რა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი? რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.
ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს: პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები, მინუსები და პლიუსები.
განქორწინებული
ასეთ მამაკაცს მდიდარი გამოცდილება აქვს ქალების სფეროში. მაგრამ ამისი ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველა ყოფილმა ცოლმა მასში რაღაც გარკვეული დადებითი ცვლილება შიეტანა. მან იცის, თუ როგორ ასიამოვნოს ქალს, რა საჩუქრები უყიდოს: რატომ არის ქურქი კარგი, ხოლო - უთო - ცუდი. მან იცის, რომ სახლში უნდა დარეკოს როცა იგვიანებს, რათა ცოლმა არ ინერვიულოს. იცის როგორ მოიქცეს როცა ქალს დეპრესია აქვს ან ცუდი განწყობილება.
ამავე დროს მას აქვს მაგალითი შედარებისათვის. ერთი შესანიშნავად ამზადებდა, მეორე იდეალურად რეცხავდა და აუთოებდა, მესამე უბრალოდ ‘’თავბრუდამხვევი’’ იყო. იგი გათამამებულია და სურს, რომ ახალ ცოლს ჰქონდეს ყველა ეს თვისება, იყოს სუპერცოლი! ბერბიჭა
არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებიც 40-45 წლის ასაკშიც კი უცოლოები არიან და არასოდეს ყოლიათ ცოლი. ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს ეს მამაკაცი ხვდება, რომ მას სჭირდება ცოლი, რათა სიბერეში "ჭიქა წყალი მაინც მიაწოდოს". იგი უკვე მზადაა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, შექმნას ოჯახი. მისი პოზიციაა: მაქვს სახლი, პროფესია, მატერიალური ბაზა, მყარად ვდგავარ ფეხზე, ახლა კი მინდა მემკვიდრე, შთამომავლობის გაგრძელება.
რითია კარგი ასეთი მამაკაცი: გარდა მაღალი სოციალური სტატუსისა მას აქვს ერთი უდაო პლიუსი - იგი იდეალური პოტენციური მამაა, რადგან იგი ამისათვის დიდი ხანია მომწიფდა. მას არ სჭირდება თვითდამკვიდრება ოჯახური კონფლიქტებით, რადგან უკვე ბრძენია და სერიოზული ადამიანი, რომელიც ცდილობს ყველაფერი პოზიტივისაკენ წაიღოს. ჭაღარა შეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი)
ცხოვრობდა მამაკაცი ულამაზეს ცოლთან 20 წლის განმავლობაში, შემდეგ რაღაც მოხდა - მას დაემართა შუა ხნის კრიზისი. შეხვდა ახალგაზრდა ქალს და გადაირია, ეწვია ახალი სიყვარული, ვნება. ასეთ ქორწინებას წინ უსწრებს ვნებიანი რომანი, ცხოვრება ორ სახლში, მძიმე განქორწინება პირველ მეუღლესთან. საყვარლები, რომლებიც თხოვდებიან ისეთ მამაკაცებზე, რომლებიც სხვისი ოჯახიდან წამოიყვანეს, შემთხვევათა 80%-ში ძალიან იმედგაცრუებულნი რჩებიან თავისი ქორწინებით.
