი შემაშველე მამა!.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს.
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.


ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ,
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,


და ენძელებიც იქცნენ იებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაპერი ხომ შეიძლება.
ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე
და გულმა მაინც წყევლა ისურვოს,


ხომ შეიძლება სძულდე ვიგაცას
შენ კი ვერა და ვერ შეიძულო.
ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე,
მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,

ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს,
შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 864 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჯერ ბავშვები ხართ რა იცით რამე
ჯერ თქვენ ვერ ამჩნევთ დღეა თუ ღამე
ჯერ ბავშვი ხარ მაგრამ პოეტს უყვარხარ
და დავიჯერო ვერაფერს ამჩნევ?
რა არის სიყვარული ამას აგიხსნი
ჯერ ჩვილი ხარ და ეგეც არ იცი,
თუ გინდა ისწავლე დიდხანს დაგიცდი
კარგი მე გეტყვი რომ სჰემიყვარდი
და სჰენ მიიღებ როგორც არაფერს
შენ გაიფიქრებ რომ დებილი ვარ ანდაც მე ვაფრენ
თუ სწავლა გინდა გიშველის მოცდა
კარგი ხერხია ტუჩებში კოცნა ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 895 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტYყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1000 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სადღაც თოვლია....
სადღაც ქარია...
სადღაც ღრიალებს ტალღა....

არაფერია....
ეს სიზმარია....
შენ გაიღვიძებ ახლა....

შენ გაიღვიძებ
და შეშფოთებით
მიალერსებ და მეძებ....

შენი სხეულის თეთრი ტოტები
მეფინებიან მხრებზე...

და რადგან ცხადლივ არის სიმშვიდე
ისევ იძინებ ახლა....

სადღაც თოვლია...
სადღაც ქარია....
სადღაც ღრიალებს ტალღა....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,
რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.

რაც მიდის, მიდის, რაც არა,
რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.

რაც მოდის, მოდის დროულად,
მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 956 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 940 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წამიკითხე ცა -
მზის სხივებად, თითოდ...
ჩალისფერი თმა, -
თითო, თითო, თითოდ
გადათვალე... ღამით, -
ვარსკვლავებიც იყოს...
როცა ჭინკობათვეს
გულთან ახლოს მიკრობ,
გაწეწილი ჭინკა,
დამიძახებს ვითომ?!
- წასაღებად რა?
რა გადამრჩა, ვფიქრობ!
მინდა, შენ და მთვარე
წამწამებით გიგრძნოთ...
- მომიყვები რამეს?!
სრტიქონ,
სტრიქონ,
სტრიქონ...
წამიკითხე ცა!
მზის სხივებად, თითოდ...
ჩალისფერი თმა, -
თითოდ, თითოდ, თითოდ...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1023 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალებს შეუძლიათ _ იცინონ
თვალებს შეუძლიათ_ იტირონ
თვალებს შეუძლიათ_ იცქირონ, შემდეგ დაღლილებმა _ იძინონ
თვალებს შეუძლიათ _ შეყვარება
თვალებს შეუძლიათ_ დავიწყება
თვალებს შეუძლიათ_მოგონება
თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის შეჩერება, შეკავება
თვალებს ბევრის გული შეუცვლია
თვალებს ბევრი რამე შეუგრძვნიათ
სანამ სიყვარული იარსებებს თავალებს ყველაფერი შეუძლიათ








კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 898 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 160 161 162 163 164 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-07-14, 1:17 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025