მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
მწარედ ვტიროდი, ვტიროდი და მინდოდა მეყვირა... მეყვირა მანამ სანამ ჩემს ტანჯვას სხვა არ გაიგებდა, მაგრამ მე უძლური ვიყავი ამ ძლიერი ტანჯვის წინაშე მახსენდებოდა წარსული, ბავშვობა. რა მშვენიერი ყოფილა ის მხოლოდ ეხლაღა მივხვი. რატომ არ ვაფასებდი მას? რატომ მსურდა გავზრდილიყავი? ან საერთოდ რა არის სიყვარული? არსებობს კი ის? თუმცა ალბათ არსებობს, მაგრამ არ არსებობს სიყვარული ცერემლისა და ტანჯვის გარეშე. მუდამ სიყვარულს მეფიცებოდა, მუდამ ზრუნავდა ჩემზე და არც არასდროს შემპარვია მის სიყვარულში ეჭვი. რატომ მომექცა ასე? ნუთუ არ ვუყვარდი, ნუთუ სიზმარი იყო ის ტკბილი და ლამაზი დღეები და ნაზი ჩურჩული ,,მე შენ მიყვარხარ’’. - ბათუმო იცი როგორი იყო ჩემი სიყვარული? - სიჩუმეა - ალბათ არ იცი. შენ ლამაზი ხარ მაგრამ ის კიდევ უფრო ლამაზი იყო. ცისფერი ქონდა თვალები როგორც შენ ზღვას, მუდამ მხიარული იყო როგორც შენი ქუჩები, მუდამ ნაზი და მოსიყვარულე როგორც შენი თბილი ნიავი, მაგრამ ის იყო სულიერი, ის იყო ადამიანი. შენ... შენ კი მხოლოდ ჩემი ქალაქი ხარ, ჩემი საყვარელი ქალაქი... წვიმა მისველებს თმებს ნაზად ჩამოდის ტუჩებზე და მელამუნება. მახსენდება ისევ ის ტკბილი დღეები და ტირილს ვუმატებ... რატომ წახვედი?... რატომ დამტოვე აქ მარტოდ?... რატომ არ წამიყვანე მეც?... შენ ხომ დამპირდი რომ მუდამ ერთად ვიქნებოდით?... სად ხარ? ხმას რატომ არ მცემ... მიპასუხე ნუ მემალები... მხოლოდ ერთ რამეს გკითხა
...
Read More
|
თეას დედა ლია ამ ბოლო დროს თავს შეულოდ გრძნობდა, მას ექიმებმა, რომ კიბოთი იყო დაავადებული დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მისი სიკვდილის მოახლოებასშვილებიც და მეუღლეც გრძნობდნენ და ძალიან განიცდიდნენ, მთ ხომ ის ძალიან უყვარდათ და არ უნდოდათ მისი დაკარგვა, ლია ჯერ ხომ მხოლოდ 37 წლის იყო. იგი ამავე ასაკში დაიღუპა, 9 თებერვალს, მისი დაღუპვა ოჯახისთვის ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა. განსაკუთრებით პატარა თორნიკესთვის, მას ხომ დედა ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს ერჩივნა. იგი მამას ეუბნებოდა:
-დედა მენატრება, ძალიან მენათრება!
-ვიცი, ჩემო პატარავ, მეც მენატრება, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ძალიან გაგვიჭირდება...
-ჰო ძალიან... -მაგრამ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და ცხოვრება განვაგრძოთ, დედა კი ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებსო, -ეუბნებოდა თორნიკეს თვალცრემლიანი მამა.
წლები გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ, მამას თავიდან უჭირდა მათი მარტო გაზრდა.
თეა მესამე კურსზე იყო, ერთ-ერთი სტუდენტი რომ შეუყვარდა, მას ბაჩო ერქვა. ის იმ უმარლეს სასწავლებელში სწავლობდა, სადაც თეა იყო, მაგრამ ბაჩოს თეა სრულებითაც არ აინერესებდა, რადგან მას ნათია უყვარდა, თეას საუკეთესო დაქალი.ნათიას კი ბაჩო არ აინტერესებდა, რადგან შეძლებული ოჯახიდან არ იყო. ის ადამინს ქონებით აფასებდა, რადგან ბავშვობიდან ფუფუნებაში იყო გაზრდილი და ღარიბთა წრიდან გამოსულს ზედაც არ უყურებდა.მან
...
Read More
|
შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი. დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს. გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. ყავა – დილის სინონიმია. სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო. სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ. მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ. დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები. მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის. სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება. ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ. გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს. მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა. პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის. მონატრება – როდესაც
...
Read More
|
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს?? დეპრესია..დაწერე? დავწერე,მაგრამ რეგრესია.
უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ, გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი, დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.
რა მოხდა? ცრემლები.. დაწერე? დავწერე. გიკითხავ. შენ მისმენ, სათქმელი გავწელე..
ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს, ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან, ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ, შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.
ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე, მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა, პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე, უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.
|
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო, ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?....
|
მგლები ბორკილს არ დავიდებთ და ძაღლივით არ ვიყეფებთ... მგლები მაინც მგლები ვართ და.. ან მოვკვდებით ან ვიმეფებთ!!! მგლებთან ბრძოლა სიკვდილია, ან მოგკლავთ ან შეგაკვდებით, რომ სიკვდილი საშიშია თუნდ ბრძოლაში ჩვენ ვერ ვხვდებით ყველას მუდამ სულ გახსოვდეთ რომ მგლები ვართ არ ვიყეფებთ ბორკილში არ შეგებმევით და ცოცხლები სულ ვიმეფებთ!
|
წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები.... ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ... - აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ. "ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი... წვიმს.. ცრემლი შეერია წვიმას..
უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი... შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ... მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა... ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ეს უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას!.. წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი
ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად..... გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა... -- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად....
...
Read More
|
არვიცი...რატომ...მაგრამ... რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი გოგო ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა. არა?!_იცი რას ვიზამ? შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიან
...
Read More
|
მე მწამს სიყვარული თუნდაც დაწიხლული, მე მწამს მონატრება შენით დანისლული, მე მწამს მონატრება, თუნდაც წუთიერი, შენი შემოხედვა ურცხვი, უდიერი. მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო, შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.
|
ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..
|
« 1 2 ... 67 68 69 70 71 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|