მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
ჩვენ ვამბობთ "არ მიყვარს", გულში კი ცრემლები მოგვდის. ჩვენ ვამბობთ "მეზიზღება", იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ დავიჯეროთ ეს. ჩვენ ვამბობთ "ნახვამდის", იმ იმედით, რომ მას კიდევ ერთხელ ვნახავთ. ჩვენ ვამბობთ "წადი", რომ მანდ არ დაინახოს ჩვენი ცრემლები. ჩვენ ვამბობთ "არასოდეს", როდესაც ვიცით, რომ ეს კიდევ ერთხელ მოხდება. ჩვენ ვამბობთ "გადამიყვარდა", როდესაც გრძნობების აღიარების გვეშინია. ჩვენ ვამბობთ "მე შენ დაგივიწყე", როდესაც მასზე ფიქრი თავიდან არ ამოგვდის. ჩვენ ვამბობთ "მისი ნომერი წავშალე", როდესაც ის ზეპირად ვიცით. ჩვენ ვამბობთ "ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა" როდესაც ყველაფერი მხოლოდ იწყება. ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ "მიყვარხარ", რადგანაც პასუხის მოსმენის გვეშინია. ჩვენ ვთხოულობთ, რომ მარტო დაგვტოვონ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, როდესაც არანაირი შანსი არაა. ჩვენ ველოდებით, როდესაც უკვე კარგა ხანია დაგვივიწყეს. ჩვენ ვოცნებობთ, და თან ვიცით, რომ ეს არასოდეს არ მოხდება...
|
ერთადერთი საიდუმლოება, რომელიც ადამიანმა ღვთისგან განშორებისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ შემოინახა, ქორწინების საიდუმლოა. ქრისტიანული გამოცდილების გარეშეც, ქორწინება საიდუმლოს იმ აზრითაც წამოადგენს, რომ ამ დროს ქალსა და მამაკაცს შორის იმ ერთობისა და სიხარულის აღდგენა ხდება, რაზეც საუბარია დაბადების წიგნში.
ეს არის მომენტი, როცა ერთმანეთზე შეყვარებულ ორ ადამიანს შეუძლია ერთხორცნი გახდნენ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ იმ ერთ რეალურ სხეულად, რომელიც თავის თავში სხვადასხვა მშვინვიერებასა და სულიერებას მოიცავს.
… პირველ ადამიანში ჩადებული იყო მთელი სრულყოფილება, მასში, ზოგიერთ მამათა სწავლებით, ჩადებული იყო ერთდროულად ქალური და მამაკაცური არსი. ადამიანმა დაიწყო ზრდა, მომწიფება, დადგა მომენტი, როცა ერთმა უკვე ვეღარ დაიტია ეს სისრულე - ქალური და მამაკაცური არსი.
"მაშინ ღმერთმა მიუყვანა მას ყველა ცხოველი, რათა ადამიანს დაენახა, ყველა მათგანს მეწყვილე რომ ჰყავდა და რომ შეეგრძნო თავისი მარტოობა ამ ქვეყანაზე. და მართლაც, მან შეიგრძნო ეს მარტოობა...
... მაშინ დააძინა იგი ღმერთმა ღრმა ძილით და მასში მამაკაცურისაგან ქალური გამოყო. გამოყო ისე, რომ თითოეულ მათგანში დატოვა მეორის რაღაც ნაწილი, რომელიც მათ ერთმანეთის ცნობის საშუალებას აძლევდა. და ასე შეადგენდა ეს ორი ნახ
...
Read More
|
შენთვის ვილოცებ მინდა, რომ შენ დამესიზმრო.... რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს. თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავრლიდი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობდი ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს... თუ შენ დამესიზმრები, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩაში... თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერტ ადგილზე ტალრები ზღვისა.... მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომქრებიან ცისკრის ჟამს... გიამბობ, რაზე ჩურჩულებს ასე დაუსრულებლივ ფოთლები.... ან წყარო ვის ამბავს ჰყვება. ანდა ზეციდან წამოსული სპეტაკი ფიფქი, რატომ ისწრაფვის ასე მიწისკენ... მარტო შენ გეტყვი დადუმებულ ზართა გულისთქმას და მოგიყვები გაფრენილ ჩიტთა დარდზე. მერე გაჩვენებ, მოხეტიალე ქარი სად ბუდობს.... ანდა, ვიღაცა ყველას დაუკიტხავად სულში ასე რატომ შემოდის. ან ბოლოს ეს გზა სად მიგვიყვანს, სად მთავრდება... შენთვის გავამხელ სიხარულისა და მწუხარების დიდ საიდუმლოს.... მოვასმენინებ ვრცელ მელოდიას ამ ცხოვრების ზღაპარზე... და თუ შენ მოხვალ ჩემს სიზმარში, ნუ გეშინია, არ მოგეფერები, რათა არ დაგაფრთხო.... მერე კიდევ რომ გამეღვიძოს, თვალს არ გავახელ, სუნთქვას შევწყვეტ, ისე გავუძლებ, მართლა ისურვებ ჩემს სიზმარში ყოფნას.... ოღონდ მოდი ჩემთან სიზმარში და თუ გინდა
...
