მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
გაზაფხულია,წვიმის წვეთები ქუჩაში ლამაზ ფერხულს უვლიან, წკაპუნი გააქვთ ფანჯრის მინაზე და მოგონებებს ფერებს უცვლიან. ვიხსენებ იმ დროს, როცა გიყვარდი, მოხვიდოდი და მზესავით მწვავდი, შემდეგ კი წვიმას დაუმეგობრდი, შემდეგ თავადაც შავ ღრუბელს ჰგავდი. შენ მოდიოდი წვიმასთან ერთად, გადაიღებდა,მტოვებდი მყისვე,
|
მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა, უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე, სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი, ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?.. ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად არ შემიძლია მე შენი პოვნა.
|
იქნებ იმ წუთას მოგეჩვენა ზურგს უკან ფრთები და ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით? თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება ლეგენდად იქცა, – მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნული და რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას, მიწამ სხეული მიიხიდა და ზეცამ სული. მაგ მძლავრი ფრთებით მოიხვეტე ჟამი და სივრცე, გადარჩენილხარ დავიწყების სუნთქვას სუსხიანს, ხოლო სიკვდილით ეზიარე იმხელა სიბრძნეს, რომელიც დღემდე ვერცერთ მოკვდავს ვერ აუხსნია.
|
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს, მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა, ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ, დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.
იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა, ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.
ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს, მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს, ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.
წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა
დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას, ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა, ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას..
|
თეთრ მიხაკებს ვიკრავ გულში მომაცილებს თეთრი რაში, ცხრამეტი წლის გავხდი გუშინ, გუშინ გავხდი...ოცნებაში. მე ასეთი ბედნიერი თუ ვიქნები ნეტავ ოდეს, -ველ-მინდვრებო!ვამბობ ღელვით- გვირილები მომაწოდეთ.. გვირგვინს მთები დაგიწნავსო- ჩამჩურჩულა სიომ ნელა. გულის სწორი თუ არ გყავსო დღესვე წადი საძებნელად. ტყემ დაუშვა მწვანე ფარდა, თვლა დავუწყე ნაძვის გირჩეებს: გულის სწორად?..მე შენს გარდა სხვას არავის ამოვირჩევ!...
|
ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ არ მოგატყუოს ლამაზო ქალო, იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს, იგი არასდროს არ შეიყვარო. შეხედულება შენ ნუმოგხიბლავს, გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი, ის კი არ კმარა ილაპარაკო: მე მყავს ლამაზი შეყვარებული. ლამაზ ტანსაცმელს მდიდრულ ცხოვრებას, შენში არასდროს ქონდეს დიდება, სული ეძიე ადამიანში, ხორცი ბაზარშიც კი იყიდება. ნუ გაგიტაცებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი, მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:
"კაცია ყველა ადამიანი?"
|
უხერხულია შენ გერქვას ქალი, შენში დევს ძალა რაგაც ღვთიური, ქვეყნად ბევრია ლამაზი,მაგრამ შენ ხარ ყველაზე ფანტასტიური, აეკიდება ყველა პოეტს შენი ზმანება შენი თვალებით შეიქმნება მუზა ულევი, შენი ღიმილი გააღვიძებს გრძნობას მიმალულს, ამოიფრქვევა პოეზია გამოულევი, ძვირფასო შენთვის არ არსებობს ალბათ ოცნება, რადგან ოცნების დედოფალი თავად შენა ხარ , თვით რუსთაველიც კი დაწერდა ახალ პოემას შენი უმანკო სილამაზე რომ დაენახა....
|
რიცხვები ირგვლივ გამრავლდნენ ბევრად ბრმა მნიშვნელობებს მეტად იძენენ, ჩვენც გვაბრმავებენ მეტად და უფრო სანთლით ერთები თუ მოიძებნენ. მეტანიების,ლოცვის,პირჯვარის რაოდენობას რამე აზრი აქვს? თუ მათგან ერთიც ვერ ირწმუნე და თუკი ვერცერთი გულთან ვერ მიგაქვს. თავგზას აგიბნევს ანგარიშები, კარგის ან ცუდის მთვლელი რიცხვები, დაგავიწყებენ შემთხვევითობას სილოგიზმები,გამორიცხვები. თავისკენ არცერთს არ ექაჩება არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი, ჩვენ გვაქვს უფლება,ჩვენივე ნებით რომ ავირჩიოთ მათგან ერთ-ერთი. ეს მიმაჩნია ბედნიერებად და არა ირგვლივ ვინმე ან რამე, არ მავიწყდება შემთხვევითობა, თორემ იქნება ორმაგად მწარე... მივდივარ იქით,სასადღაცეთში, სადაც ახალი ჯერ არ მინახავს, გიტოვებთ ლექსებს,უფრო ისეთებს, თავის სხეულში რომ შემინახავს. მივდივარ ახლაც,რატომ გავჩერდე, გამეცალეთ ან გადამეღობეთ, არ აიხლართოთ ბრმა რიცხვებში და როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ.
|
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება, მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც: გზა გაიხსნება, ან შეიკვრება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ, ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც და ამოვწურო ეს სიმარტოვე, ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს, რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი. მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს - კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით..
|
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო, ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?....
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
 |
|