♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


 
უშენოდ ჩემი გული მერცხლის მიტოვებული ბუდესავით შერჩენია ჩემს სხეულს.
უშენოდ ჩემი თითები დაცვენილი ბუმბულებივით ფარფატებენ თბილისის ქარში...უშენოდ ჩემი თვალები უსიცოცხლო პლანეტებივით ტრიალებენ სულის ორბიტაზე.
ჩემი სიყვარული კლავიშებჩავარდნილი როიალივით დგას სულის დარბაზში უშენოდ... 

და მერე უშენოდ გათენდა... მზემ როგორც ახალგამოჩეკილმა წიწილამ, ფეტვის მარცვლებივით აკენკა ალაგ-ალაგ შერჩენილი ვარსკვლავები.თბილისის ქუჩებში კი შვილმკვდარი დედასავით დაძრწის ქარაშოტი,ხოლო სადღაც ბეღურებს ჩასაფრებული კატასავით გალურსულა სფინქსი და პირამიდებიც ქარავანს ჩამორჩენილი აქლემებივით ძოვენ მზესა და ქვიშას...
ოსირისის ტაძართან ქრისტეს ბავშვობის დროინდელ ნაფეხურებში მარადიული ქვიშის საათივით ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დე....
ერთ პატარა გოგონას ძალიან უყვარს დღიურში ჩანაწერების გაკეთება... გულებიან, ვარსკვლავებიან, ყვავილებიან ფურცლებზე წერს ხოლმე, თუმც ქაღალდებზე გაყინულ გრძნობას
სულებშიც ადვილად ქარგავს... მერე დღიურს ბოქლომით კეტავს და გასაღები თან მიაქვს... ყოველ ღამე მიუჯდება მაგიდას და ფურცლებს უყვება ყველაფერრს, ისე თითქოს ესმოდეთ...
იცით?!... თქვენ ამ გოგოს ძალიან კარგად იცნობთ...დედა უყვარს კიდევ ძალიან, მაგრამ ასე არანორმალურს ნახეთ აბა გულში რა აქვს....მისი მეგობარი ხომ ღამე, ფურცლები და კალამია.
-დე, იცი დე?!....-დაბოლოება მინდა...ერთი უბრალო, ლამაზი სიტყვით, მაგრამ...მან ისედაც კარგად იცის რა უნდა ვთქვა, არაფერს მპასუხობს.
დე, იცი ყოველ დილით შემოვიჭყიტები ხოლმე შენს ოთახში, მინდა სკოლაში წასვლის წინ მაგრად ჩაგეხუტო და გული გაგითბო...თუმც რაღაც მაჩერებს, თითქოს და შენი მრცხვენია....მოსვლას და კოცნას ვერ ვბედავ ხოლმე.. შენ ეს არ იცი, ან იქნებ საბანში გახვეულს ტკბილ ძილშიც გესმის ჩემი გულის ხმა...
დე, მენატრები ხოლმე! მაგრამ არასდროს გეუბნები, მგონი ქედმაღლობის ბრალია; უამრავ კითხვას გისვამ, გაწუხებ ხშირად...
-დე, რაზე ფიქრობ?! სად იყავი? რატომ?...-უაზროდ გეტიტინები, ისე თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყო...
ძლიერი ქალი ხარ! მაგრამ მრავალჯერ შემინიშნავს ცრემლები შენს თვალებზე...
-რა გატირებს?..-ისე ჩუმად ვკიითხულობ, არც კი გესმის... მერე ვცდილობ გავექცე შენს თვალებს..ა ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულია როცა.............


სიყვარულია როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ...

სიყვარულია,როცა ... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ყველაფერი დასრულდება, მაშინ დაიწყება დავიწყება.
ტკივილი...ყველაფრის დამფარავი ტკივილი. ტკივილი-ფარდა ნისლისფერი. შენ, არ ყოფილი, ვითომ ყოფილი წარსულის ფარდით დაინისლები.
შენ წახვალ...წასვლისას ერთხელ მაინც მოიხედები.
მე, ცრემლიანი ტკივილით გაგაცილებ. დამენანები, მაგრამ არ შევეცდები შენს დაბრუნებას. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს ეკლიანი თუ სუფთა, ჩვენი გზით უნდა ვიაროთ მუდამ.
შენ..შენ უნდა იყო, ისეთი როგორიც ტკივილიან ოცნებაში.
მე...მე უნდა ვიყო, უნდა გეტკინოს ჩემი წასვლა.
ეკლიან გზაზე თეთრი ვარდია ეგ ტკივილი. უაზრობაა ყველაფერი, ოჯახის გარდა. თეთრად დათოვლილი, მუხა დამეხილი არავის უნდა ოჯახის გარდა.
ეს, მაშინ, როცა ყველაფერი დასრულდება...
ახლა? რაღაა ახლა?
მირაჟი, სიზმარი...
მარტოობა და სინანული, შემოდგომისგან მორთმეული ქრიზანთემები.
დაგმანული გულის კარები და ჩაბრუნებული ბოღმა.
იყო? არა! არაფერი იყო, არც არასოდეს იქნება. მე შენთან ძალიან ადრე მოვედი, ნუ მათქმევინებ სულელურ სიტყვებს.
არ დაბრუნება, ნურც დაბრუნდება, ოღონდ დასაწყისი ნუ დამენანება. არ მიყვარს სინანული. მინდა სიხარულით გაგიხსენო თუკი გამახსენდები..