Read More
|
მომაწოდე, ხელი, სიგარეტი, ცეცხლი, ხურდა, გაზეთი, ყავა, ლექსი, ნამცხვარი, .. სულ ერთია, ოღონდ მომაწოდე, მომაწოდე რა რამე... ან გამიყავი, რაც გაქვს, სახლი, წიგნები, მეზობლები, პრობლემები, მეგობრები, სიტყვები, გრძნობები,.. გამიყავი, რაც გინდა, გამიყავი რა რამე. ისე მირჩევნია გამიყო. რომ მომცე, შემივსებ სიცარიელეს, მაგრამ წახვალ. თუ გამიყოფ, მერე რამე საერთო გვექნება, რაღაც საერთო გვექნება და ... თუ გინდა ჭუჭრუტანა გაუკეთე ჩემს ოთახს, მიყურე ხოლმე. არ გინდა მიყურო ხოლმე? ჩუმად, მე ვიცეკვებ ხოლმე, ხმამაღლა წავიკითხავ, გავიხდი, ვიმღერებ... გინდა გამაკრიტიკე? გარეგნობა გამიკრიტიკე, მეგობრები გამიკრიტიკე, აზრები გამიკრიტიკე, ჩემი მოდუღებული ყავა გამიკრიტიკე... ან რამე მეთამაშე, გინდა გრძნობებზე მეთამაშე, ან სიტყვებზე მეთამაშე, ან სხეულზე მეთამაშე…... ან... მოვიწყინე. რა არაფერი არ გინდა. არც მოწყენა არ გინდა? გინდა ერთად მოვიწყინოთ, ან ცალცალკე მოვიწყინოთ, ოღონდ ერთ რამეზე მოვიწყინოთ... რა ჩუმად ხარ, არა მაინც რატომ გგონია რომ ბავშვი ვარ? იცი უკვე რამდენი რამე ვიცი? ვიცი სექსის დროს რა ხდება. როგორ უნდა, ეგეც ვიცი. რა არ გჯერა ? გინდა მოგიყვე? ... ხო კაი არ გიყვები, დაწყნარდი. კაი რა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყე ფეხების გაპარსვა, და ორი წელია რაც დავქალიშვილდი. რ
...
Read More
|
მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება. გადავლახეთ ჩვენი სიყვარულის გამო ყველა დაბრკოლება. ყველას და ყველაფერს ვაჯობეთ. გარდა სიკვდილის. სიკვდილის წინაშე უძლურები და უსუსრები აღმოვჩნდით. ახლაც იმაზე ვფიქრობ და ეს კითხვა ბოლომდე არ მასვენებს, უდროო სიკვდილი რომ არ მოსულიყო და მისი თავი რომ არ წაერთვა, როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. როცა ის წუტები მახსენდება არ შემილია არ ვიტირო. გულს თუ ვუბრძანებ ცრემლებს მაინც ვერ ვუბრძანებ. მინდა არ მინდა უნებურად მომდის ცრემლი თვალიდან. მახსენდება ის დღე და ის საღამო. როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. ალბად წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. მახსენდება როდესაც ვისხედით, როდესაც ერთმანეთს ვეფერებოდით და როდესაც სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით........ მახსოვს ყველა ჩვენ გვკიცხავდა ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდნენ: შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად კრიტკის ჩვენ ვთქვით რომ სიყვარული და მოფერება სირცხვილი არ იყო. ამ სიტყვების შემდეგ გავაგრძელეთ თვალებით ტკბობა, სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო ავარია, მას მანქანა დაეჯახა და ხელებში ჩემს ხელებში ჩამაკვდა, მახსოვს სულს ლევდა. მახსოვს როგორ მქონდა სისხლში დასვრილი ხელები, მახსოვს როგორი განწირული ხმით ვითხოვდი შველას. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ხარაჩ
...
