მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი...სიყვარული ნარკოტიკს გავს... თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება... ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს, თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია განზე გადგე... საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოუკიდებელი ხდები... მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ და ორი წუთით ივიწყებ... თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს იმასვე გრძნობ რასაც ნარკომანი, წამალს რომ ართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის...
...
Read More
|
დაუკითხავად თუ შემიყვარდი, თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე, მიყვახარო თუკი გამოგიტყდი, სული აგიშფოთე, მაპატიე... ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა, მაგრამ შარაგზაზე გავათიე, წინ მე შენი სახე მომიძღვოდა და თუ აქაც შევცდი, მაპატიე... ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე, მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე, შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე... შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს, შენზე დარდი თუ დავარბიე, რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი, დამნაშავე ვარ და მაპატიე...
|
საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება! თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან: საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები! ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა! ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში. დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად. საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რ
...
Read More
|
1. სიზარმაცე . იმის მაგივრად საყვარელი მამაკაცი გააფრთხილოთ რომ , დღეს მეგობართან რჩებით არ ურეკავთ თუმცა იცით რომ არ მოეწონება. ან როცა სხგავან მცხოვრები მისი ბებია ავადმყოფობს სანახავად არ მიჰყვებით . უბრალოდ გეზარებათ და თვლით რომ მამაკაცი თქვენ გარეშეც თავს ყველაფერს გაართმევს
2. მომთხოვნელობა . "ამ პერანგს ნუ იცვამ" , " ასე ნუ იქცევი" , "შენ არ დაელაპარაკო შენს მეგობრებს" .... მამაკაცს ისე ექცევით თითქოს სათამაშოს რომელსაც მოგესუვებათ დაშლით მოგესურვებათ - თქვენი გემოვნებით ააწყობთ . ეს საგანგაშო სიგნალია!
3. სუნთქვის დახშობა . მამაკაცი აიძულეთ კრივში ვარჯიშისთვის თავი დაენებებინა , რათა მეტი დრო თქვენთვის გაეტარებინა . ადამიანი უჰაეროდ არაუმეტეს 5 წუთს ძლებს . საეჭვოა თქვენი სიყვარული ამაზე დიდხანს გაგრძელდეს.
4. დრო. ფიქრობთ "მიყვარხარ" თქმის დრო ჯერ არ არის . ყველაფერს ანგარიშობთ და გეგმავთ , მაგრამ არ იცით , რომ სიყვარულისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი , არსებობს მხოლოდ ეხლანდელი დრო . <
...
Read More
|
არასოდეს არის ღამე ისეთი ბნელი, როგორც გამთენიისას... არც შიშია სხვა დროს ასე საგრძნობი... ღამის საფარველი გრძნობებს სურვილისამებრ უცვლის ელ-ფერს, გეგონება ამის უფლება ჰქონდეს... ან რატომაც არა? პანიკური შიში... იმისი რაც დღის შუქზე ოდნავადაც ვერ აგაღელვებს... ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე... შიში რისი? იმისი, რომ ხვალინდელი დღე გათენდება... მაგრამ უშენოდ... რომ სამყარო გააგრძელებს არსებობას, მაშინაც კი, როცა შენს სხეულს მიწას მიაბარებენ... როცა... არ იქნები შენ... ისინი ვინც გიყვარს... ვისთანაც არაფერი გაკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ეუბნები გამარჯობას... პანიკური შიში... რომ არ გათენდება... მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ყველა ნატრობს... არარსებობას... და რეალურად ვერ აცნობიერებს მის ნამდვილ დატვირთვას... ადამიანი ყველაფერს თავისი საზომით ზომავს - სამყარო მის გარეშე ვერ იარსებებს... ...მაგრამ ის არსებობს... მის გარეშეც, სხვის გარეშეც... კიდევ ერთი მზის სხივი... განთიადი... ცვარი... "ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა...” ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე... პანიკური შიში სამყაროს მარტო დარჩენის... უშენოდ... ის კი არსებობს უშენოდაც დიდი ხანია... მწვანე მდელოდან უსაზღვრო ცაში ნარ-ნარ ჩაცურება... შეგრძნება ვარდნის... ეს სიკვდილი არაა... სიკვდილი ის წამებია... გამთენიისას ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე რომ გიმძიმებენ ფიქრებს... მზეს რომ ჩასცქერი თვალებში და... სიბნელეა... პანიკა...