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1228 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მივდივარ მაინც ყველაფრის მიუხედავად... ვაგრძელებ ცხოვრებას და აუტანლად ვითვლი ამ ცხოვრების დაწყევლილ წამებს..
ყოველი გასული წამი მახარებს... მხოოლოდ იმიტომ რომ..
ცუდს უკან ვტოვებ ... !! მაგრამ არც კარგის იმედია აღარ მაქ ..

ცხოვრება სასტიკი თეატრია სადაც ადამიანები გამუდმებით დრამას ვთამაშობთ.. ! რეალობა კი სინამდვილეზე მწარეა.. !




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,აქ, ამ მიწაზეა მისი სამყოფელი, მისი ცხოვრება...
აქ არის მისი დროებითი თავშესაფარი...

დროებითი... რამეთუ დროებით გამვლელები ვართ ყველანი დედამიწაზე, დაბადებასა და გაქრობას შორის გამოკიდებულები.
მხოლოდ სიარული შეგვიძლია, წასვლა იქით, საითაც გვსურს - შორეული გასეირნება თუ შემთხვევითი წანწალი... მთავარია სიარული.

ისიც დადის...

გადის გზას ცხოვრებისას და გზას ენისას, დადის რომ ჩასწვდეს წარსულსა და ოდნავ მაინც დაინახოს მომავალი, გაიცნოს შემთხვევითობა და მიიღოს ბედისწერა.

"უნდა ვიარო... სულ ესაა, ოღონდ უნდა ვიარო!"
პოეზია კი სიარულში ეხმარება... რბილი ლანჩებია, დახეული ფეხსაცმლით სიარულს რომ უადვილებს...
იცის რომ მოკვდება, მალე, და ალაგებს ჩემოდნებს...
გამუდმებით ცასაა მიშტერებული...

მისია ტკივილი სულ უფრო რომ მძიმდება, წარმოსახვა, სულ უფრო ხელშესახები რომ ხდება, ოცნება, ახდენა რომ არ უწერია... შეკითხვები, გამუდმებით რომ ისმის - მისია ყველაფერი.

ვიღაცას ჰგონია შეიშალა...
"ნახეთ, ნახეთ, თავის თავს ელაპარაკება, სულ მარტო!..."
ცხოველებს ესაუბრება, ხეებს, მნათობებს, საგნებს, არარსებულ არსებებს.

საკუთარი თავიც კი ავიწყდება და მიიწევს უცნობი, უჩვეულო, ამოუხსნელი, გაურკვეველი სამყაროსკენ... მისდევს იდუმალებას...

თვადაყირა ვინც დადის ფეხქვეშ ცა აქვს უფსკრულად, სიცარიელეზე დგას...

ის კი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა მოხდება შენც რომ ჩემი ნოტებით გესმოდეს??? ნოტები გეტყოდნენ სათქმელს, როგორ თბილად ბნელა არა??? როგორი მგრძნობიარე ხარ, დახუჭე თვალები და მოუსმინე ვიღაცა საქსაფონზე უკრავს …

რა დიდი ძალა აქვს ნოტებს, ძალიან დიდი თუ შენი ფიქრები მოერგება ზუსტად. ფაქიზები არიან, ნაზები, ვერ იტანენ სიყალბეს, უწესრიგობას. მოდიან ერთმანეთის მიყოლებით და მოაქვთ ემოცია, გრძნობა. ძალიან უყვართ ერთმანეთი, ისე უყვართ რომ თუ ერთი გამოგეპარა, მომდევნო ისე აყვირდება რომ იძულებული ხარ აღირო შენი უყურადღებობა. ნოტებში შეყვარებულებიც არიან, ისინი ძალიან განსხვავდებიან სხვა ნოტებისაგან, რადგან იპოვეს ერთმანეთი და შექმნეს აკორდი, ძლიერები არიან ასეთი პატარა ოჯახები და თავმოყვარენი, ვერ იტანენ შეურაცყოფას და თუ გულდასმით არ დაუგდე ყური მათ მობრძანებას, შეგარცხვენენ მელოდიასთან და გაწითლდები. მათ შორის ნაზებიც არიან ზალიან და არიან ამაყებიც. ნაზები პიანოს შვილები არიან და გამოირჩევიან კდემამოსილებით, უმეტესად ჩურჩულით გეუბნებიან სათქმელს. აბა როგორ შეედრება ისინი ფორტეს შვილებს, სიამაყე რომ გამჯდარი აქვთ ბუნებაში და მოდიან და მოარღვევენ რიგებს. ისე დასჭექავენ რომ კაი დედმამის შვილი ხარ და არ გაიგონებ სათქმელს. ნათესავებიც არიან. ხშირად ორი გვარისანი ერთად მოდიან თავისი სამფლობელოებიდან და თითოეყლ გვარს თავისი გასაღები აქვს, "ბანელები” უმეტესად ქვემო უბანში ცხოვრობენ და ძირითადან მიმართულებას აძლევენ მწყობრს.
დავალება აქვს ნოტებს ძალიან დიდი, და თუ არ შესარულებენ თავის მისიას ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა დედას ვულოცავ დედების დღეს....
.......... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

"Blah blah blah"- Ke$ha feat 3!OH!3

Blah Blah Blah ი ესაა Ke$ha - ს ახალი ვიდეო კლიპი 3!OH!3 თან ერთად[ Tik Tok ის შემდეგ... ეს არის მისი მეორე ვიდეო კლიპი თავის პირველ ალბუმ "Animal" ში...

ΤΙΚ ΤΟΚ ს დიდი წარმატება მოჰყვა...!!! როგორ გგონია Blah Blah Blah იც ასეთივე წარატებული იქნება??

"Blah blah blah"- Ke$ha feat 3!OH!3 ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 45 46 47 48 49 ... 88 89 »
კვირა, 2024-11-24, 8:48 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024