Read More
|
დამახარისხე ღირებულებებად და მერე გადამაფასე... და შენთან მოსულს დესერტად ვაშლს ნურასოდეს შემომთავაზებ... ნურასდროს მკითხავ სხვის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რადგან ჩემს ადგილზეც ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე. იცი, ლუარსაბ თათქარიძე და ნიცშე ორივე კაცები იყვნენ; იცი, ერთთეთრიანები და ორთეთრიანები ამოიღეს ხმარებიდან; იცი, ქართველებს ამერიკა ათიათასს სთხოვს ვიზიტში; იცი, ვარდი და დარდი უკვე ბანალურ რითმად ითვლება; იცი, ტაშის დაკვრას ყველა ერიდება, მის კომპეტენტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს; იცი, ბრძოლაში ყველა ტყვია არ ხვდება მიზანს და ყველა სამიზნე პოტენციური მკვლელია; იცი, ფეხებზე მკიდია ჟირინოვსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ; იცი, მოვალეობა ყველაზე საშინელი გრძნობაა; იცი, ყოველ მეორე ახლად დაქორწინებულს ეჭვი ეპარება ის იპოვა თუ არა ვისაც ეძებდა და ამ ეჭვით იტანჯება ცხოვრების ბოლომდე. იცი, ახალი ფეხსაცმელების ქვეშ დახეული ნასკები მაცვია; იცი, თითქმის ყველა უმანკო ქალი სცოდავს ფიქრებში; იცი, ჩემი დეკანი ცისფერია, ჩემი ცისფერი კურსელი კი კათედრაზე დარჩენას ოცნებობს. იცი, ლარის კურსი კიდევ დაეცა და ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს; იცი, პირველად რომ ვიყავი ქალთან გახდის შემრცხვა და ტირილი მომინდა; იცი, პრეზერვატივების ყიდვის ისევ მრც
...
Read More
|
შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი. დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს. გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. ყავა – დილის სინონიმია. სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო. სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ. მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ. დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები. მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის. სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება. ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ. გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს. მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა. პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღ
...
Read More
|
. .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება. ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნის,…ზოგი იჭვნეულად შემომხედავს ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . . . დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყება. ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი. უკანასკნელ გზაზე გაცილებდით და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა თითქოს. მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ, ბაღში ვიყურები , ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . . . . . . . . .და ახლა როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . . დრო არავის ელოდება. . . . . .მიქრის სინათლის სისწრაფით, შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს. მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები. . . . . . . . . . . . . . .
|
-სიკვდილი არა არის რა! - მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი! - მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ! - რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ! - ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს! - ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გისაუბრია! - ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი! - ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს! - გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა! - ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე! - ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა - ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე! - სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა! - იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო! ძაფი არ გამწყდარა! - რატომ გგონივარ შენი ფიქრების გარეთ? - იმიტომ, რომ შენი თვალსაწიერის გარეთ ვარ? - მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ! - ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის! - ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!.. - თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი?! - თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო?!.. - თუ ძალგიძს, დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ?!. - თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება?! - როგორ? თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღა
...
Read More
|
.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე.... მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე უპატრონე ჩემს მონატრებას... ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური... რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს.... ..........გამომიგონე........... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა... შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე, მეოცნებე შორეულ ზღვაზე.... და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი.... მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი... მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა.... შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას... მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი... მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი.... ..........გამომიგონე............ შემოყვარე როგორც გინდა, დამამსგავსე სენს სურვილებს... შემისწავლე ყოველი ნაკლი, მე ხომ უზომოდ დავიღალე... და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს, ჩამოხრჩობილი ფანჯრის სიჩუმეს..... დამტოვეს შენთან... მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები... მზე სემოსწირე ცემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი... მკითხე თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან... მკითხე თუ თუ როგორ შემოვაწყდი ნაწვიმარ ქუჩას...
...
Read More
|
« 1 2 ... 70 71 72 73 74 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|