ერთი საქმეა კვირაში რამდენიმე შეხვედრა და მეორე - ჩვეულებრივი, ოჯახური ცხოვრება. ახალგაზრდა საყვარელი, რომელმაც თავისას მიაღწია და სხვისი ოჯახი დაანგრია, ბევრს ვერაფერს იღებს: იგი იხდის ქუსლიან ფეხსაცმელს, "ხდება ორსული" და დგება ფეხშველი გაზქურასთან. მისი ქმარი კი იგივეს ხედავს, რასაც პირველ ოჯახში. მამის ძიებაში
ასეთ ქორწინებაში ურთიერთობები შემდეგნაირი სქემით დგება: მე- უფროსი ვარ, შენ- უმცროსი. მე უფრო დაბრძენებული და ძლიერი ვარ, შენ - პატარა და სუსტი. როლების ასეთი განაწილება ქალს აძლევს კომფორტისა და დაცულობის შეგრძნებას. მამაკაცი აჭარბებს მას თავისი ცოდნის მარაგითა და გამოცდილებით. მასთან ყოველთვის საინტერესოა. ხშირად ქალები ასეთ ქორწინებაში უბრალოდ ბანაობენ მეუღლის ყურადღებაში, ზრუნვასა და სინაზეში. მათ ათამამებენ, იცავენ. მამაკაცები 50-60 წლის საკში ძალიან რომანტიულები არიან, ისინი ქორწინებაშიც ისევე ლამაზად ეპყრობიან ქალს, დაყავთ თეატრში, აძლევენ მას სულიერ და ემოციურ საკვებს, რასაც ვერასოდეს მიიღებდა ქალი თავისი ასაკის მამაკაცისაგან. ასეთ მამაკაცს ქალი არასოდეს მიატოვებს, მას შეიძლება ჰქონდეს შემთხვევითი კავშირი ფიტნესის ინსტრუქტორთან, მაგრამ ქმარს არასოდეს დატოვებს. მედალის მეორე მხარე
მომწიფებულ ასაკს მოაქვს განსაზღვრული პრობელემებიც, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესებასთან და ქმრის დაბერებასთან. ხანშიშესულ მამაკაცთან ქორწინებისას ქალი გამსჭვალული უნდა იყოს თანაგრძნობის, ტაქტის, მოთმინების უზარმაზარი მარაგით. თანაცხოვრების უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ქალმა უნდა იცოდეს, რომ რაღაც-რაღაც საკვები მის ქმარს კუჭს გაუღიზიანებს, ან იგრძნოს, როდის ეწყება მას რევმატიზმი ან დიაბეტის გამწვავება.
ასეთი მამაკაცის ცოლობისას ქალმა უნდა იცოდეს, რომ იგი არა მხოლოდ კარგი დიასახლისი უნდა იყოს, არამედ კარგი ექიმიც. წნევაც თავის დროზე გაუზომოს და ვიტამინებიც დროულად მისცეს. ყურადღება მიაქციოს, რომ ქმარი ცხოვრების ჯანმრთელ წესს ეწეოდეს, ვარჯიშობდეს, ისვენებდეს.
ხანშიშესული მამაკაცის ცოლები თითქოს დაბერებას იწყებენ. მამაკაცი ახალგაზრდავდება, ხოლო ქალი უფრო სწრაფად ბერდება და თავის ასაკთან შედარებით ბევრად ხნიერად გამოიყურება.
მამაკაცმა შეიძლება გული გაუწყალოს ქალს: ეს აქ რატომ დადო, ის იქ რატომ ჩამოკიდა, ისე ვერ მოამზადა და ა.შ. მას თავისი წესები აქვს - იგი ასე მიეჩვია. არასოდეს ეცადოთ გადააკეთოთ იგი, რაღაც დააძალოთ. არსებობს ჩვევები, "პატარა უცნაურობები", რომლებიც საჭიროა ისე მიიღოთ, როგორც მოცემულობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენამდე მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და უკვე აქვს ერთხელ და სამუდამოდ დამყარებული წესრიგი. ხნიერ ქმარს გამუდმებით ეშინია რომ მისი ცოლი უფრო ახალგაზრდასთან წავა. მას ეშინია, რომ იგი "ანგარების" გამო უყვართ, მაღალი სოციალური სტატუსისა და მატერიალური კეთილდღეობის გამო. თუ კაცი ახალგაზრდა ცოლთან წავიდა და მიატოვა ყოფილი ცოლი, რომელთანაც ოცი წელი გაატარა, მას ექნება დანაშაულის გრძნობა შვილების წინაშე. საერთოდ კი ასეთ ქორწინებას უპრობლემოს ვერ დაარქმევთ. ვიღაცა შეიძლება ქმრის იმპოტენციას შეეჯახოს, ვიღაც რევმატიზმს და ვიღაცა ეჭვიანობას.
მაგრამ ახალგაზრდა გოგონები ძველებურად ისწრაფვიან ასაკოვანი მამაკაცებისაკენ მამის მსგავსი მხარდაჭერის, ინტელექტის, რომანტიკის, სულიერების და ყურადღებისათვის, რასაც ხშირად ვერ პოულობენ თანატოლებში.
|