...
Read More
|
PAKA leksebinutu dagavicyda chemi siyvaruli i,nutu agar icevs shensken che mi guli,nutu piqrebidan martla amomshale,rame magrznobine to rem shevishale. moval chegxedav lamaz tvalebshi da shens tbil xelebs gulshi chavikrav... mogeperebi da cumad getyvi: shens naxvas sxvastan vegar avitan Seni danaxva mmatebs sicocxlis erT wams... Seni Tvalebi siyvarulisTvis kidev erT grZel wuTs... Seni Rimili Seni naxvisTvis kidev erT saaTs.. Seni kocna ki mxolod erT wamSi mTel Cems cxovrebas ushenod gadzleba ar aris advil i,ra vqna rom ertmanets gvasho rebs mandzili ici megobroba ka rgi da namdvili,chems gulshi s hen ukve gaqvs sheni adgili!!!
გამოტყდი ბარემ რომ დაიღალე... არ გინდა შეხვდე მტრედისფერ დაისს... გამოტყდი ბარემ ,,ვერ შეგიყვარებ'' გამოტყდი! მე კი მიყვარხარ მაინც... მე ხომ უშენოდ მივყვები ნაპირს... მარტო შევხვდები მტრედისფერ დაისს... უკვე დავწრმუნდი ვერ შემიყვარებ... რა ვუყოთ...მე ხომ მიყვარხარ მაინც!!!...გამოტყდი ბარემ რომ დაიღალე... არ გინდა შეხვდე მტრედისფერ დაისს... გამოტყდი ბარემ ,,ვერ შეგიყვარებ'' გამოტყდი! მე კი მიყვარხარ მაინც... მე ხომ უშენოდ მივყვები ნაპირს... მარტო შევხვდები მტრედისფერ დაისს... უკვე დავწრმუნდი ვერ შემიყვარებ... რა
...
Read More
|
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწას ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე და ეკლესია თითქოს თოვლია.
|
ქურდი ვარ... ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი... ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე.... ვაღიარებ, რომ დროს საათები მოვპარე... და ამიტომ თენდება გვიან... დავდივარ, ვიპარავ აპრილის წვიმებს... ხანდახან მზის სხივებსაც... ცისარტყელას ფერები მოვპარე.... შვიდიღა დარჩა... ვიპარავ ყველაფერს და ნელ_ნელა ვაწყობ გულს... ზღვას ნაპირი მოვპარე... ვარსკვლავებს ერთმანეთი... და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი რო სანამ შენ ამ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე... სულ ცოტა... დღეს მაინც რო მეყოს....
|
"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს... რა ნაცნობი იყო... დიდხანს ვიხსენე სად მენახა... ბოლოს მივაგენი... სულ ახლახანს ვნახე იგიც, ღიმილით მეტყოდა: ბედნიერი იყავ!... სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ... ეს ყველაფერი ჩემი იყო! ირგვლივ ჩემი აწმყო მეხვია!... ჩემი ცხოვრება... როგორ დამჭკნარა ყოველივე... ერთი მწვანე ფოთოლი აღარ დარჩენილა არსად... ამასაც უძლებს თურმე ადამიანი... რა უცებ შეიცვალა ყველაფერი... ერთი ხელის მოსმით გადამისხვაფერებია ყოველივე... რად მინოდა?... შეცვლა რომ შეიძლებოდეს... ალბათ... ალბათ მაინც იგივეს ჩავიდ
...
Read More
|
"ცასწავალა" (ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას)
მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც შეჰყმუიან ყველას, ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი, იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან. ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებული მთის ფერდობზე გავიცანი. ზაფხულობით თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კენკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები. ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე.გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ბალახებიდან ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ცხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ხვავილებიც კი შეიშმუშნენ. ცასწავალამ ერთ ხანს იფრინ
...
Read More
|
« 1 2 ... 69 70 71 72 73 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|